შემოგვიერთდით facebook-ზე
,,აპარეკას" ავტორმა ჯგუფ ,,მანდილს" სიმღერის შესრულება აუკრძალა
29-11-2014, 19:58  /  ნახვა: 16863

ამ სიმღერამ ჯგუფ ,,მანდილს" წარმატება მოუტანა, მისი შესრულებით ისინი არა მხოლოდ საქართველოში, რუსეთსა და ამერიკაშიც გაიცნეს. თუმცა ახლა მათ ,,აპარეკას" შესრულებას ჯგუფი ,,მეხუთე სეზონის" წევრი კახი წიკლაური უკრძალავს. ამბობენ, რომ სიმღერაზე ჯგუფს საავტორო უფლება აქვს.
კახი წიკლაური: ,,მეხუთე სეზონი", რამდენიმე წლის წინ შეიქმნა, რომლის სოლისტიც (აწ გარდაცვლილი) ალუდა ქეთელაური იყო. ამ სიმღერის საავტორო უფლება გვაქვს; მუსიკა ჩემია, ტექსტი გიორგი არაბულის, ხოლო სიმღერა ალუდა ქეთელაურის ორგანიზებულია. ,,მანდილი" არც ერთ გადაცემაში არ აღნიშნავდა, რომ სიმღერა ,,მეხუთე სეზონს" ეკუთვნოდა, რაც ძალიან საწყენია. ამიტომ გოგონებს მინდა მივმართო, რომ ეს სიმღერა აღარ შეასრულონ. ,,აპარეკას" ავტორმა ჯგუფ ,,მანდილს" სიმღერის შესრულება აუკრძალა
–,,მანდილი" ამ სიმღერის შესრულებაზე არ შეგთანხმებიათ?
–არა, რამდენიმე გადაცემაში მონაწილეობის შემდეგ დავუკავშირდი და მითხრეს, რომ ნებართვა ალუდას ოჯახმა მისცათ, არადა ალუდას ოჯახი არაფერ შუაშია. ალუდა არ იყო მხოლოდ ამ სიმღერის ავტორი. ნებართვის მიცემა ჯგუფის გადასაწყვეტია. როცა გავიგე ,,მანდილის" გეგმები, რომ ,,აპარეკას" რადიო ჩანაწერი უნდა გაეკეთებინათ გავოგნდი. სტუდიური ჩანაწერი ჯერ ჩვენს ჯგუფს არ გაუკეთებია და რატომ უნდა გაეკეთებინათ მათ? ამ ყველაფერს კი ისიც დაემატა, რომ სიმღერას უკვე ხალხურად მოიხსენიებდნენ და ჩვენი საავტორო უფლება ირღვეოდა.
–,,მანდილის" ნამღერს როგორ შეაფასებთ? ,,აპარეკას" კარგად ასრულებენ?
–არ მომწონს, რომ მხოლოდ ფანდურზე მღერიან, სიღერა ისე უნდა იმღერონ, რომ ორიგინალს აჯობონ. მინდა გოგოებს მივმართო კითხვით, ჩვენს ადგილას რომ იყვნენ, როგორ მოიქცეოდნენ? კარგი იქნება ისინი საკუთარი სიმღერებით გახდნენ პოპულარულები და წინა პლანზე თავისი შექმნილი მუსიკა წამოწიონ.,,აპარეკას" ავტორმა ჯგუფ ,,მანდილს" სიმღერის შესრულება აუკრძალა
–გოგოები ამბობენ, რომ სიმღერა ალუდას ეკუთვნის და მათმა ოჯახმა უფლება მისცათ ემღერათ, რით დაამტკიცებთ, რომ ეს სიმღერა თქვენია?
–მართალია, ჯგუფს ეს სიმღერა დაპატენტებული არ გავქვს, მაგრამ ყველამ იცის, რომ პირველად ჩვენ ვიმღერეთ.
–რის გაკეთებას აპირებთ, თუ ,,მანდილმა" თქვენი სურვილი არ გაითვალისწინა და სიმღერის სტუდიური ჩანაწერი მაინც გააკეთა?
–ამას წინასწარ ვერ გეტყვით, თუმცა ვიცი, რომ ეს ძალიან არ მომეწონება.
–რა გეგმები აქვს თქვენს ჯგუფს?
–რამდენიმე სიმღერის ჩაწერას ვაპირებთ, სადაც ალუდას ხმაც იქნება, მაგრამ კონკრეტულად არ ვიცი როდის მოხერხდება. გვინდა სხვა ჯგუფიც გავაკეთოთ, სადაც ახალ წევრებს დავამატებთ, რადგან სრული შემადგენლობით ვერ დავბრუნდებით. თუმცა მხოლოდ ალუდას საღამოებზე ვიმღერებთ.
–ჯგუფმა მოღვაწეობა რატომ არ გააგრძელა?
–იმიტომ, რომ ჯგუფის სული და ხერხემალი ალუდა იყო, მის გარეშე უბრალოდ ამ ჯგუფის არსებობა წარმოუდგენელია. ჯგუფმა ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში კონცერტი გავმართეთ, ალუდას საპატივცემულოდ მის სიმღერებს ვმღეროდით. მსმენელისგან იყო პრეტენზიები, ეს რა საღამოა ჩვენ ალუდა გვინდაო, მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია...
ქეთევენ გოგოჭური (ანსამბლ ,,დები გოგოჭურები"–ს სოლისტი):,,აპარეკას" ავტორმა ჯგუფ ,,მანდილს" სიმღერის შესრულება აუკრძალა ჯგუფი ,,მეხუთე სეზონი" რამდენიმე წლის წინ შეიქმნა, სადაც მთის ხალხი მღეროდა. სამწუხაროდ სოლისტის ალუდა ქეთელაურის გარდაცვალების შემდეგ ჯგუფი დაიშალა. ახლა ჯგუფის ბიჭები, მხოლოდ მის საღამოებზე მღერიან. რაც შეეხება აღნიშნულ ინციდენტს, ,,მანდილის" გოგოებს დიდი ხანია ვიცნობ, შორენა ჩემი ახლობელია, ხოლო თათულისთან ერთწლიანი ნაცნობობა მაკავშირებს. ალუდა ქეთელაურის გვერდიდან მათი მისამართით გაკეთებული სტატუსი დავაკოპირე. ამ სტატუსით ,,მეხუთე სეზონის" ბიჭებმა, რაც გაიგეს, რომ ისინი ,,აპარეკას" სტუდიური ჩანაწერის გაკეთებას აპირებდნენ, მისწერეს... მართალია, რადიოდან ტექსტის ავტორს დაუკავშირდნენ და ავტორმა ჯგუფთან გადაამისამართა, მაგრამ ჯგუფის წევრებს არავინ დაკავშირებიათ. ვფიქრობ, ,,მანდილს" სიმღერის სტუდიური ჩაწერა თვითნებურად არ უნდა გადაეწყვიტა. ბიჭების გაღიზიანება ამან გამოიწვია. როცა ქუჩაში, ან სადმე მღერი არავინ გთხოვს ტექსტის ავტორი გამოაცხადო, მაგრამ გადაცემაში აუცილებელია, რომ აღნიშნო. ამ სტატუსის შემდეგ თათული მგელაძემ, ჩვენი მისამართით კომენტარი გააკეთა, თითქოს მათი გვშურს და ჩვენ ფორმალურად ვემსახურებით ქართულ საქმეს, რაც ძალიან გულდასაწყვეტია. ვურჩევდი, რომ ძლიერები და თავდაჯერებულები იყვნენ. საკუთარი სიმღერები იმღერონ და ასე უფრო მეტ წარმატებას მიაღწევენ. მინდა აღვნიშნო, რომ მსგავსი პრობლემა ჩვეც გვქონდა, დისკები გასაყიდად გვქონდა გამზადებული, როცა საავტორო უფლებებზე მოგვედავნენ. მაგრამ ბოდიშიც მოვუხადეთ და დისკებიც გავაქრეთ. გოგოებიც, რომ ასე მოქცეულიყვნენ, ამ ფაქტს ასეთი ცუდი გამოხმაურებები არ მოჰყვებოდა.
სოფო ხვიბლიანი (სპეციალყრად საიტისთვის)

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა