შემოგვიერთდით facebook-ზე
პროსტიტუციის ადგილის გამოყოფისთვის სასტუმროს მფლობელები დააკავეს
22-04-2013, 15:57  /  ნახვა: 1908

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პროსტიტუციისთვის ადგილის  გამოყოფისთვის, ბათუმის სასტუმრო "სთარი"–ს მფლობელები: 1984 წელს დაბადებული გელა ტ. და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1973 წელს დაბადებული რამაზან ი, ასევე სასტუმრო "გენაცვალე"–ს მფლობელი, 1965 წელს დაბადებული თამაზ ა. დააკავეს.

ერთ-ერთი სასტუმროს კლუბიდან ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები "მარიხუანა" და "ექსტაზი".

დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. ისინი გადაყვანილი არიან  ბათუმის დროებითი დაკავების იზოლატორში.

მოწმის სტატუსით  დაიკითხნენ სასტუმროებში მომუშავე ქალბატონები.

გამოძიება სსკ-ს 254–ე მუხლით (პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გამოყოფა) მიმდინარეობს.

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა