შემოგვიერთდით facebook-ზე

ბოლო ხანს ,,თინეიჯერებში" მოდაში შემოვიდა საკუთარი ფეისბუქ–გვერდების შექმნა, სადაც მათივე გადაღებული ვიდეოებით სოციალურ ქსელში პოპულარობას აღწევენ. ეს ჯგუფები ხშირად ერთმანეთის კონკურენტები ხდებიან, უკეთეს შემთხვევაში კი მეგობრები და თანამოაზრეებიც. მიუხედავად ყველაფრისა უმთავრესი მაინც ის არის, რომ ისინი ადრეული ასაკიდან, საკუთარი ნიჭის და შესაძლებლობების წარმოჩენას ცდილობენ. ჩვენი ჟურნალი geoelite.ge მკითხველისათვის ერთ–ერთი ასეთი ჯგუფის გაცნობას შეეცადა, რომლებიც ,,თინეიჯერებში" პოპულარობით სარგებლობენ. ბიჭების ასაკი 12–18 წლამდეა, ისინი ცნობილები საკუთარი ვიდეოებით გახდნენ და სოციალურ გქსელში ბევრი თაყვანისმცემელიც ჰყავთ. 

15-10-2014, 12:08

მოთხრობა ,,სწორი თეთრი ხაზი" პირველად სკოლაში წავიკითხე, მას შემდეგ მომინდა გოდერძი ჩოხელის შემოქმედებასა და ბიოგრაფიას სრულად გავცნობოდი. მის მოთხრობებში ჩემი შინაგანი სამყარო, ჩემი მეორე მე დავინახე. რაზეც ოდესმე მიფიქრია, რაც კი ცხოვრებაში პასუხ გაუცემელი კითხვები მქონია, ყველაფერი გოდერძის თავის ნაწარმოებებში აქვს ნათქვამი. გოდერძი ჩოხელი ჩემთვის ილიაც არის, აკაკიც , ვაჟაც და რუსთაველიც. ის არაამქვეყნიურად მიყვარს. ამბობს ფილმის ,,მე ვარ გოდერძი ჩოხელი"-ის რეჟისორი – თინათინ ბეკოშვილი. 

12-10-2014, 20:20

ავტორი

ეკა რევაზიშვილი

ბიძინა ჩხეიძე: მოდით მღვდლებო დამკორტნეთ და შემაჩვენეთ თუ მართალი არ ვარ!

როდესაც ადამიანის ფასეულობები და ცხოვრების სტილი უპირისპირდება ერთმანეთს მას გარკვეეული პროტესტი და აგრესია უჩნდება არსებული რეჟიმის მიმართ. ზოგიერთი აპროტესტებს ამ ყველაფერს, ზოგი კი საკუთარ თავში იკეტება და თავის სამყაროში იწყებს ცხოვრებას. სწორედ მათ რიცხვს მიეკუთვნება მსახიობი და რეჟისორი ბიძინა ჩხეიძე, ადამიანი, რომელსაც თავისი ფილოსოფია, ფიქრები, სიღრმეები, აკვიატებული ოცნებები აქვს და თვლის, რომ ამის გამო ისჯება კიდეც.

- იქონია გავლენა თქვენზე მამის შემოქმედებითმა ცხოვრებამ?

- ალბათ იქონია, ცალსახად არაფერი არ არის, ბევრი წარმატებაც მომიტანა და ბევრად შეაჩერა კიდეც ჩემი წინსვლა ამ მიმართულებით. 

12-03-2014, 15:14

ავტორი
ნათია რევაზიშვილი

ამბობენ ,,თეატრი რეალური ცხოვრებაა, არარეალურ სამყაროშიო", ამიტომ ცხოვრების მრავალფეროვნებას, ყველაზე უკეთ თეატრი ასახავს და შესაბამის ეპოქასაც ქმნის...
ხელოვნება ადამიანის სულის სიღრმეში იხედება და ზოგჯერ გამოსავლის პოვნაშიც გვეხმარება. რადგან სცენა ფანტაზიის, წარმოსახვის და აზრის ხმამაღლა გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა, სწორედ ამიტომ გახდა ლაშა გოგნიაშვილის სპექტაკლები საზოგადოებისთვის ემოციურად აღსაქმელი. რეჟისორის პრიფესიული თვალთახედვა, ხალხის ყოვედღიური პრობლემებისკენაა აქცენტირებული.
დღევანდელ საუბარს სპექტაკლ ,,ბესლანით" ვიწყებთ, რომელიც რამდენიმე თვის წინ, უკრაინის ფესტივალ ,,მანდრივი ვიშაკ"-ზე იყო წარდგენილი და მეორე ადგილი დაიკავა.

3-12-2013, 17:44

ავტორი

თიკო ბეკოშვილი

ზაზა ურუშაძე: 21-ე საუკუნეში ფილმის ,,გააქრობას“ ვერ  წარმოვიდგენდი

ფილმები - ,,მათთვის ვინც მამამ მიატოვა“ და ,,აქ თენდება“, ქართველი მაყურებლისთვის ნაკლებად ცნობილია,  თუმცა ,,სამი სახლი“, ,,დარჩი ჩემთან“ და სერიალი ,,ცხელი ძაღლი“ ყველასთვის კარგად ნაცნობი და რეიტინგული. სერიალ ,,ცხელი ძაღლის“ ერთ-ერთი ნაწილი, საქართველოს წინა ხელისუფლებისთვის სკანდალური და მიუღებელი აღმოჩნდა.  რატომ აკრძალური და სკანდალური?!  ამას ჩემი რესპოდენტი, საქართველოს კინო განვითარების ფონდის დირექტორი, კინო-რეჟისორი ზაზა ურუშაზე მოგვიყვება.

- როგორ გახდით რეჟისორი და რატომ აირჩიერთ ეს პროფესია?

- 16 წლის ვიყავი, სარეჟისორო ფაკულტეტზე, რომ ჩავაბარე და ქალბატონ ლანა ღოღობერიძის ჯგუფში მოვხვდი. ბავშვობიდან კარგად ვხატავდი, თუმცა ვხვდებოდი, რომ კინოს გარეშე არ შემეძლო და მომავალში ეს საქმე უნდა მეკეთებინა.  

- გაიხსენეთ თქვენი პირველი ნაბიჯები კინოში...

28-07-2013, 12:50

რეჟისორი გიგა ლორთქოფანიძე გარდაიცვალა
დღეს, მძიმე ავადმყოფობის შედეგად, ცნობილი რეჟისორი გიგა ლორთქოფანიძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის შემოქმედებას და ღვაწლს კარგად იცნობს ქართული საზოგადოება; გრიგოლ (გიგა) დავითის ძე ლორთქიფანიძე დაიაბადა 1927 წლის 19 ოქტომბერს თბილისში. სწავლობდა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში. 1950 წელს დაამთვარა მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახელობის თეატრისა და ხელოვნების ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. სადიპლომო სპექტაკლი დადგა ვილნიუსის რუსულ დრამატულ თეატრში. 1952-54, 1957-63, 1963-67, 1976-80 წლებში იყო კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, 1954-56 წლებში - ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის, 1963-65 წლებში თბილისის ა. გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი. 1967 წელს რუსთავში დაარსა სახელმწიფო დრამატული თეატრი, რომელსაც ხელმძღვანელობდა 1976 წლამდე. 1984-86 წლებში იყო საქართველოს ტელევიზიის მხატვრული ხელმძღვანელი, 1985 წლიდან - საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე, პარალელურად - ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1999-2000 წლებში იყო შ. რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის რექტორი.
მისი მნიშვნელოვანი დადგმებია კ. გოლდონის “სასტუმროს დიასახლისი” (1952), კ. ლორთქიფანიძის “კოლხეთის ცისკარი” (1959), ნ. დუმბაძის “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”, “მე ვხედავ მზეს” (1960, 1961), პ. კაკაბაძის “კახაბერის ხმალი” (1965), ა. როსტანის “სირანო დე ბერჟერაკი” (1967), ვ. კოროსტილიოვის “ასი წლის შემდეგ” (1967) და “მარტოობის დღესასწაული” (1974), ნ. დუმბაძის “საბრალდებო დასკვნა” (1976), სოფოკლეს “ოიდიპოს მეფე” (1978), ვ. აბაშიძის მუსიკალურ თეატრში - “მევიოლინე სახურავზე” (1986), თბილისის საოპერო თეატრში ვ. დოლიძის “ქეთო და კოტე” (1990), ბ. კვერნაძის “კოლხთა ასული” (1997), ბათუმის საოპერო თეატრში - ჯ. ვერდის “აიდა” (1998). განხორციელებული აქვს დადგმები მოსკოვის თეატრ „სოვრემენნიკში“ და მოზარდ მაყურებელთა თეატრში მალაია ბრონნაიაზე.
გადაიღო მხატვრული ფილმები “დათა თუთაშხია” (1976-77, 7 სერია გ. გაბესკირიასთან ერთად). “წიგნი ფიცისა” (1983), “ერთ პატარა ქალაქში” (1985), “თეთრი ბაირაღები” (1990), “პრემიერა” (1992).

13-06-2013, 17:08

კახა კახაბრიშვილი: დღეს, საქართველოში საზოგადოებრივი მაუწყებლობა არ არის

მინდა ვუთხრა ყველა ნაძირალას, ვინც მსგავს ჭორებს ავრცელებს

 

ავტორი

თინათინ ბეკოშვილი

 

ჩვენს ქვეყანაში, პოლიტიკური კრიზის დროს, საზოგადოებრივი მაუწყებლობის თემა, ყოველთვის აქტუალური ხდება. ამ საკითხთან დაკავშირებით, რეჟისორ გიორგი (კახა) კახაბრიშვილს გავესაუბრეთ, რომელიც უკვე 35 წელია აღნიშნულ სფეროს ემსახურა.

- ბატონო კახა, ცნობილია, რომ ტელევიზიებსა და ბეჭდურ მედიას, თქვენი იდეები და პროფესიონალური საუბრები შესთავაზეთ, თუმცა არავინ გამოგეხმაურათ... ჩნდება კითხვა, რატომ ბლოკავენ ტელერეჟისორ გიორგი (კახა) კახაბრიშვილს, რომელსაც შეუძლია ამ სფეროში პროფესიონალური რჩევების მიცემა?

- ზუსტად არ ვიცი. ადამიანი, ყველასათვის კარგი ვერ იქნები! საქმეში ძალიან მკაცრი და მომთხოვნი ვიყავი. შეცდომა როგორ არ მომსვლია, ადამიანები ვართ, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, ბოროტება არასოდეს ჩამიდენია და არც ჩავიდენ, თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ ღმერთი მწამს და შვილი მეზრდება... 

- რით დავიწყოთ?

28-02-2013, 22:47

ავტორი

თინათინ ბეკოშვილი

როგორც სტანისლავსკი იტყოდა "ჩვენი ხელოვნების მიზანია, არა მარტო როლის სულიერი ცხოვრების შექმნა, არამედ ამ ცხოვრების გარეგნული სახის შექმნა მხატვრულ ფორმაში. ამიტომ მსახიობმა არამარტრო შინაგანად უნდა უნდა განიცადოს როლი, არამედ განცდილი გარეგნულადაც უნდა განასხეულოს." ამრიგად მსახიობი თავის თავში აერთიანებს მოქანდაკესაც და მარმარილოსაც, აგრეთვე მხტვარს, მის ტილოსა და ფერებს. ქართული კინოს ერთერთი ასეთი თვალსაჩინო მოქანდაკე გახლავთ ზაზა კოლელიშვილი. მკითხველისთვის საინტერესოა გაეცნოს ბატონი ზაზას შემოქმედებითი ცხოვრების რამდენიმე ასპექტს.

ზაზა კოლელიშვილი: მესამე კლასიდან ვთამაშობდი თელავის თეატრში, ფაქტიურად ბავშვობიდან ვარტისტობ.

- თეატრში ასეთი პატარა როგორ მოხვდით, მესამე კლასელი ბავშვისთვის არ არის ადვილი სცენაზე დგომა?

- გარემო, სადაც მე ვიზრდებოდი, იყო სრულიად თეატრალური, დედის მხრიდან მე ვარ მეშვიდე თაობა, ვინც მსხიობი გახდა. ჩემმა დიდმა პაპამ ვიქტორ მატარაძემ ლადო ალექსიძესთან ერთად ქუთაისის თეატრი ჩამოაყალიბა. ლადო მესხიშვილი თუ თამაშობდა ოტელოს, ვიქტორი ასახიერებდა იაგოს, როცა ბატონი ლადო ჰამლეტს თამაშობდა, ეს ლაერტი იყო. ასე რომ, დიდებული პიროვნება გახლდათ.

12-02-2013, 14:07

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა