უამინდობაა აჭარაში. შავ ზღვაზე 5 ბალიანი შტორმ დაფიქსირდა, ქარის სიმძლავრემ ბათუმში კი ღამით 20 მეტრ წამს მიაღწია. სტიქიას მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი ზიანი არ მოუყენებია. ტალღებმა ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ქვიშა გამოიტანა, ქარმა კი ქობულეთში ორი ხე წააქცია, რომელიც თურქეთის მოქალაქის მანქანას დაეცა. მცირე მეწყერული პროცესები განვითარდა ქედაში, რის გამოც საავტომობილო გზა 20 წუთით იყო გადაკეტილი. სპეციალისტები საღამოს შტორმის შესუსტებას ვარაუდობენ, თუმცა ძლიერ წვიმას ელიან. თუმცა ხვალ აჭარაში გამოიდარებს.