კაცთა სულების შესაშფოთებლად და დასაზიანებლად ეშმაკები სიზმრებს იყენებენ, ასევე თვითონ გამოუცდელი მონაზვნებიც ვნებენ საკუთარ თავს, როცა თავიანთ სიზმრებს ყურადღებით ეკიდებიან: ამიტომ აუცილებელია განვსაზღვროთ სიზმრის მნიშვნელობა ადამიანში, რომლის ბუნება ჯერ არაა განახლებული სული წმიდის მიერ.
ლოცვისას გვმართებს მთელი გონებით მხოლოდ უფალზე ფიქრი. არც თუ იშვიათად ამ დროს გონება განუწყვეტლივ იტვირთება გარეშე აზრებით, რაც მას განაშორებს ღვთისაგან. იმისათვის, რომ გონება სწავლობდეს ერთსა და იმავეზე ფიქრს, წმ. მამები იყენებდნენ ლოცვებს და გამუდმებით იმეორებდნენ მათ. ლოცვების განუწყვეტელი გამეორების წყალობით გონება უახლოვდებოდა ღმერთს და თავისუფლდებოდა გარეშე აზრებისაგან. მოკლე ლოცვები სხვადასხვაგვარია. ჩვენ განსაკუთრებით შევისისხლხორცეთ იესოს ლოცვა: უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.
უამინდობაა აჭარაში. შავ ზღვაზე 5 ბალიანი შტორმ დაფიქსირდა, ქარის სიმძლავრემ ბათუმში კი ღამით 20 მეტრ წამს მიაღწია. სტიქიას მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი ზიანი არ მოუყენებია.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე, ამხანაგობა ,,ოლიმპიური ვარსკვლავის" პრეზიდენტი და შპს ,,ოლიმპიური ვარსკვლავის" დირექტორი ზაზა რაზიკაშვილი სისხლის სამართლის საქმეში მისცა.
თბილისში, ილიას სახელობის უნივერსიტეტში, ცოტა ხნის წინ ლექტორი მაკა წივწივაძე, ყოფილმა მეუღლემ ლექციიდან გაიყვანა და ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. თვითონ კი თავი მოიკლა. წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილი ახალგაზრდა ქალი, რომელიც ყოფილმა მეუღლემ, ეჭვიანობის ნიადაგზე დაჭრა, საავადმყოფოში ოპერაციის დროს გარდაიცვალა.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის პირველი მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ორჯერ ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ოთარ რ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით მარნეულში დააკავეს.