შემოგვიერთდით facebook-ზე

ამაზონში  მსოფლიოში ყველაზე დიდი კუ აღმოაჩინეს
ამაზონის მდინარეში, მსოფლიოში ყველაზე დიდი კუ აღმოაჩინეს. მისი ასაკი დაახლოებით 529 წელია, წონა 800 ფუნტი.
ამ  წითელ კუს სხვადასხვა სახელებს უწოდებენ: წითელი ფეხების მქონეს, ბრაზილიურ გიგანტურ კუს, სამხრეთ ამერიკის გიგანტს, მისი ადგილობრივი სახელი კი  მორროცოყ   გახლავთ. ასეთი დიდი ზომის კუ ყოველთვის მოიძებნება ამაზონის მდინარეში. მათი უმრავლესობა აღმოჩენილია (პერუში, ბრაზილიაში, ვენესუელაში და კოლუმბიაში.) ჩვეულებრივ  ამ სახეობის კუს სიგრძე 3 მეტრს აღწევს, ეს  უკანასკნელი, კი მათთან  შედარებით გარკვევით გრძელია.
მათი ძირითადი საკვები გახლავთ მცენარე, რომელიც ბრაზილიის ერთ-ერთ  რეგიონში იზრდება. ეს საკვები ხელს უწყობს მათ  ზრდასა  და  სიცოცლის ხანგრძლივობას. ამ მცენარის წყალობით, ისინი  სიცოცხლის ბოლომდე არ წყვეტენ  ზრდას.

16-10-2013, 17:26

მოამზადა

გიორგი გაბაშვილმა

რუსეთის ეკლესია სოხუმსა და ტყვარჩელში ეკლესიებისთვის ადგილებს აკურთხებს
რუსული ინტერნეტ-პორტალ „ნეზავისიმაია გაზეტას“  ჟურნალისტი, მსოფლიო რელიიგის ახალ ამბებს განიხილავს. სტატია ეხება, როგორც კათოლიკურ, ასევე მართლმადიდუბლურ სამყაროს.  სტატიის მიხედვით, ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, რუსულ მართლადიდებლურ ეკლესიას მოუწოდა, რომ არ აკურთხოს ახალი ეკლესიების ასაშენებელი ადგილები აფხაზეთში, სადაც ახლა რუსული ბაზებია განლაგებული. როგორც საპატრიარქოს პრეს-სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა დავით შარაშენიძემ გვაცნობა, ამ ადგილების კურთხევა, მხოლოდ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის პრეროგატივაა. ,,პრესსპიკერის ცნობით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები, აკურთხებენ ადგილებს ახალი ეკლესიებისთვის რუსულ ბაზებზე, სოხუმსა და ტყვარჩელში, რაც საეკლესიო კანონების უხეში დარღვევაა“ - წერს ავტორი.

 

16-10-2013, 16:38

მართვის მოწმობის ასაღებად პრაქტიკული გამოცდები მარტივდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ, პრესკონფერენციაზე, 2013 წლის ბოლომდე, დაგეგმილი სიახლეები წარმოადგინა:
1. სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებაზე
2013 წლის ბოლოდან მოსახლეობას საშუალება ექნება მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდა ჩააბაროს როგორც ავტომატურ, ისე მექანიკურ გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებაზე. ამასთან, მართვის მოწმობის მფლობელს, რომელიც გამოცდას ჩააბარებს ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებაზე, უფლება ეძლევა მართოს მხოლოდ ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილი.
2. სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობაში სისხლის ჯგუფის და რეზუსის მონაცემების დამატება
მომსახურების სააგენტო სისხლის ბანკთან ერთად იწყებს პროექტს, რის საფუძველზეც მართვის მოწმობაში მიეთითება მფლობელის სისხლის ჯგუფი და რეზუსი. სისხლის ბანკის თანადგომით, მომსახურების სააგენტოს ტერიტორიაზე განთავსდება ლაბორატორია, სადაც უახლოეს მომავალში მსურველს საშუალება ექნება მართვის მოწმობის აღებისას უფასოდ მიიღოს ინფორმაცია საკუთარი სისხლის ჯგუფის და რეზუსის შესახებ, ხოლო დონორობის შემთხვევაში (250 გრამი სისხლის გაღებისას) ჩაიტაროს უფასო გამოკვლევა 4 სახეობის ვირუსზე, რის საფასურიც ჩვეულებრივ წარმოადგენს 200-300 ლარს.
მართვის მოწმობაში სისხლის ჯგუფის და რეზუსის აღნიშვნა ამ ეტაპზე ნებაყოფლობით ხასიათს ატარებს და მოხდება სისხლის ჯგუფის შესახებ ექიმის მიერ გაცემული ცნობის ან ადგილზე (სააგენტოში) ჩატარებული კვლევის საფუძველზე.

16-10-2013, 15:16

საქართველო ფრთხილობს რუსეთთან

ამ სათაურით სტატიას  „ლე მონდის“ ინტერნეტგამოცემა აქვეყნებს. სტატიის ავტორი წერს, რომ თბილისში დიდი სურვილი აქვთ ურთიერთობა დაალაგონ მოსკოვთან, თუმცა აშინებთ მოტივები, რითაც რუსეთი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებს აკონტროლებთ. მოსკოვში ამას, თბილისის მხრიდან პროპაგანდისტულ ისტერიას უწოდებენ, თმცა რუსები ძალიან ახლოს არიან საქართველოს ტერიტორიასთან. მიუხედავად პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის დიდი სურვილისა,  დაალაგოს ურთიერთობა რუსეთთან, საზღვარი საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის ყოველდღიურად იცვლება.
რუსი ჯარისკაცები, რომლებსაც ოსეთის ხელისუფლებისგან მხარდაჭერა აქვთ,  სადემარკაციო ხაზის გასწვრივ, მავთულხლართებით  საქართველოს მხარეს  საზღვარს წევენ. სექტემბერში სოფელი დიცი, ამ ინცინდენტის ეპიცენტრი გახდა.  ადგილობრივების თქმით, ისინი ვეღარ მიდიან ფერმებში და სოფლის სასაფლაოზე. ევროკავშირის დამკვირვებლები სიტუაციას  მონიტორინგს უწევენ და რუსებს თავშეკავებისკენ მოუწოდებენ, თუმცა არც ისინი არიან უფლებამოსილები სრულად აკონტროლონ სიტუაცია საზღვრის მეორე მხარეს.

15-10-2013, 13:13

ავტორი
თინათინ რეხვიაშვილი
პატრიარქის ხელდასმულნი

ჟურნალი ,,geoelite" საპატრიარქოს ანსამბლ ,,დები გოგოჭურების“ ერთ-ერთ წევრს თამარ გოგოჭურს ესტუმრა, რომელიც ანსამბლის შემოქმედებით გზაზე გვესაუბრა.
თამარ გოგოჭური: ჩვენ ბავშვობიდან, ჯერ კიდევ ხუთი წლის ასაკიდან ვმღერით. ანსამბლში ჯერ ათნი ვიყავით, ბიძაშვილები გოგოჭურები. მაგრამ ახლა, სასიმღერო კარიერას ოთხნი შემოვრჩით: მე, ქეთევანი, მარიამი და მანანა. უკვე მეოთხე წელია, რაც საპატრიარქოს ანსამბლი ოფიციალურად გავხდით. ვასრულებთ ხალხურ სიმღერებს.
სანამ საპატრიარქოს ანსამბლი გავხდებოდით, ანსამბლის დაშლის საშიშროება იყო, რადგან ჩვენი გამოსვლები ძალიან ერთფეროვანი გახდა. არ გვქონდა არანაერი პერსპექტივა. ერთხელ გვთხოვეს, უწმინდესის იუბილეზე გვემღერა, ილია II-მ  მოგვცა კურთხევა, ჩავსულიყავით სნოში და გვემღერა კონცერტზე. მაშინ გვითხრა, რომ ჩვენ საპატრიარქოს ანსამბლი უნდა ვყოფილიყავით. ძალიან ვინერვიულეთ, როდესაც უწმინდესთან ერთად პატარა ოთახში ვიჯექით და თავად გვირჩევდა რეპერტუარს, თუ რა უნდა შეგვესრულებინა კონცერტზე. მთელი ცხოვრება მემახსოვრება ეს ემოციები. როგორც მოგახსენეთ, ანსამბლში, თავიდან ათნი ვიყავით, მაგრამ ზოგი გაბედნიერდა; ერთ-ერთი ბიძაშვილი, მზექალა გოგოჭური მონასტერში წავიდა, რომელსაც ახლა მორჩილი ნინო ჰქვია. მას ყველაზე ძლიერი ხმა ჰქონდა. ჩვენს შორის იყვნენ ბიჭებიც, გიორგი, იმედა და თორღუა. მაგრამ ისინი დღეს უკვე აღარ მღერიან.

14-10-2013, 15:08

ავტორი
მეგი მაჭარაშვილი
თვითნასწავლი მხატვრისა და მწერლის - მარსიანის შემოქმედებითი საღამო
საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, თვითნასწავლი მხატვრისა და მწერლის (პოეტი, პროზაიკოსი, თვითნასწავლი მხატვარ–გრაფიკოსი,  ლიტერატურის ყოფილი კრიტიკოსი)  - მარსიანის ( გიორგი ბენიძის) ნახატების გამოფენა და პოეზიის საღამო მოეწყო.
მარსიანი, რომელიც ხელოვნებით ცოცხობს. პროფესიით ფილოლოგია, გამოცემული აქვს 5 წიგნი. 1983 წელს, ნაირა გელაშვილმა მისი რომანი „ პეპლობის თვე“ გამოსცა. მას შექმნილი აქვს საგალობლები, თუმცა მუსიკალური განათლება მიღებული არ აქვს. არა ერთ ლიტერატურულ ღონისძიებაში მონაწილეობდა. 11 წელია კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ „კავკასიურ სახლში“ მუშაობს.

14-10-2013, 13:24

ავტორი
მეგი მაჭარაშვილი
„აფხაზეთში მოწამეობრივად აღსრულებული საქართველოს შვილები“
საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ორგანიზებით, გაიმართა კონფერენცია თემაზე: „აფხაზეთში მოწამეობრივად აღსრულებილი საქართველოს შვილები. “
კონფერენციას ესწრებოდნენ : მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატები და მთავრობის წევრები, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, აფხაზეთიდან დევნილები.
შესავალი სიტყვა მეუფე ანანიამ წარმოთქვა: „დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მოგესალმებით! აფხაზეთი ყველა ჩვენგანის გულია, საქართველოს წმინდა მიწა, ქრისტიანული სარწმუნოების კერა იყო, მადლობა უფალს, ქრისტიანული ძალის შენარჩუნებისათვის. არ დაგვავიწყდეს მეგობრებო, აფხაზეთი საქართველოს საწყისია,  ჩვენი ძლიერება სწორედ აქედან დაიწყო.“

11-10-2013, 15:23

,,სოთბის“ აუქციონზე ზენგის „საიდუმლო სერობა“  23.3 მილიონ დოლარად გაიყიდა
ზენგ ფანჯის ნახატი „საიდუმლო სერობა“, ჰონ-კონგის ,,სოთბის“ აუქციონზე 23.3 მილიონ დოლარად გაიყიდა და რეკორდი მოხსნა. ესაა აზიელი ხელოვანის ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევარი. სათაური - „საიდუმლო სერობა“ - მხატვარმა, ლეონარდო დავინჩის, ამავე სახელწოდებიდან აიღო. ტილო დაახლოებით 13 ფუტის სიგრძისაა და იგი ნამდვილი  ,,სააუქციონო ომის“ შემდეგ გაიყიდა. ტილოსთვის 2 პირი იბრძოდა, რომლებიც პროცესში ტელეფონით იყვნენ ჩართული. ხოლო გამოფენის დარბაზში, ამ ყველაფრის მოწმე 600 კაციანი აუდიტორია გახდა. „სოთბის“ მესვეურებმა არ გაამხილეს მყიდველის ვინაობა. მესვეურები აშკარად კმაყოფილნი დარჩნენ, რადგან თავდაპირველად ამ ტილოს უმაღლესი ფასი, 10.3 მილიონ ამერიკულ დოლარად ჰქონდათ განსაზღვრული, ხოლო რეალურმა ფასმა მათ ვარაუდს 10 მილონი დოლარით გადააჭარბა.

10-10-2013, 16:58

4- 6 ოქტომბერს ქალაქ ბურსაში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა კლუბებს  შორის, სადაც საქართველოს 9 კლუბის 30 სპორტსმენი იბრძოდა საქართველოს სახელისთვის. თუქრეთის ევროპის ჩემპიოანტში 1700 სპორტსმენი ასპარეზობდა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს შეჯიბრი ევროპის კარატეს კალენდრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებაა.

9-10-2013, 21:14

ქართული ღვინო რუსეთში შეიძლება კვლავ აიკრძალოს

სტატიას, ამ სათაურით რუსული საინფორმაციო საიტი ,,ინტერფაქსი" აქვეყნებს. ნათქვამია, რომ რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა, რუსულ ბაზარზე, 28 სახეობის ქართული ალკოჰოლური სასმელი არ დაუშვა, რომელიც ქართველმა მწარმოებლებმა რუს ექსპერტებს წარუდგინეს.
რუსეთის მთავარი სანიტარის გენადი ონიშენკოს განცხადებით, 28 დაწუნებული ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებს შორის არიან - ,,იმედი-96",  ,,შუხმაინ ვაინს ჯორჯია", ,,ძმები ასკანელები" და სხვა.
,,ამ ყველაფერმა გვაიძულა, კვლავ ეჭვი შევიტანოთ ქართული მხარის სურვილზე, შემოიტანოს მხოლოდ ხარისხიანი პროდუქცია რუსულ ბაზარზე, რაც იმის საფუძველი შეიძლება გახდეს, რომ გვქონდეს სტაბილური და ცივილიზებული ურთიერთობა მათთან. მიღებული დასკვნები, მიგვითითებს რომ, ქართული ღვინის მწარმოებლებმა ვერაფერი ისწავლეს, იმ სიტუაციიდან, რაც ჩვენ გვქონდა. ამ ყველაფერმა კი შეიძლება ჩვენი ურთიერთობების გადახედვა გამოიწვიოს, ქართულ-რუსული საქმიანი პარტნიორობის კუთხით" -  განუცხადა ,,ინტერფაქსს" მთავარმა სანიტარმა.

9-10-2013, 14:15

ავტორი
მეგი მაჭარაშვილი

რენზო მარტენსის ფილმით ნათქვამი სიმართლე
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ანგლო-ამერიკულ სამკითხველოს დარბაზში,  ჰოლანდიელი რეჟისორის რენზო მარტენსის ფილმის  (,,ეპიზოდი 1" ) ჩვენება მოეწყო.
ათ წელზე მეტია, იგი დოკუმენტურ ფილმებს იღებს. ,,სამყარო, როგორც მაყურებლის სამოთხე" - ეს არის მარტენსის კონტრვერსიული ფილმების მთავარი თემა. ფილმი მოგვითხრობს, რეჟისორის ფარულ ვიზიტს ჩეჩენ ლტოლვილთა ბანაკში, ომისა და გენოციდის თემაზე დოკუმენტალისტების მუშაობას.  ფილმის შესახებ ისაუბრა ხელოვანმა, ელკე რულანტმა. (ელკე რულანტი ფოტოგრაფი და მედიასპეციალისტია. არაერთ ქვეყანაში სხვადასხვა ფოტო-პროექტზე მუშაობდა, მათ შორის, საქართველოშიც.)
რეჟისორის ტრილოგიას - ,,სამი ეპიზოდი", რომელიც ახლა იქმნება, მსოფლიოში, უკვე მოჰყვა დიდი გამოხმაურება. „ეპიზოდი 1 “ – 2003 წ. , ,,ეპიზოდი 3” – 2008 წ. და მესამე ფილმს - ,,ეპიზოდი 2”, ახლა იღებს, არ ვიცით  სად და შინაარსობრივად რის შესახებ.  „ჰუმანიტარული აქტივობების ინსტიტუტი“ ეს ორგანიზაცია კონგოში დაარსდა. მთელ მის ჯგუფს რაც აინტერესებს არის: სიმართლე და პოლიტიკა. მისი აზრით, ომში და კრიზისულ რეგიონებში, ყოველთვის არის მაყურებელი, რომელიც ირჩევს ვისი მხარე დაიჭიროს. მეორე ფილმი კიდევ უფრო მძაფრი საყურებელია, იგივე ჯგუფი მიდის კონგოში, სადაც ომია გაჩაღებული და, იქ თვითონ მარტენსი იღებს მონაწილეობას, ამით მას სურს, მაყურებელმა განიცადოს  რას გრძნობენ  ომისგან დაზარალებული ადამიანები, რომელთანაც ჩადიან ჟურნალისტები, კინო რეჟისორები, სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, უსვამენ მათ კითხვებს და გამოხმაურება არ არის, რადგან სწორედ ეგ ადამიანები იკეთებენ რეკლამას ამ თემაზე მუშაობით... ფილმში, რეჟისორის მხრიდან არსებული სიტუაციის ცინიზმით აღქმა ჩანს.

8-10-2013, 14:39

ავტორი
თინათინ რეხვიაშვილი
ნინო ქავთარაძე: საქველმოქმედო კონცერტებით მთელი საქართველო მოვიარეთ

მომღერალი ნინო ქავთარაძე, დღეს ჩვენი სტუმარია, იგი პროფესიით ფოლკლორისტი გახლავთ. მისი სიმღერის ჰანგები პირველად რადიოში გაისმა. სიყვარულით გულანთებული გოგონა სამშობლოზე მღეროდა, ჩვენს ლამაზ და ტკივილიან საქართველოზე.
- ნინო სიმღერა როდიდან დაიწყეთ?
- ბავშვობიდან მიყვარს ეს საქმე. დედა მეუბნება სიმღერით აიდგი ენაო. მას მერე ვმღერი, ხმის საშუალებით მივიქციე საზოგადოების ყურადღება, რის შედეგადაც მოვედი აქამდე.
- როგორ მოხვდა რადიოში თქვენი სიმღერა?
- სიმღერების, ლექსებისა და ჩანახატების წერა დავიწყე. მეგობრებმა იაქტიურეს, სხვებსაც გააცნეს ჩემი ნამუშევრები, რამაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია. შემდეგ ჩემს ანსამბლ ,,ზეგანთან“ ერთად, ერთ-ერთი სიმღერის არანჟირება გავაკეთეთ და ძალიან კარგი გამოგვივიდა.  რომელიც შემდეგ საპატრიარქოს სტუდია ,,კოლხაში“, მერაბ მამულაშვილის მეშვეობით ჩაიწერა და რადიოში მივიტანეთ. სიმღერა ჯარისკაცებს და სრულიად საქართველოს პატრიოტ ადამიანებს ეძღვნება.
სამომავლოდაც მაქვს მომზადებული სიმღერა, იგივე თემაზე და მინდა ჩემს ხალხს გავუზიარო.

8-10-2013, 14:25



მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა