შემოგვიერთდით facebook-ზე
მარნეულში პოლიციამ ავტომანქანის ჩხრეკისას 1700 აბი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო
17-10-2014, 12:34  /  ნახვა: 1730

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის პირველი მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ორჯერ ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ოთარ რ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით მარნეულში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას 1700 აბი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულია 17 გრ კოდეინის შემცველი პრეპარატი "პირალგინი". დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით).

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა