შემოგვიერთდით facebook-ზე
რატომ დატოვა ანსამბლი "გენი" ქეთა წიკლაურმა?!
6-10-2014, 00:33  /  ნახვა: 3000

ღმერთმა ულამაზესი ხმის ტემბრით და გამორჩეული შესრულებით დააჯილდოვა. მისი სიმღერები ყველას უყვარს, მსმენელმა პირველად სიმღერით – "დღეები ქრებიან" – გაიცნო. სამწუხაროდ, ამ ნიჭიერი, 16 წლის მომღერლით დღემდე არცერთი ტელევიზია და ჟურნალი დაინტერესებულა. ახალგაზრდა შემსრულებლის ქეთა წიკლაურის შემოქმედებას და ცხოვრებას მკითხველი პირველად ,,geoelite.ge"-ს საშუალებით გაიცნობს.
ქეთა წიკლაური: სიმღერა შვიდი წლის ასაკიდან დავიწყე, ჩემი პირველი მასწავლებელი ლელა გოლიაძე იყო. მონაწილეობას სხვადასხვა სასიმღერო კონკურსებში ვიღებდი. ,,მელოდია 2008"-ის კონკურსის ფინალისტი გავხდი. შემდეგ ,,მელოდია 2009"-შიც მიმიწვიეს, სადაც გარკვეული მიზეზების გამო ფინალში ვერ გადავედი. იმავე წელს გადავწყვიტე ფანდურზე დაკვრა მესწავლა, ჩემი პედაგოგი ყველასათვის ცნობილი, საყვარელი და პოპულარული მუსიკოსი ზურაბ ბარბაქაძე, იგივე "ფანდურა" იყო. პროფესიონალურად დაკვრა მან მასწავლა. შემდეგ ჩამოყალიბდა ანსამბლი "გენი", სადაც თორმეტი ბავშვი ვუკრავდით, როგორც ფანდურზე ისე ჩონგურზე.
–ანსამბლი "გენი" თუ იღებდა ღონისძიებებში მონაწილეობას?
–კი, პირველად ვერიკო ანჯაფარიძის სახლმუზეუმში ,,ხევსურული კომპოზიცია" დავუკარით, შემდეგ თეონა ქუმსიაშვილისადმი მიძღვნილ ხსოვნის საღამოზე, რასაც სხვადასხვა ღონიძიებები მოჰყვა.
–რა იყო ანსამბლ ,,გენის" დატოვების მიზეზი?
–ამაზე საუბარი არ მინდა, მიუხედავად პედაგოგთან ზურაბ ბარბაქაძესთან კარგი ურთიერთობისა, გარკვეული მიზეზების გამო ეს გადაქყვეტილება მაინც მივიღე...

რატომ დატოვა ანსამბლი "გენი" ქეთა წიკლაურმა?!
–ფანდურის გარდა სხვა ინსტრუმენტზეც უკრავ?
–დიახ, ჩონგურზე,ბასჩონგურზე და სალამურზე.
–რომელია შენი პირველი სიმღერა?
-პირველი სიმღერა "თეონა ქუმსიაშვილის ხსოვნას" , რომელიც ქეთევან ვარდიაშვილთან ერთად ჩავწერე. თუმცა ხალხმა მეორე სიმღერით – ,,დღეები ქრებიან" გამიცნო, რომელიც ასევე ქეთევანთან ერთად მაქვს ჩაწერილი. ამ სიმღერის მუსიკა და ტექსტიც მას ეკუთვნის. ჩანაწერს  yuotube-ze მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა.
–სულ რამდენი სიმღერა გაქვს ჩაწერილი?
–ოთხი; ორი ფოლკლორული, ერთი საესტრადო და ერთი ქალაქური.
–თითქმის ყველა ჟანრი გაქვს ნამღერი, უპირატესობას რომელს ანიჭებ?
–ყველა ჟანრი მომწონს, თუმცა უპირატესობას ფოლკლორს ვანიჭებ, ალბათ იმიტომ, რომ სიმღერა ფოლკლორით დავიწყე, თანაც ხელს ის მიწყობს, რომ მთიული ვარ და ეს სისხლში მაქვს გამჯდარი.
–ახლა რა სიმღერაზე მუშაობ?

რატომ დატოვა ანსამბლი "გენი" ქეთა წიკლაურმა?!
–ერთ კარგ ბიჭთან ერთად ქალაქური სიმღერის ჩაწერას ვაპირებ, თუმცა მის ვინაობას ჯერ-ჯერობით არ გავამხელ. როცა სიმღერა მზად იქნება, პირობას გაძლევთ, რომ პირველი geoelite.ge-ს მკითხველი გაიგებს და მოისმენს.
–გარდა იმისა, რომ მღერი, სხვას რას საქმიანობ?
–სკოლაში, მეათე კლასის მოსწავლე ვარ და სამი წლიდან ვცეკვავ. ვცეკვავდი სუხიშვილების სტუდიაში და ანსამბლ "კოლხში".
–შენზე ამბობენ თეონა ქუმსიაშვილს ბაძავსო...
–არავის ვბაძავ, ის ერთადერთი იყო და მისი მსგავსი ვერავინ ვიქნებით, თუმცა ხმის ტემბრი შეიძლება გვიგავდეს. მოხარული ვიქნები, თუ რამით დავემსგავსები. სხვათა შორის მინდა ვთქვა, რომ თეონას მოსმენის შემდეგ გამიჩნდა სურვილი ფოლკლორი მემღერა.
–სატელევიზიო პროექტებში მონაწილეობას რატომ არ იღებ?
–არც ერთი სატელევიზიო პროექტი ჩემი ფორმატის არ არის. დიდი სურვილი მაქვს ჩვენი ფორმატის კონკურსებიც იყოს. ვფიქრობ, ასე ფოლკლორის მომღერლები იჩაგრებიან.
–პირადში რა ხდება?
–მშვიდობაა, შეყვარებული არ მყავს, ჯერჯერობით აქცენტირებული სწავლასა და სიმღერაზე ვარ.


თიკო ბეკოშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა