შემოგვიერთდით facebook-ზე

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ტყიბულის მუნიციპალიტეტი იყო. მისი სიმძლავრე 3,7 მაგნიტუდას შეადგენდა. მიწისძვრა თბილისის დროით 16:36 საათზე მოხდა. წინასწარი მონაცემებით, მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია. ბოლოდროინდელი მონაცემებით მიწისძვრები საქართველოში იშვიათობას აღარ წარმოადგენს. 

8-10-2014, 17:26

რა უპასუხა პალიტრა TV–ს ჟურნალისტს კახა ბენდუქიძემ დავით კეზერაშვილის შესახებ დასმულ კითხვაზე?!

8-10-2014, 17:19

მსოფლიო დღეს მზის სრული დაბნელების მოწმე გახდება. ამ იშვიათი ბუნებრივი მოვლენის ნახვა პირდაპირი ვებ-ტრანსლაციით გახდება შესაძლებელი. რომლის ჩვენებასაც ,,ნასა" უზრუნველყოფს. სპეციალური ხელსაწყოებით მისი ხილვა კი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ავსტრალიის, ასევე წყნარის ოკეანის კუნძულების მოსახლეობას შეეძლებათ. 

8-10-2014, 16:34

ყველაზე რეიტინგული და მაგარი ,,ფარული კამერა"

8-10-2014, 16:05

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კობა ე. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს, 4 პირთან ერთად, ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში მოხუცი ცოლ-ქმრის საცხოვრებელ სახლში შეიჭრა, 150 ლარი და მედლები გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

8-10-2014, 14:44

გავრცელდა ინფორმაცია, რომ დღეს, საბერძნეთში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დათა ახალაიას საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება. ის საბერძნეთში რამდენიმე თვის წინ დააკავეს, როდესაც ამ ქვეყნიდან იტალიაში ყალბი საბუთებით გადასვლას ცდილობდა.

8-10-2014, 13:35

ღირსი დამიანე, მეფეყოფილი დემეტრე იყო წმიდა კეთილმსახური მეფის დავით აღმაშენებლის შვილი. წმიდანი დაახ. 1095 წელს დაიბადა. დემეტრეს აღზრდაზე ერთნაირად ზრუნავდნენ როგორც სასულიერო, ასე საერო და სამხედრო მეცნიერების საუკეთესო წარმომადგენლები, როგორც მემატიანე წერს დემეტრე "სიბრძნით, სიწმინდით, ახოვნებითა და სიმხნევით უმჯობეს იყო ნანისა".
1125 წელს წმიდა დავით მეფემ სიცოცხლეშივე დასვა სამეფო ტახტზე დემეტრე, "დაადგა გჳრგჳნი მისითა ჴელითა" და "შეარტყა წელთა ძლიერთა მახჳლი".

6-10-2014, 21:14

დედა ანა ოც წელზე მეტია უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წყნეთის მონასტერში მოღვაწეობს, სადაც მისი ძალისხმევით აშენებული და აღდგენილი - მძლეთის წმინდა გიორგისა და დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიებია. მასთან მადლის მისაღებად უამრავი ხალხი მიდის. დედა ანას დარიგებით, ადამიანი, როცა მოინათლება და ქრისტეს რჯულს ეზიარება, უკვე ვალდებულია, ისე იცხოვროს, როგორც ჭეშმარიტ მართლმადიდებელს მოეთხოვება, რადგან ფიქრობს - ხსნა, მხოლოდ უფლის სიყვარულით, ზიარებითა და ლოცვით მიიღწევა. წლებია, მისი ლოცვის ძალით ათასობით სნეული იკურნება და უამრავს ცხოვრების აზრს უბრუნებს. მის სასწაულებზე ბევრს ჰყვებიან და მადლიერ სიტყვებს არ იშურებენ. 

6-10-2014, 19:48

BMW–ს ყველაზე სექსუალური რეკლამა

6-10-2014, 16:13

ცხენებისგან ტრავმირებული ადამიანები

6-10-2014, 15:58

ღმერთმა ულამაზესი ხმის ტემბრით და გამორჩეული შესრულებით დააჯილდოვა. მისი სიმღერები ყველას უყვარს, მსმენელმა პირველად სიმღერით – "დღეები ქრებიან" – გაიცნო. სამწუხაროდ, ამ ნიჭიერი, 16 წლის მომღერლით დღემდე არცერთი ტელევიზია და ჟურნალი დაინტერესებულა. ახალგაზრდა შემსრულებლის ქეთა წიკლაურის შემოქმედებას და ცხოვრებას მკითხველი პირველად ,,geoelite.ge"-ს საშუალებით გაიცნობს. 

6-10-2014, 00:33

მსგავსი რამ საქართველოში ვინმეს რომ გაეკეთებინა, სანამ იუმორს მიხვდებოდნენ, ჩვენი ,,ქართული" ხასიათის გათვალისწინებით, მათგან ერთერთს მაინც, თუ არ შემოაკვდებოდა, სერიოზული დაზიანებებით მაინც მოხვდებოდა საავადმყოფოში.

4-10-2014, 22:07



მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა