2016 წლის 19 ივლისს საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გიწვევთ ლუქსემბურგში მოღვაწე ქართველი არტისტის ირინა გაბიანის პერსონალური გამოფენის გახსნაზე - "გახსნილი სამყარო".
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ირინა გაბიანის მიერ სხვადასხვა მედიაში შესრულებული ნამუშევრები, რომლებიც მხატვარმა სპეციალურად ამ გამოფენისთვის შექმნა. მისი ინსპირაცია არის მიკრო და მაკრო სამყაროები თავისი კომპლექსურობით, მრავალფეროვნებით თუ ყოველი დეტალით. არტისტის აზრით, კაცობრიობა იმ უნიკალური სისტემის ნაწილია, რომელიც უამრავი ურთიერთგადაჯაჭვული მოვლენისგან შედგება. ირინა გაბიანი ცდილობს თავის ნამუშევრებში გადმოსცეს მსგავსება უსასრულოდ დიდ სხეულებსა და უსასრულოდ მცირე ნაწილაკებს შორის. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები კონცეპტუალურად მთლიანად ამ თემას შეეხება.
ავტორი
ეკა რევაზიშვილი
გია გურასპაშვილი: უცხოეთში გაიოლებულია მხატვართან ურთიერთობა, იქ ჩინოვნიკური დამოკიდებულება არ არსებობს
მხატვრობა ძალიან დიდი სივრცეა, მარადისობის კანონია, რომელსაც სულ შეისწავლი და გრძნობ. თუ ამ სფეროში ხარ და ამ უდიდეს ენერგიას ფლობ, ალბათ ყოველდღიური რეალობა ძალიან რთულად აღსაქმელი ხდება, მაგრამ გჭირდება იმისათვის, რომ სინამდვილე ტილოზე გააცოცხლო. ჩვენი რუბრიკის სტუმარია მხატვარი გია გურასპაშვილი, რომელიც თავის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე გვესაუბრება.
- ხატვას ვერ ისწავლი, თუ განსაკუთრებული ნიჭი არ დაგყვა, თქვენს შემთხვავაში როგორ იყო, თავად აიღეთ ფუნჯი ხელში, თუ მამამ იქონია გავლენა?
- ვფიქრობ, ხატვის სწავლა გარკვეული მეთოდებით შესაძლებელია. ეს არის პროცესი, მეცნიერება, ამისათვის არსებობს სკოლები, სადაც შეიძლება დაეუფლო ხელოვნების ამ სფეროს. როცა შემოქმედებაზეა საუბარი, მხატვრები ვცდილობთ ჩვენი თავისუფლებით, განცდით, ტკივილით, სიხარულით რაღაცნაირად შემოქმედების გზას მივუახლოვდეთ. ამ შემთხვევაში შემოქმედი დიდი ძალაა.
ავტორი
მეგი მაჭარაშვილი
დეკანოზ ანდრია ნაცვლიშვილის ნახატების გამოფენა
საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, დეკანოზ ანდრეა ნაცვლიშვილის პერსონალური გამოფენა გაიმართა, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, ილია II-ს მიეძღვნა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ფერწერასა და გრაფიკაში შესრულებული, ოთხმოცი ნამუშევარი.
„თუ ადამიანში უფალი არ არის, ის ვერასდროს ვერაფერს მიაღწევს, გარდა თავისი ხორციელი მიზნებისა. ვცდილობდი ჩემს ნახატებში უფალი ყოფილიყო, იმისათვის რომ ადამიანს სჭირდება განათლება, შემეცნება. მინდოდა, ყველას დაენახა სითბო, სიყვარული. ჩემს ნახატებში ყველაფერი გულიდან არის წამოსული.“ - განაცხადა დეკანოზ ანდრეა ნაცვლიშვილმა.
ექსპოზიციის მხარდამჭერები იყვნენ: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი.
ავტორი
მეგი მაჭარაშვილი
ლევან ჭოღოშვილი: ჩემი ოცნება ხელოვნებაში დეზინფორმაციის მოსპობაა
1953 წელს დაბადებულ მხატვარს, ლევან ჭოღოშვილს ცხოვრება საბჭოთა რეჟიმში მოუწია. სამხატვრო განათლება აკადემიაში მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ მშობლის არჩევანით არქიტექტურულზე სწავლობდა, გადაწყვიტა ფერწერაზე გადასულიყო და ასეც მოხდა... ამბობს, რომ გაუმართლა, იმ პერიოდში მოუწია მოღვაწეობა, როდესაც ხელოვნება დიდ ინტერესს იწვევდა.
ლევან ჭოღოშვილი გახლდათ, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების დეპარტამენტის პროფესორი (1986–1988) და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი. (1997–2007) ფოტოგრაფიისა და ახალი მედიების კავკასიის ინსტიტუტის დამფუძნებელი და პროფესორი (2001–2005).
- ხატვა როდის დაიწყეთ?
- ბავშვობაში ნახატებს ვასურათებდი, 4 წლის ასაკში დავხატე ამირანისა და გველეშაპის შებრძოლება, ეს იყო ჩემი პირველი ნახატი.
ორი ბიძა მყავდა მხატვარი: ოთარ ანდრონიკაშვილი და შალვა მაყაშვილი, გარდა ამისა მხატვრების გარემოში ვიზრდებოდი. მახსოვს, მამამ მოსკოვში წამიყვანა და ფაქტობრივად ყველა მუზეუმი დამათვალიერებინა, პარალელურად მიკითხავდა თეორიას: ბერძნულსა და გერმანულ მითებს, ამან ჩემზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. ჩემი ნახატები ახლობლების მოწონებას იმსახურებდა და დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ მხატვარი უნდა ვყოფილიყავი.
ავტორი
მეგი მაჭარაშვილი
აბდალა ომარის - „ომის ხიბლი“ - გახსნილია
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სირიელი მხატვრის აბდალა ომარის გამოფენა „ომის ხიბლი“ გაიხსნა.
გამოფენაზე ომში დაზარალებული ბავშვების პორტრეტები იყო წარმოდგენილი. თითოეული ნახატი რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ასახავს, ბავშვების სახე მეტყველია, მათი ტკივილიანი სახე, მხატვრული ხერხების მეშვეობით სიღრმისეულ სილამაზეს იძენს.
2012 წლის 10 ივლისს, ლიინ ალ ფალოუჯი, ექვსი წლის ბავშვი ქალაქ დარადან, ძალისმიერი შეტაკების დროს შემთხვევით თავში დაიჭრა. ამ ნამუშევარს მხატვარმა „ჯასმინის გასროლა“ უწოდა.
ოთხი თვის წინ, სირიელ ლტოლვილთა რაოდენობამ ერთ მილიონს მიაღწია, დღეისათვის ეს რაოდენობა გაორმაგებულია.
ერთ-ერთ ნამუშევარში , ზაათარის (იორდანიაში) ლტოლვილთა ბანაკის ორი მორცხვი გოგონა ჟურნალისტებისთვის პოზირებს.
,,კონფლიქტების დროს ბავშვები ხშრად სიბნელეში, მედიისა და მსოფლიოს ყურადღების ცენტრს მიღმა რჩებიან. მათი სუსტი ხმა ვერ წვდება ჩვენს სმენას, უცხოა აღსაქმელად. პატარებს არ აინტერესებთ უფროსების ,,თამაში“ სახელად „ომები", მათ თავიანთი მხიარული, ბავშვური თამაშები სურთ" - ამბობს მხატვარი ომარ აბდალა.
მხატვრის ნამუშევრებმა დამთვალიერებელთა აღფრთოვანება გამოიწვია.
გამოფენა 19 ნოემბრამდე გაგრძელდება.
ავტორი
ნინო კერატიშვილი
ისეთი პატარა ერი ვართ, თუ მოვინდომებთ, ერთმანეთს გადავარჩენთ
მხატვარ ელენე გამგონიძის ნამუშევრები, მნახველს ორიგინალური და განსხვავებული ფერწერით იზიდავს. სხვადასხვა ჟანრში შესრულებული ნახატები და ღრმა შინაარსობრივი დატვირთვა, საოცარი ტექნიკით შესრულებული ტილოები, მისი სავიზიტო ბარათია. მუშაობს ზეთის საღებავებით და რაც ყველაზე საინტერესოა, ცეცხლის მოწვის ტექნიკით უჩვეულო ნამუშევრებს ქმნის. მისთვის მხატვრობა სიცოცხლის აზრია, რომელიც ადამიანის სულში არსებულ სიცარიელეს ავსებს.
- ქალბატონო ელენე, ხატვა როდის დაიწყეთ?
- პირველად 3 წლის ასაკში დავხატე. მაშინ, დედას უკვე სჯეროდა, რომ მხატვარი გავხდებოდი, რადგან კარგი ნამუშევრები გამომდიოდა. თერთმეტი წლის ვიყავი, სამხატვრო სტუდიაში რომ მივედი, სადაც ჩემი პედაგოგი, არაჩვეულებრივი ადამიანი გია გუგუშვილი იყო. ჩემს ნამუშევრებს თავსატეხს უწოდებდა, რადგან რამდენიმე ფიგურას ერთმანეთში ვხატავდი. აზროვნება და სირთულეები მიყვარს, რასაც ზოგჯერ მხატვრები უარყოფენ. ჩემთვის კი აუცილებელია. ხელოვნება ძალიან მიყვარს, მუსიკასაც კარგად აღვიქვავ, მაქვს სმენა და ვმღერი.
- რა მიმდინარეობა იგრძნობა თქვენს ნახატებში?
- აზროვნება ძალიან მიყვარს, კონკრეტულ თემატიკას ვერ გამოვყოფ. სხვადასხვა ჟანრში ვხატავ და მაინც სულ ძიებაში ვარ. ორსახოვან პორტრეტებსაც ვქმნი. თითქმის ყველა ნამუშევარს რელიგიური საფუძველი აქვს, ეს ალბათ ჩემი სულიერი მოთხოვნილებაა.
ავტორი
მეგი მაჭარაშვილი
,,ქირომანტია" - მეცნიერება თუ მისტიკა?
საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, ფსიქოლოგიის პროფესორმა, დოქტორ კლაუს პეტერ ფელერმა, რომელიც 1941 წელს, ქალაქ შვერინში დაიბადა, წაიკითხა ლექცია თემაზე - „ქირომანტია - მეცნიერება, თუ მისტიკა?“
საუბრის დასაწყისში, აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია საქართველოში იმ თემაზე საუბარი, რომელიც მსოფლიოს აინტერესებს. ქირომანტია -წინასწარმეტყველების ერთ-ერთი ყველაზე უძველესი დარგი, რომელიც ადამიანის ხასიათს, მიდრეკილებებს, წარსულსა და მომავლს, ხელისგულზე აღბეჭდილი ხაზების მიხედვით ადგენს.
ავტორი
მეგი მაჭარაშვილი
საპატრიარქოს ორგანიზებით ქართული რეწვის გამოფენა გაიმართა
საქართველოს საპატრიარქოს ხალხური რეწვის განყოფილების ორგანიზებით, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, სრულიად საქართელოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II -ის ანგელოზის (წმ. ილია წინასწარმეტყველისა და წმ. ილია მართლის) ხსენების დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა.
ავტორი
ანა აფციაური
თექის დედოფალი
ანა ჩანგიანი თვითნასწავლი დიზაინერია, რომელსაც დამსახურებულად უწოდებენ - თექის დედოფალს. მიუხედავად იმისა, რომ გვიან დაიწყო დიზაინერის კარიერა, პროფესია სწრაფად აითვისა და საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული დიზაინერი გახდა.
ანა ჩანგიანი: საოცრად კომუნიკაბელური და დამოუკიდებელი, უკომპლექსო, ბავშვი ვიყავი, ყოველთვის რაღაცეებს ვგეგმავდი, დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა მქონდა. მიყვარდა სწავლა, ხატვა, ხალხმრავლობა, ბევრი მეგობარი მყავდა.
-დიზაინერობამდე რას საქმიანობდით?
-სკოლის დამთავრების შემდეგ, ალმა-მატერის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვისწავლე. მაშინ მივხვდი, რომ საოცრად მხიბლავდა ადამიანებთან ურთიერთობა. ამ სპეციალობამ ძალიან გამიტაცა, ტექნიკურ უნივერსიტეტში ტელე-რეპორტიორის სპეციალობაზე გავაგრძელე სწავლა, პარალელურად ვმუშაობდი გაზეთ „7 დღეში“.
17 წლის ასაკში ოჯახის შექმნის გამო (ეს ჩემი პირველი წარმატებაა) შემოქმედებითი პაუზა დაიწო. მივხვდი, ჩემი სპეციალობა და ოჯახი ერთად დიდხანს ვერ გააგრძელებდა თანაცხოვრებას. საკუთარი თავის პოვნა თავიდან ვცადე, ამიტომ თექის ტექნოლოგია შევისწავლე. მიუხედავად იმისა, რომ თავდაჯერებული ვიყავი, ეს საქმე ჩემთვის, მაინც უცნობ სფეროს წარმოადგენდა. ამიტომ თითოეული ჩემი ნაშრომი, ჩემგან მაღალ შეფასებას ვერ იმსახურებდა. სულ ვფიქრობდი, რომ ეს, მხოლოდ გატაცება იყო და ასეც უნდა დარჩენილიყო, რადგან მომწონს ფრაზა - ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს!
ნიკო ფიროსმანის შემოქმედება
ფიროსმანის სრული სახელი და გვარი - ნიკოლოზ ფიროსმანაშვილია, იგი 1856 წელს, საქართველოში, კახეთში, სოფელ მირზაანში, გლეხის ოჯახში დაიბადა.
მეგობრები მას ნიკალას ეძახდნენ, მისდამი მიძღვნილ ლექსებსა და პიესებშიც მოხსენიებულია, როგორც ნიკალა, ან ფიროსმანი.
ფიროსმანი, როგორც გენიალური შემოქმედი - ტანჯული სიმარტოვის, ლეგენდარული რომანტიული სიყვარულის, შემოქმედებითი წვით შეპყრობილი - მაგიურ ცნებად იქცა საქართველოსა, თუ იმ ქვეყნებში, სადაც მის მხატვრობას და რადიკალურად განსხვავებულ პიროვნებას იცნობენ.
შალვა მამასახლისი: მხატვრობა და ნახატი შეიძლება ბიბლიასაც შევადაროთ
ავტორი
ნინო ბოლქვაძე
მხატვარი ე.ი. ადამიანი, რომელსაც შეუძლია დახატოს ის, რასაც წარმოსახვა კარნახობს, ხედავს, სიზმრად იხილავს... მხატვრობა შინაგან ემოციებთან და გარემოებებთანაა დაკავშირებული, ასევე ხმაურისა და მუსიკალური ბგერების შეგრძნებასთან. სიტყვა ,,მხატვრობა"" ადამიანის მიერ შექმნილ ყველა გამოსახულებას მოიცავს _ პრეისტორიული გამოქვაბულის სურათებით დაწყებული, თანამედროვე სამხატვრო გალერეის კედელზე გამოკიდებული, ავანგარდისტული ტილოთი დამთავრებული. ადამიანები დიდი ხანია დაობენ იმაზე, რა არის მხატვრობა და რატომაა ის ასეთი მშვენიერი. მხატვრებსა და ხელოვნებათმცოდნეებს ერთმანეთისგან ხშირად, სრულიად განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, რაც ზოგჯერ ცხარე კამათის საგანიც გამხდარა. ამ და სხვა კითხვაზე პასუხს მხატვარი შალვა მამასახლისი გაგვცემს, რომელიც ბავშვობიდან ხატავს… დედის გარდაცვცალების შემდეგ დედის პორტრეტი დახატა, საიდანაც საღებავით დახატული სისხლი დღემდე არ გამშრალა.. იგი საქართველოს კარატე-დოს ეროვნული ფედერაციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრიცაა.
- ბატონო შალვა, რა არის მხატვრობა და როდის მიხვდით, რომ მხატვრობა თქვენი საქმეა?
- მხატვრობა ბევრ რამეს ნიშნავს. ეს თვითგამოვლინების ერთ-ერთი ხერხია. სამი წლის ვიყავი, როცა ხატვა დავიწყე. პირველი ნახატი სატელევიზიო ანძა და მთაწმინდა იყო.
- თქვენი საყვარელი თემა?
- საყვარელი თემა - დედა-შვილობაა.