უკვე რამდენიმე დღეა ფესტივალი ,,მემკვიდრეობა" საბერძნეთში, კერძოდ ქალაქ სალონიკში ქართველი ემიგრანტებისთვის ღონისძიებებს მართავს. პროექტის ფარგლებში იქ იმყოფება უნიჭიერესი ახალგაზრდა პოეტი ნიკოლოზ ფუტკარაძე. ასევე მოხდება ორი ფილმის – გოდერძი შარაშიას "წერილი" და თინათინ ბეკოშვილის "მე ვარ გოდერძი ჩოხელი" ჩვენება. საბერძნეთიდან დაბრუნების შემდეგ, 7 ნოემბერს, ფესტივალი იგივე პროექტით ნორვეგიაში გაემგზავრება.
მთავარი ,,სამინისტროს პოლიტიზირების თავიდან აცილებაა" – განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადააყენეს.
"სახეზეა საკითხის პოლიტიზირების მცდელობა. ნაცვლად იმისა, რომ ალასანიას ხელი შეეწყო გამოძიებისთვის, მისი მოქმედებები იწვევს თავდაცვის სამინისტროს პოლიტიზირებას, რაც ჩემთვის დაუშვებელია, რადგან აისახება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასა და ხელისუფლების ეფექტურ მუშაობაზე",- განაცხცადა პრემიერმა.
ჟურნალი ,,geoelite" ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობს ზურაბ ცინცქილაძეს ესტუმრა. ქართულ კინემატოგრაფიას, თუ თეატრს მის მიერ შესრულებული არაერთი საინტერესო როლი ახსოვს. იგი თავისი ცხოვრების და განვლილი გზის შესახებ გვესაუბრა.
საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად გამოვლენილ იქნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამდებობის პირები და სამხედრო მოსამსახურეთა კვებითი უზრუნველყოფის განმახორციელებელი შპს "ქართული კვების კომპანიის" მენეჯერები, რომელთა გულგრილობის შედეგად ადგილი ჰქონდა სამხედრო მოსამსახურეთა მასობრივ დაავადებას.
2013 წლის განმავლობაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარისო ნაწილებში დაფიქსირდა სამხედრო მოსამსახურეთა დაავადების 10 შემთხვევა. მთლიანობაში საკვები პროდუქტებით მოიწამლა 858 სამხედრო მოსამსახურე, საიდანაც 90 სამხედრო, მძიმე მდგომარეობის გამო გადაყვანილ იქნა სამხედრო ჰოსპიტალში.
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახალქალაქის რაიონულ სამმართველოში ახალქალაქის 4 მაცხოვრებელმა წარმოადგინა და ნებაყოფლობით ჩააბარა: სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 1220 საბრძოლო ვაზნა, 14 ცალი ყუმბარმტყორცნი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, გადაჭრილი ორლულიანი სანადირო თოფი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.
ამერიკაში მცხოვრები ქართველი პროფესორი, ,,ნაციონალი" დოდონა კიზირია მომღერალ ნინი ბადურაშვილის ბებიას ლალი ბადურაშვილს, საკუთარი ფეისბუქის გვერდიდან მიმართავს და ურჩევს პოლიტიკისგან თავი შორს დაიჭიროს. ის ამბობს, რომ ლილი ბადურაშვილის თანაკლასელია და მას კარგად იცნობს, ამიტომ მისნაირმა ,,ბრიყვებმა" პოლიტიკური განცხადებები არ უნდა აკეთონ.
დოდონა კიზირია: ,,მეგობრებო, ეგებ ვინმეს გაქვთ კავშირი ლალი ბადურაშვილთან. ეხლა ფეისბუკზე რომ არის იმასთან არა, არ ვიცნობ. აი, იმასთან, მსახიობი რომ დაარქვეს და "დიდოდსტატის მარჯვენა"-ში რომ შორენას თამაშობდა. გეხოსმებათ, როგორ არა, გრძნობების გამოხატვის სამი დახვეწილი მეთოდი ჰქონდა: გახედვა მარჯვნივ (უზომო სიხარული), გახედვა მარცხნივ (უზომო სევდა) და დახედვა დაბლა (მორცხვი კეკლუცობა). აი, სწორედ იმ ლალის ეგებ როგორმე მიაწვდინოთ ჩემი სტატუსი. ფეისბუკზე არ ჩანს და მისამართი არ ვიცი.