ირინა ენუქიძისა და სანდრო გირგვლიანის საფლვის მძარცველები დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიცვალებულისადმი უპატივცემლობის ბრალდებით, 1977 წელს დაბადებული ლალი დ. და 1985 წელს დაბადებული ალექსანდრე კ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა, თანამზრახველებთან ერთად, შეურცხყვეს, რამდენიმე საფლავი, მათ შორის მიმდინარე წლის 24 მაისს, ვაკე-საბურთალოს სასაფლაოზე, სანდრო გირგვლიანისა და ირინა ენუქიძის საფლავიდან, ფარზე დამაგრებული ბრინჯაოს ბოლნისის ჯვარი მოხსნეს.
დაკავებულები მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.
ბრალდებული საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს
შსს–ს ახალქალაქის რაიონული სამმართველოს ბარალეთის განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ახალქალაქის რაიონის სოფელ არაგვაში მცხოვრები, 1953 წელს დაბადებული სერიოჟა თ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ,,აკ-74“-ის ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 4 მჭიდი და 393 საბრძოლო ვაზნა ამოღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით).
ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევს ნარკოტიკის შენახვისთვის კვლავ გაასამართლებენ
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს დეტექტივების განყოფილების და უბნის ინსპექტორების განყოფილების თანამშრომლებმა, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი, 1969 წელს დაბადებული ზვიად რ. რუსთავში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 12 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება, ხოლო მისი დროებითი საცხოვრებელი ბინიდან ერთ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება და შუშის ბოთლი ამოიღეს, რომელშიც „ჰეროინი“ იყო მოთავსებული.
ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სულ ამოღებულია „ჰეროინი“-ს შემცველი 2,6113 გრ ნარკოტიკული საშუალება.
ნარკოლოგიურმა შემოწმებამ დაკავებულს ,,ოპიუმი“-ს ჯგუფის ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტი დაუდგინა.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
ავტორი
თიკო ბეკოშვილი
ავტოკატასტროფას ორი არასრულწლოვანის სიცოცხლე შეეწირა
27 აპრილს, დაახლოებით ღამის 11 საათზე, თეთრიწყაროს რაიონში ავტოკატასტროფა მოხდა. მუქი შინდისფერი ოპელი ბეტონის ბარდიულს შეეჯახა, მანქანაში სამი ადამიანი იჯდა; 19 წლის ნიკა ხაფთანი, 16 წლის ბეთო ბენდელიანი და 18 წლის ლაშა ოსტატიშვილი. საჭეს ბეთო ბენდელიანი მართავდა. ბავშვები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ავტომანქანას გადაჭარბებული სიჩქარით მართავდნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროში პოლიციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოში სისხლის სამართლის რეფორმის ფარგლებში, პოლიციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, მოწვეული იყვნენ, პოლიციის რეფორმაში ჩართული საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრა შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ გახსნა. მოწვეული სტუმრებისათვის ჩატარდა პოლიციის შესახებ კანონპროექტის, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის ფარგლებში, პოლიციის განახლებული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ეთიკის კოდექსის, შსს-ს დანაყოფებისთვის შემუშავებული სტანდარტული ოპერატიული პროცედურების, სამართალდამცავ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ, საქართველოს კანონის პროექტის პრეზენტაციები.
პროსტიტუციის ადგილის გამოყოფისთვის სასტუმროს მფლობელები დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფისთვის, ბათუმის სასტუმრო "სთარი"–ს მფლობელები: 1984 წელს დაბადებული გელა ტ. და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1973 წელს დაბადებული რამაზან ი, ასევე სასტუმრო "გენაცვალე"–ს მფლობელი, 1965 წელს დაბადებული თამაზ ა. დააკავეს.
ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებზე ქართულ მხარეს მოწვეული ექსპერტები გამოცდილებას გაუზიარებენ
22-23 აპრილს, სასტუმრო „Holiday Inn“-ში, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ორგანიზებით მრგვალი მაგიდა თემაზე - "დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმები სამართალდამცავთა მიერ ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებზე რეაგირებისთვის" გაიმართება. შეხვედრას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურის, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები ესწრებოდნენ, ასევე საქართველოს სახალხო დამცველი, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები.
პოლიციამ დოკუმენტების გამყალბებლები დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადების ბრალდებით, 1949 წელს დაბადებული ანზორ ჩ. და 1954 წელს დაბადებული თამაზ ხ. დააკავეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება
19 აპრილს, თბილისში, პოლიტიკური პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილი შეკრების (მანიფესტაციის) უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თბილისის მერიას და მანიფესტაციის ორგანიზატორებს საკოორდინაციო ჯგუფის შექმნის ინიციატივით მიმართავს:
სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის საერთო ვალდებულებას წარმოადგენს, 19 აპრილს, დაგეგმილი შეკრების (მანიფესტაციის) მშვიდობიანი ფორმით ჩატარება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და კოორდინირებული მოქმედებების განხორციელება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
ქალაქ ბათუმში, შსს-ს გენერალური ინსპექცია, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომლებსა და აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროს ვალერი თელიას შორის მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შიდა მოკვლევას იწყებს.
საპატრულო ეკიპაჟის თანამშრომლები ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალნენ
27 მარტს, გამთენიისას, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის 35-ე კმ-ზე, შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხაშურის რაიონის სამმართველოს უფროსი ნუგზარ ლომიძე და მისი მოადგილე თენგიზ წივწივაძე სოფელ წეროვანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპნენ.
პოლიციამ უაქციზო საქონლით მოვაჭრეები დააკავა
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის რეალიზაციის ბრალდებით; 1976 წელს დაბადებული ანგელინა გ. 1956 წელს დაბადებული ალექსანდრე ი. და 1964 წელს დაბადებული გიორგი ა. დააკავეს.