შემოგვიერთდით facebook-ზე
ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრობიდან გადააყენეს
4-11-2014, 22:03  /  ნახვა: 2367

მთავარი ,,სამინისტროს პოლიტიზირების თავიდან აცილებაა" – განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადააყენეს.
"სახეზეა საკითხის პოლიტიზირების მცდელობა. ნაცვლად იმისა, რომ ალასანიას ხელი შეეწყო გამოძიებისთვის, მისი მოქმედებები იწვევს თავდაცვის სამინისტროს პოლიტიზირებას, რაც ჩემთვის დაუშვებელია, რადგან აისახება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასა და ხელისუფლების ეფექტურ მუშაობაზე",- განაცხცადა პრემიერმა.
ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრის პოსტზე მინდია ჯანელიძე ჩაანაცვლებს. ჯანელიძე ამ დრომდე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის პოსტს იკავებდა.
მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების მიზეზი, ირაკლი ალასანიას მიერ გაკეთებული პოლიტიკური განცხადება გახდა, რომელშიც პროკურატურა თავდაცვის სამინისტროსა და ქვეყნის ევროატლანტიკური კურსზე მიზანმიმართულ შეტევაში იყო დადანაშაულებული.

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა