ავტორი
მეგი მაჭარაშვილი
საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, თვითნასწავლი მხატვრისა და მწერლის (პოეტი, პროზაიკოსი, თვითნასწავლი მხატვარ–გრაფიკოსი, ლიტერატურის ყოფილი კრიტიკოსი) - მარსიანის ( გიორგი ბენიძის) ნახატების გამოფენა და პოეზიის საღამო მოეწყო.
მარსიანი, რომელიც ხელოვნებით ცოცხობს. პროფესიით ფილოლოგია, გამოცემული აქვს 5 წიგნი. 1983 წელს, ნაირა გელაშვილმა მისი რომანი „ პეპლობის თვე“ გამოსცა. მას შექმნილი აქვს საგალობლები, თუმცა მუსიკალური განათლება მიღებული არ აქვს. არა ერთ ლიტერატურულ ღონისძიებაში მონაწილეობდა. 11 წელია კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ „კავკასიურ სახლში“ მუშაობს.
საღამოს, პოეტი გიორგი ბუნდოვანი უძღვებოდა : „დღევანდელი საღამო გამორჩეულია იმით, რომ პოეზიის გარდა, მისი გრაფიკული ნამუშევრების ახალი სერიაა წარმოდგენილი.
ასეთი ნიჭით სავსე ადამიანები საქართველოში ოდიდგან დაუფასებლები მიდიოდნენ ... იგივე ფიროსმანი, ტერენტი გრანელი და ბევრი სხვა. მათი წასვლის შემდეგ, ქართველმა ხალხმა მოთქმა დაიწყო, რა ადამიანები დავკარგეთო. ეს არის ჩვენი დროის, ეპოქის უკუღმართობა და უსამართლობა. ყოველთვის ვცდილობ, ასეთი საღამოებით მარსიანს ცხოვრების მეტი სტიმული მივცე. ხელოვნება ერთგვარი რელიგიაა, როგორც ადამიანი საკუთარ ღმერთს ვერ უღალატებს, ისე ვერ უღალატებს ხელოვნებას, ასეთი არის მრავალ მრხივ ნიჭით დაჯილდოებული მარსიანი. “
გამოფენის თემატიკას ძირითადად ბიბლიური სცენები წარმოადგენდა. ღონისძიების ფარგლებში ნახატების გამოფენა გაყიდვა მოეწყო.