შემოგვიერთდით facebook-ზე
შალვა მამასახლისი: მხატვრობა და ნახატი შეიძლება ბიბლიასაც შევადაროთ
30-01-2013, 12:09  /  ნახვა: 5563

- დედა-შვილობა ახსენეთ, როგორც ვიცი გარდაცვლილი დედის პორტრეტზე, საღებავით დახატული სისხლი დღემდე არ შრება, გვიამბეთ ამის შესახებ.

ჩვეულებრივ შემთხვევაში, ნებისმიერი საღებავი, რამდენიმე დღეში შრება, თუ სპეციალური ქიმიური ნივთიერებები არ შეურიე.  თავიდან საღებავის ბრალი მეგონა, მაგრამ, როცა სხვა ნახატებიც იგივე საღებავით დავხატე - გაშრა.

- განსაცდელის ჟამს, გარდაცვლილი დედისგან, რაიმე ნიშანი ხომ არ მიგიღიათ?

- როცა ჩემს ცხოვრებაში რაღაც ახალი ეტაპი დგება, დედას სიზმრად ვხედავ ხოლმე. ძალიან მტკივნეულად გადავიტანე დედის დაკარგვა. მიუხედავად იმისა, რომ ზრდასრული პიროვნება ვარ, მაინც მგონია და ვფიქრობ, რომ სულ მარტო დავრჩი...

- ახერხებთ თუ არა, ნახატით სათქმელის მთლიანად გადმოცემას?

- დიახ, ვცდილობ, ჩემი სათქმელი ტილოზე გადმოვიტანო. მართალია, ეს ბოლომდე ტკივილს ვერ გაგიქარწყლებს, მაგრამ დედის პორტრეტის დახატვით, სწორედ ჩემი ტკივილი გადმოვეცი. ვფიქრობ, მხატვარმა თავისი სათქმელი, ნახატით უნდა გადმოსცეს. საბრძოლო ხელოვნებაშიც ვარ ჩართული, როდესაც ცხოვრებაში რთული მომენტები მაქვს, საბრძოლო ხელოვნება და ხატვა ძალიან მეხმარება.

შალვა მამასახლისი: მხატვრობა და ნახატი შეიძლება ბიბლიასაც შევადაროთშალვა მამასახლისი: მხატვრობა და ნახატი შეიძლება ბიბლიასაც შევადაროთ

- რას იტყვით მომავლის მხატვრობაზე?

- იგი კაცობრიობის მომავალსაც შეიძლება შევადაროთ. სამწუხაროდ, ადამიანები, მატერიალური კეთილდღეობით უფრო არიან დაინტერესებულნი... ეს კარგია, მაგრამ ზოგჯერ, ცაზეც უნდა ავიხედოთ და შევნიშნოთ ვარსკვლავები. უნდა გავითავისოთ, ვინ ვართ, რა ადგილი გვიკავია, საით მივდივართ და ა.შ. დღევანდელობას თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ მხატვრობა უფრო ტექნიკური პროგრესისკენ ვითარდება. კაცობრიობა ინტელექტუალურ ნახტომებს აკეთებს, მაგრამ რაც უფრო შორს მივდივართ, მით უფრო ვკარგავთ ფესვებს და პირვანდელ სახეს.

როგორ გესმით რეალიზმი მხატვრობაში?

ეს იგივეა, რაც ფოტოგრაფია. თუ გადავხედავთ VIX-IVX საუკუნეებს დავინახავთ, რომ მაშინ ხატავდნენ იმიტომ, რომ არ იყო ფოტო აპარატი. დღეს მხატვრობის შინაარსი იცვლება, შესაბამისად მცნებაც რეალიზმისა.

- რას იტყვით სხვისი შემოქმედებითი გავლენის შესახებ?

- მხატვრებისგან ბევრჯერ გამიგონია, რომ სხვა მხატვრებმა, ჩვენს შემოქმედებაზე გავლენა არ უნდა მოახდინონ. ვთვლი, რომ ასე არ არის, რადგან ძალიან ცნობილ მხატვრებსაც კი ჰყავდათ ფავორიტები და მათგან სწავლობდნენ ბევრ სასიკეთო რამეს. ყველაზე კარგი მასწავლებელი კი თვითონ ნახატია. ნახატის შერჩევისას, ზუსტად უნდა იცოდე რა მოგწონს, რომელი მხატვარია შენი იდეალი. შეიძლება, ნებისმიერი ნამუშევრის ასლი დახატო, მაგრამ ეს არაფრის მომცემი იქნება.

რას ნიშნავს ეროვნულობა მხატვრობაში?

- ვფიქრობ, მხატვარი მხოლოდ ეროვნულობით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. 

- ვისაც ნიჭი არ აქვს, შეიძლება მხოლოდ სწავლით კარგი მხატვარი დადგეს?

- შეიძლება შეისწავლონ ტექნიკური თვალსაზრისით, მაგრამ თუ მას ღვთისგან ბოძებული ნიჭი, ან ის პატარა მარცვალი არ აქვს, რომლის გაღვივებაც აუცილებელია, ვფიქრობ მისი ათვისება გაუჭირდება. ეს იგივეა, მანქანას სიყვარული ასწავლონ.

შალვა მამასახლისი: მხატვრობა და ნახატი შეიძლება ბიბლიასაც შევადაროთ

- რა აზრის ხართ ხელოვნებაში ფორმისა და შინაარსის თანაფარდობაზე? რომელი კომპონენტია თქვენთვის უპირატესი?

- რა თქმა უნდა შინაარსი. ნახატი პირველ რიგში ლამაზი უნდა იყოს. ამავდოულად შინაარსიანი და ცოტა უცნაურიც. მხატვრობა და ნახატი შეიძლება ბიბლიასაც შევადაროთ, გააჩნია ვინ რა დონეზე ჩაწვდება მას.

- სად და როგორ ეძებთ საგანს, ან რის მიხედვით: ხასიათით, ესეთეთიკით, პოეტიკით, სისადავით თუ სიმდიდრით?

მინდა გითხრათ, რომ საგანს არ ვეძებ, ჩემში იგი თავისით ამოტივტივდება ხოლმე. ბევრი მხატვრისგან გამიგია , რომ ფორმა არ არის მთავარი, მთავარია შინაარსი. მაგრამ პირველ რიგში, ჩემს ყურადღებას ჯერ ფორმა იპყრობს და მერე შინაარსი.

- რა დატვირთვა აქვს თქვენთვის ფერს?

შალვა მამასახლისი: მხატვრობა და ნახატი შეიძლება ბიბლიასაც შევადაროთ

- ნებისმიერ ნახატში ფერსა და გამას დიდი დატვირთვა აქვს, მაგრამ მე პირადად ფერს, უფრო განწყობის მიხედვით ვარჩევ.

როგორი გარემო გჭირდებათ სამუშაოდ?

- პირველ რიგში თბილი გარემო, კარგად უნდა ვგრძნობდე თავს.  თუმცა მხატვარს, ნებისმიერ გარემოში შეუძლია ხატოს. Aაი, მაგალითად ფიროსმანი შედევრებს სარდაფში ქმნიდა, მაგრამ მისთვის პირობები და შესაძლებლობები, რომ მიეცათ, ისეთი როგორიც სალვადორ დალის, ან სხვებს ჰქონდა, შეიძლება მას სულ სხვაგვარად ეხატა.

შალვა მამასახლისი: მხატვრობა და ნახატი შეიძლება ბიბლიასაც შევადაროთ

- რა არის თქვენი ყველაზე დიდი სურვილი?

- ჩემი ყველაზე დიდი სურვილი პირველ რიგში მშვიდობა და ადამიანების ბედნიერებაა.

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა