ამ სათაურით სტატიას „ლე მონდის“ ინტერნეტგამოცემა აქვეყნებს. სტატიის ავტორი წერს, რომ თბილისში დიდი სურვილი აქვთ ურთიერთობა დაალაგონ მოსკოვთან, თუმცა აშინებთ მოტივები, რითაც რუსეთი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებს აკონტროლებთ. მოსკოვში ამას, თბილისის მხრიდან პროპაგანდისტულ ისტერიას უწოდებენ, თმცა რუსები ძალიან ახლოს არიან საქართველოს ტერიტორიასთან. მიუხედავად პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის დიდი სურვილისა, დაალაგოს ურთიერთობა რუსეთთან, საზღვარი საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის ყოველდღიურად იცვლება.
რუსი ჯარისკაცები, რომლებსაც ოსეთის ხელისუფლებისგან მხარდაჭერა აქვთ, სადემარკაციო ხაზის გასწვრივ, მავთულხლართებით საქართველოს მხარეს საზღვარს წევენ. სექტემბერში სოფელი დიცი, ამ ინცინდენტის ეპიცენტრი გახდა. ადგილობრივების თქმით, ისინი ვეღარ მიდიან ფერმებში და სოფლის სასაფლაოზე. ევროკავშირის დამკვირვებლები სიტუაციას მონიტორინგს უწევენ და რუსებს თავშეკავებისკენ მოუწოდებენ, თუმცა არც ისინი არიან უფლებამოსილები სრულად აკონტროლონ სიტუაცია საზღვრის მეორე მხარეს.
სეპარატისტულ პროვინციას, რომელმაც 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ახლა ფინანსურადაც და სამხედრო ძალითაც სრულად კონტროლდება რუსეთის მიერ. ასევე, მოსკოვს განზრახული აქვს საქართველოს ხელისუფლება დაარწმუნოს გაწევრიანდეს ევრაზიულ კავშირში, ბელარუსთან და ყაზახეთთან ერთად.
ამ ზეწოლით, რუსეთი ცდილობს საქართველომ კავშირები შეასუსტოს ევროკავშირთან.
ამ თვეში, საქარელოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის საოკუპაციო ძალების არალეგალური ქმედებები სამხრეთ ოსეთის დედაქალაქ - ცხინვალთან ახლოს. პრემიერი ივანიშვილი ცდილობს შეამციროს დაძაბულობა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საზღვრებთან. მისი თქმით, ამ ურთიერთობების სრული ნორმალიზება ალბათ 5 -7 წელს გაგრძელდება, თან ეს ძალის გამოყენების გარეშე მოხდება.
პრეზიდენტი სააკაშვილი კი ამ მოვლენების მიმართ უფრო რადიკალურ პოზიციას იჭერს. თავის გამოსვლაზე გაეროში, მან რუსეთი აღწერა, როგორც ძველი იმპერია, რომელიც ცდილობს დაბრუნდეს თავის ძველ საზღვრებში. ამ გამოსვლის დროს, რუსულმა დელეგაციამ პროტესტის ნიშნად დატოვა დარბაზი. „რუსული ჯარები მაინც მიიწევენ წინ, მიუხედავად იმ მეგობრული ურთიერთობისა, რომელიც ბოლო წლის განმავლობაში საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ მიაღწია რუსეთთან“ - აღნიშნა სააკაშვილმა. რუსეთის ელჩმა გაეროში, ვიტალი ჩურკინმა სააკაშვილის გამოსვლას „რუსოფობიური“ უწოდა და სააკაშვილის ფსიქიკური ჯანმრთელობა უარყოფითად შეაფასა.