შემოგვიერთდით facebook-ზე
დეკლარირების პროცესის მიმდინარეობაზე დაკვირვება ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი
15-04-2014, 14:33  /  ნახვა: 2134

დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების პროცესისადმი არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე rs.ge შეიქმნა ახალი აპლიკაცია  სახელწოდებით „დაუბეგრავი მინიმუმის რეგისტრირებული დეკლარაციების რაოდენობა“. აპლიკაციის მეშვეობით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება აქვს რეალურ დროში ადევნოს თვალყური დეკლარირების პროცესს და მიიღოს უახლესი ინფორმაცია დეკლარირებული განაცხადების რაოდენობის, ასევე დაუბეგრავი მინიმუმის ფარგლებში დაბრუნებული თანხის ოდენობის შესახებ. განაცხადების რაოდენობა ყოველ 5 წამში იცვლება, ინფორმაცია დაბრუნებული თანხის შესახებ კი ყოველ ნახევარ საათში ახლდება.

აპლიკაციით სარგებლობა მარტივია. კერძოდ, აპლიკაციის პირველი ციფრი აღნიშნავს მიმდინარე დღის მონაცემებს, მეორე ციფრი 1-ლი აპრილიდან ვიზიტის მომენტისთვის შევსებული დეკლარაციების რაოდენობაა, მესამე - საერთო რაოდენობიდან  საბანკო დაწესებულებებში შევსებული განაცხადების რაოდენობა, ხოლო მეოთხე - მიმდინარე მომენტისთვის დაბრუნებული თანხის რაოდენობაა.

დეკლარირების პროცესის პარალელურად, მიმდინარეობს დამქირავებლების მიერ განაცემების შესახებ ინფორმაციის შემოსავლების სამსახურისთვის მოწოდების პროცესი. დაზუსტებების შესაბამისად, შესაძლოა შეიცვალის ინფორმაცია როგორც დაქირავებულის ხელფასის მოცულობის, ისე ხელფასის მიმღებ პირთა ოდენობის შესახებაც.

აქედან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის პროგნოზით, დაუბეგრავი მინიმუმის უფლებით მოსარგებლეთა რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს და, 500 ათასის ნაცვლად, დაახლოებით 600 ათასი შეადგინოს.

 

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა