შემოგვიერთდით facebook-ზე
ზუგდიდში პოლიციამ ყაჩაღობის ფაქტი გახსნა
8-10-2014, 14:44  /  ნახვა: 1862

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კობა ე. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს, 4 პირთან ერთად, ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში მოხუცი ცოლ-ქმრის საცხოვრებელ სახლში შეიჭრა, 150 ლარი და მედლები გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა კობა ე. ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 8 ოქტომბერს ზუგდიდში დააკავეს, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი გატაცებული მედლები ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს დანაშაულს.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა