შემოგვიერთდით facebook-ზე

საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ ჯგუფი ,,ჯორჯია" დაიშალა, თუმცა მის წევრებს მიზეზებზე საუბარი არ სურთ. ამბობენ, რომ მეგობრებად რჩებიან, თუმცა მომავალში სოლო კარიერას ცალ–ცალკე გააგრძელებენ. ჟურნალი geoelite.ge მის ერთ–ერთ წევრს რატი დურგლიშვილს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

30-11-2014, 13:49

ამ სიმღერამ ჯგუფ ,,მანდილს" წარმატება მოუტანა, მისი შესრულებით ისინი არა მხოლოდ საქართველოში, რუსეთსა და ამერიკაშიც გაიცნეს. თუმცა ახლა მათ ,,აპარეკას" შესრულებას ჯგუფი ,,მეხუთე სეზონის" წევრი კახი წიკლაური უკრძალავს. ამბობენ, რომ სიმღერაზე ჯგუფს საავტორო უფლება აქვს. 
კახი წიკლაური: ,,მეხუთე სეზონი", რამდენიმე წლის წინ შეიქმნა, რომლის სოლისტიც (აწ გარდაცვლილი) ალუდა ქეთელაური იყო. ამ სიმღერის საავტორო უფლება გვაქვს; მუსიკა ჩემია, ტექსტი გიორგი არაბულის, ხოლო სიმღერა ალუდა ქეთელაურის ორგანიზებულია. ,,მანდილი" არც ერთ გადაცემაში არ აღნიშნავდა, რომ სიმღერა ,,მეხუთე სეზონს" ეკუთვნოდა, რაც ძალიან საწყენია. ამიტომ გოგონებს მინდა მივმართო, რომ ეს სიმღერა აღარ შეასრულონ.

29-11-2014, 19:58

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ჟურნალ ,,geoelite.ge"–ს ორგანიზებით, გოდერძი ჩოხელის შემოქმედებითი საღამო გაიმართა, სადაც ასევე ნაჩვენები იყო ახალგაზრდა რეჟისორის თინათინ ბეკოშვილის ფილმი – ,,მე ვარ გოდერძი ჩოხელი".
საღამოზე მოწვეულნი იყვნენ გოდერძის მეგობრები და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები. ღონისძიება მიჰყავდა პოეტ თემურ ჩალაბაშვილს, რომელმაც გოდერძისთან ურთიერთობის ბევრი საინტერესო ისტორია გაიხსენა.

17-11-2014, 14:04

ამბობს, რომ ტელე-რადიო წამყვანის ნიჭი პირველი კლასიდან აღმოაჩნდა, როცა სკოლიდან დაბრუნებულა პლასტელინით, ფანქრებით და ფერადი ფურცლებით მიკროფონი გააკეთა და ოჯახის წევრებისთვის ქართული ფილმის წარდგენა გადაწყვიტა, რის შემდეგაც შეაქეს და კარგი წამყვანობა უწინასწარმეტყველეს. თუმცა პროფესიის არჩევისას ჟურნალისტიკის ნაცვლად, შოთა მილორავას სახელობის საესტრადო საცირკო ხელოვნების სასწავლებელში ჩააბარა. 

6-11-2014, 22:14

,,მოსკოვური თბილისობის" ირგვლივ აგორებულ სკანდალზე ლელა წურწუმია დუმილს არღვევს და საკუთარ ფეისბუქის გვერდზე კომენტარს აკეთებს: ,,მოხარული ვარ, რომ თბილისობა, მოსკოვში ქართველ ემიგრანტებთან ერთად ავღნიშნე"– წერს იგი საკუთარ ფეისბუქის გვერდზე და თან აღნიშნულ კონცერტზე, საკუთარი გამოსვლის ფოტოს აქვეყნებს.

6-11-2014, 16:00

ცნობილი ქართველი მსახიობი გურამ ფირცხალავა 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი 1940 წლის 18 თებერვალს, ფოთში დაიბადა. 1966 წელს, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, გორის გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში მუშაობდა, შემდეგ კი თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. გურამ ფირცხალავა კინოსტუდია ,,ქართული ფილმის" მსახიობი იყო. მას უამრავი გმირი ჰყავს განსახიერებული ქართულ ფილმებსა, თუ სპექტაკლებში.

6-11-2014, 15:24

თვლის რომ პირველია, რომელმაც საქართველოში ქალაქური სიმღერების შესრულების კომპლექსი მოხსნა და ეს სტილი იმდენად კარგად მოირგო, რომ ერთ–ერთი წარმატებულია შოუ ბიზნესის წრეში. გარდა სიმღერისა, მას მენეჯერის კარგი თვისებებიც აღმოაჩნდა, იგი სამი რადიოს: ,,დარდიმანდის", ,,აფხაზეთის ხმის" და ,,ნინო ჩხეიძის" მფლობელია. სულ მალე კი მისი საკუთარი ტელევიზია – ,,დარდიმანდი" გავა ეთერში, სადაც მხოლოდ ქართული კლიპები და მუსიკალური გადაცემები იქნება.

5-11-2014, 23:53

უკვე რამდენიმე დღეა ფესტივალი ,,მემკვიდრეობა" საბერძნეთში, კერძოდ ქალაქ სალონიკში ქართველი ემიგრანტებისთვის ღონისძიებებს მართავს. პროექტის ფარგლებში იქ იმყოფება უნიჭიერესი ახალგაზრდა პოეტი ნიკოლოზ ფუტკარაძე. ასევე მოხდება ორი ფილმის – გოდერძი შარაშიას "წერილი" და თინათინ ბეკოშვილის "მე ვარ გოდერძი ჩოხელი" ჩვენება. საბერძნეთიდან დაბრუნების შემდეგ, 7 ნოემბერს, ფესტივალი იგივე პროექტით ნორვეგიაში გაემგზავრება. 

4-11-2014, 23:38

ჟურნალი ,,geoelite" ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობს ზურაბ ცინცქილაძეს ესტუმრა. ქართულ კინემატოგრაფიას, თუ თეატრს მის მიერ შესრულებული არაერთი საინტერესო როლი ახსოვს. იგი თავისი ცხოვრების და განვლილი გზის შესახებ გვესაუბრა.

4-11-2014, 21:07

რუსული საიტებზე გავრცელდა ინფორმაცია, რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის, ახალი სიყვარულის შესახებ. მაშინ რუსები წერდნენ, რომ თამარ გვერდწითელმა სიყვარული საკუთარი ბინის რემონტის დროს იპოვა. გაირკვა, რომ მომღერლის ახალი სიყვარული ეროვნებით აზერბაიჯანელი მამაკაცი ნოვრუზ მამედოვია. 

28-10-2014, 15:10

ყველაზე პიკანტური და სახალისო ფოტო–კოლაჟი, რომელიც უნდა ნახოთ!

19-10-2014, 18:57

მომღერალი თეონა კონტრიძე ქართველმა ჟურნალისტებმა, თუ საზოგადოებამ იმდენად გაამწარა, რომ საკუთარ თავს ძროხა უწოდა. იმის შემდეგ, რაც სვეტიცხოვლობის დღესასწაული აუგად მოიხსენია და თავი გამოიშტერა, რომ არ იცოდა რა დღესასწაულზე იყოს საუბარი, ქართული საზოგადოების მხრიდან კრიტიკული კომენტარები მოჰყვა. 

16-10-2014, 18:32



მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა