შემოგვიერთდით facebook-ზე
რას ფიქრობს პოეტი ერეკლე სარღლიანი დღევანდელ ხელისუფლებაზე?!
7-09-2014, 15:08  /  ნახვა: 3466

ერეკლე სარღლიანი: სამწუხაროდ, ქართველებს რწმენასა და სულიერებას გვისპობენ, არადა, მხოლოდ ჩვენი ტრადიციები და სარწმუნოება გადაგვარჩენს. მეშინია განსაცდელის, რომელიც ჩვენს ქვეყანას დაატყდა თავს...
ჩვენი ქვეყნის ბედი, როგორც სხვა დანარჩენის, დედამიწის ბედთანაა დაკავშირებული, განყენებულად ჩვენში არაფერი ხდება. დედამიწა უნდა გათავისუფლდეს იმ საშინელი ,,გარსისგან და ლექისგან", რომელიც მას ეკვრის. ადამიანი ვერ ჩამოყალიბდა, აცდა მაგისტრალურ სულიერ ხაზს, სულ სხვა მიმართულებით წავიდა. ახლა საქართველოში უკეთესი მდგომარეობაა ვიდრე სხვა ქვეყნებში. ჩვენ კიდევ შემოგვრჩა: ნათესავის, ბიძაშვილის, მეგობრის, მეზობლის სიყვარული და პატივისცემა. თუმცა მრავალსართულიან სახლებში მეზობლობაც თანდათან იკარგება, პირველ სართულზე მცხოვრები, ზედა სართულებზე მცხოვრებ ოჯახებს შეიძლება საერთოდ არ იცნობდეს, რაც დიდი საშინელებაა.

რას ფიქრობს პოეტი ერეკლე სარღლიანი დღევანდელ ხელისუფლებაზე?!
–თქვენი აზრით საქართველო ამ ყველაფერს როგორ უნდა გაუმკლავდეს?
–ტრადიციები, რაც წინაპრებმა შემოგვინახეს, უნდა გავუფრთხილდეთ. არის რაღაცეები, რაც მიუღებელია, თუმცა ბევრი რამის გარეშე ჩვენს დანიშნულებას დავკარგავთ. რა ხდება, რა ვერ გაითავისა დღევანდელმა მსოფლიომ?! რასაც ,,ისინი" გლობალიზაციას უწოდებენ სინამდვილეში ფსევდოგლობალიზაციაა. არაფერი არ აკავშირებს მას ნამდვილ ერთობასთან. გლობალიზაცია კულტურათა აზროვნების პოლიტიკური სისტემების ბუნებრივ გეგმაზომიერ შერწყმას გულისხმობს და არა ამ ძალდატანებას, რომელსაც ადგილი აქვს. ანუ, მძლავრი სახელმწიფოები ცდილობენ თავიანთი აზრი მოახვიონ იმ მცირე ერებს, როგორიც ჩვენ ვართ. მე ვკითხულობ: ვინ მისცათ უფლება შევიდნენ ქვეყანაში, დაანგრიონ ის კულტურა, რომელიც ერმა შექმნა?! თითქოს ეს ყველაფერი გამიზნულია მსფოლიო წესრიგისთვის, არადა სინამდვილეში პირიქით ხდება.

რას ფიქრობს პოეტი ერეკლე სარღლიანი დღევანდელ ხელისუფლებაზე?!

–რას გულისხმობთ?

–წარმოიდგინეთ ომამდელი უკრაინა, როდის იყო უკეთესი მდგომარეობა, მაშინ, თუ ახლა? ააფორიაქეს, ქუჩაში გამოიყვანეს უკრაინელი ხალხი და ბოლოს ბედის ანაბარა დატოვეს. პასუხისმგებლობა არავინ აიღო. ახლა, ამ მოჩვენებითი სანქციებით ევროპა ან ამერიკა პუტინის აგრესიის შეჩერებას შეძლებს? რა თქმა უნდა ვერ შეძლებს. გავიხსენებ ჰომეროსის გენიალურ პოემას "ილიადას"; როდესაც ქალღმერთი ათენა ჰექტორს თავისი ძმის სახით გამოეცხადა, შეაგულიანა, რომ აქილევსს შებრძოლებოდა, აქილევსს შუბი მიაწოდეს, ჰექტორი კი რომელიც ელოდება, რომ შუბს ძმა მიაწვდის უცებ გაქრება, ვინაიდან სინამდვილეში ეს ათენა იყო ... ამას მაგონებს, დღეს დიდი სახელმწიფოების საქციელი. როცა დასჭირდებათ ისინი საერთო ენას ერთმანეთთან უფრო გამონახავენ, ვიდრე ჩვენისთანა პატარა ქვეყნებთან. ამიტომ უპირველესად სულიერ კულტურაზე უნდა ვიფიქროთ, ეს არის დღეს ჩვენი ერთადერთი ფარი. ვერც ამერიკის მოცემული ტანკი, ვერც საზენიტო დანადგარები ვერ დაგვიცავს რუსეთისგან. მხოლოდ ჩვენი კულტურა გადაგვარჩენს, მაგრამ ამის საშუალებასაც, რომ არ გვაძლევენ?! გვისპობენ და გვინადგურებენ. გერმანელმა დიდმა ხელოვანმა ჰერმა ვედე კინდმა მსოფილიოს გასაგონად განაცხადა: "ნუ აძალებთ საქართველოს თქვენს მახინჯ კულტურას, დაანებეთ თავი და საქართველო მსოფლიოს გადაარჩენს"!

რას ფიქრობს პოეტი ერეკლე სარღლიანი დღევანდელ ხელისუფლებაზე?!
–დღევანდელი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ქვეყანაში უკეთესობას ხედავთ?
–ამათ, მხოლოდ სახელები გამოიცვალეს, არსი არ შეცვლილა! ერთი ძველი ლექსი მაქვს, რომელიც დღევანდელ მდგომარეობას მიესადაგება.
განკითხვის, მძიმე წუთები დადგა,
თავს არ ვეკუთნით არცერთი რადგან,
საღაფას რული ედება თვალებს
ერთი სასჯელი მეორით ვცვალეთ.
დრო კი ზოზინით მიიწევს ნელა,
ჩვენც თავს ვიტყუებთ დროდადრო ყველა,
საგნებს სახელი ეცვალათ მხოლოდ,
თუმც ძალზე გვიან მივხვდებით ბოლოს.
განკითვის მძიმე წუთები დადგა.

რას ფიქრობს პოეტი ერეკლე სარღლიანი დღევანდელ ხელისუფლებაზე?!

 

 

 

 

 

 

 

თიკო ბეკოშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა