უკვე რამდენიმე დღეა ფესტივალი ,,მემკვიდრეობა" საბერძნეთში, კერძოდ ქალაქ სალონიკში ქართველი ემიგრანტებისთვის ღონისძიებებს მართავს. პროექტის ფარგლებში იქ იმყოფება უნიჭიერესი ახალგაზრდა პოეტი ნიკოლოზ ფუტკარაძე. ასევე მოხდება ორი ფილმის – გოდერძი შარაშიას "წერილი" და თინათინ ბეკოშვილის "მე ვარ გოდერძი ჩოხელი" – ჩვენება. საბერძნეთიდან დაბრუნების შემდეგ, 7 ნოემბერს, ფესტივალი იგივე პროექტით ნორვეგიაში გაემგზავრება.
ფესტივალი ,,მემკვიდრეობა", რომელიც პატრიარქის ლოცვა კურთხევით შეიქმნა ერთი წელია არსებობს. მისი დამფუძნებელია კოლეჯი ,,სპექტრის" დირექტორი მათე ტაკიძე. ფესტივალი უკვე მეორედ ტარდება. ჟიურის თავმჯდომარე მიშა კობახიძეა, წევრები კი რეჟისორები; გიორგი ოვაშვილი და თამარ ბართაია. კონკურსზე შემოსული, როგორც მოკლე მეტრაჟიანი, ასევე სრულ მეტრაჟიანი მხატვრული და დოკომენტური ჟანრის ფილმებია. ნამუშევრების მიღება 10 ოქტომბერს დაიწყო და 10 დეკემბრამდე გაგრძელდება. თავდაპირველად ფილმებს სასელექციო კომისია განიხილავს, რომელთა ვინაობა მონაწილეებისთვის და საზოგადოებისთვის უცნობია. ფესტივალის მიზანია ქართული კინოს პოპულარიზაცია, რათა თაობები ქართულ კინოზე და ისტორიაზე აღიზარდონ. იგი 25 დეკემბერს ქალაქ ბათუმში გახსნება და თბილისში დაიხურება.
,,მხარში გვიდგას, როგორც საპატრიარქო, ასევე კულტურის სამინისტრო და საქართველოს კინო ცენტრი. უწმინდესის კურთხევაა, რომ მეტი ყურადღება აფხაზეთის თემას მიექცეს. ფესტივალის ფარგლებში გვაქვს სხვადასხვა პროექტები. მათ შორის ერთ–ერთი მიმართუებაა, რომ სხვადასხვა ქალაქებსა დ რეგიონებში ჩავიტანოთ სპექტაკლები. გასვლები გვაქვს საზღვარგარეთ, მათ შორის გერმანიაში, ერთ–ერთი თეატრი სრულიად უფასოდ გვითმობს დარბაზს და შემოსულ თანხას ქართველ მსახიობებს გადაუხდის. მოლაპარაკებები გვაქვს ჩიკაგოსთანაც, მსგავსი ღონისძიებების განსახორციელებლად."– აღნიშნა მათე ტაკიძემ.
თიკო ბეკოშვილი