შემოგვიერთდით facebook-ზე

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს მესამე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1974 წელს დაბადებული, გარდაბანში მცხოვრები, წარსულში ნასამართლევი მამიკ მ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა მამიკ მ-ს პირადი ჩხრეკისას 11,327 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 1,14176 გრ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს შეიცავს.

ნარკოლოგიური შემოწმებით დაკავებულს მარიხუანის და ოპიუმის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით).

 

 

18-02-2014, 12:49

ყაჩაღური დაჯგუფების წევრები დააკავეს

შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს, ოზურგეთის და ჩოხატაურის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ყაჩაღური დაჯგუფების სამი წევრი: 1979 წელს დაბადებული მალხაზ ჯ, 1984 წელს დაბადებული შალვა გ. და 1967 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შალვა ჯ. ყაჩაღობის მომზადების, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის, ტარების და გადაზიდვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები ერთ-ერთი დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანით ოზურგეთის რაიონის სოფელ ბახვში გადაადგილებისას დააკავეს. მათი პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებულია: „ა-კა-74“-ის მოდელის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 3 მჭიდითა და 105 საბრძოლო ვაზნით, 2 ნიღაბი, წებოვანი ლენტი, ხელთათმანი და 5 პლასტიკური ბორკილი.

გამოძიება ყაჩაღობის მომზადების და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის, ტარების და გადაზიდვის ბრალდებით მიმდინარეობს (18-179 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).

 

17-02-2014, 13:30

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღით მოვაჭრეთა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, შიდა ქართლში მოქმედი, ცეცხლსასროლი იარაღით მოვაჭრეთა ორგანიზებული, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები – 1958 წელს დაბადებული თეიმურაზ გ, 1985 წელს დაბადებული ზურაბ გ. და 1985 წელს დაბადებული ნიკო კ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები პერიოდულად, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო რეალიზაციას ეწეოდნენ.

24-01-2014, 13:37

შსს-მ უკანონო იარაღი ამოიღო

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-11 განყოფილების და ამავე სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ალექსი ხ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა უკანონოდ შეიძინა და ნათესავის საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეინახა „იჟ-75“-ის ტიპის პისტოლეტი, „ვოლტრა პროფესიონალის“-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და 7 ვაზნა.

სამართალდამცველებმა აღნიშნული ბინის ჩხრეკისას უკანონო იარაღი ამოიღეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

 

23-01-2014, 12:33

შსს-მ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს და ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები – წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გიორგი გ. წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გიორგი ა. წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გიორგი ტ. წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ჯონი ც. და გიორგი ტ. ქურდული სამყაროს წევრობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და პოლიციელებისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.

15-01-2014, 13:58

შინაგან საქმეთა სამინისტრო 11 თვის და ნოემბრის თვის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო 2013 წლის 11 თვის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს. მონაცემები ასახავს კრიმინოგენულ მდგომარეობას ქვეყნის მასშტაბით. სტატისტიკური მონაცემებით 2013 წელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყნის მასშტაბით დანაშაულის კლება 8492 ერთეულით დაფიქსირდა, რაც 24,2%-ს შეადგენს, ხოლო დანაშაულის გახსნის მაჩვენებელმა 41,3% -ით მოიმატა და 59,6% -ია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე აქვეყნებს ნოემბრის თვის დანაშაულის სტატისტიკას როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე რეგიონების მიხედვით. 2013 წლის ნოემბერში ქვეყნის მასშტაბით დანაშაულმა 1336 ერთეულით იკლო, რაც 34,9%-ს შეადგენს. დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 59,1%-ია და 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 41,9%-ით მოიმატა.
2013 წლის 11 თვის მონაცემები 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით:
ქვეყნის მასშტაბით
2013 წელს:

6-12-2013, 15:02

შსს-მ ბათუმში ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავა
შსს-ს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის 1-ლი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მამუკა ჩ. და 1990 წელს დაბადებული დავით პ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
ბრალდებულებმა ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე მშენებარე ობიექტიდან სამშენებლო იარაღი და მასალები მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ აღნიშნულ ქურდობამდე 2 დღით ადრე მამუკა ჩ-მ ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ბინიდან საყოფაცხოვრებო ტექნიკა მოიპარა.
სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

 

5-12-2013, 14:47

ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ჯემალ პ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაბა ჯვარში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ჯემალ პ. აღიარებს ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობას.
ნარკოლოგიურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დაკავებისას ბრალდებული ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით მიმდინარეობს (სსსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით). გამოძიებას ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველო აწარმოებს.

 

5-12-2013, 14:45

უამინდობის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტმა კომპლექსური სამაშველო ოპერაციები განახორციელა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უამინდობით გამოწვეული საგზაო მოძრაობის შეფერხების გამო მთელი ღამის განმავლობაში რიკოთის უღელტეხილზე იმყოფებოდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის 35 თანამშრომელი სრული სამაშველო აღჭურვილობით. სამაშველო ოპერაციებში საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ჩართვა აუცილებელი გახდა, რადგან დიდთოვლობის გამო უღელტეხილზე ავტომანქანები გადაადგილებას ვეღარ ახერხებდნენ, რამდენიმე მანქანა სავალი ნაწილიდანაც გადავიდა. დეპარტამენტის თანამშრომლებმა თოვლის გამო რიკოთზე ჩარჩენილი მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების სპეციალური ტექნიკით ბუქსირება განახორციელეს და მგზავრების უსაფრთხო ტრანსპორტირება უზრუნველყვეს. კომპლექსური სამაშველო ოპერაციები ჩატარდა შს სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტებთან და მუნიციპალურ სამაშველო და სახანძრო სამსახურებთან ერთად. დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამაშველო ოპერაციები ასევე ჩაატარეს წალკა-ნინოწმინდის უღელტეხილზე.
ამ დროისთვის რიკოთის უღელტეხილი სრულიად გათავისუფლდა თოვლში ჩარჩენილი ავტოტრანსპორტისგან.

 

4-12-2013, 16:27

შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოავლინეს და ქრთამის აღების ფაქტზე ამხილეს ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა გივის ძე ქათამაძე.
გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირმა ბათუმის ბულვარში არსებული ღია თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ქვის ფილების დასაგები სამუშაოების ხარვეზით, ვადაზე ადრე ჩაბარების და აღნიშნულ საკითხში სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ შემსრულებელს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 3 300 ლარი.
სამართალდამცველებმა გოჩა ქათამაძე ქრთამის აღების ფაქტზე 3 დეკემბერს დააკავეს.
გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

4-12-2013, 16:21

პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო
თბილისის მთავარი სამმართველოს დიდუბის სამმართველოს დეტექტივების და ამავე სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, 1964 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი გელა ბ. თბილისში, გოთუას ქუჩაზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, რამდენიმე შეკვრად დაფასოებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, სულ ამოღებულია 16 გრ ნარკოტიკული საშუალება, რომელიც 8 გრ ჰეროინს შეიცავს.
ნარკოლოგიურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გელა ბ. დაკავების მომენტში ჰეროინის და მეტადონის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით).

 

22-11-2013, 14:40

აჭარის რეგიონში სიჩქარის განმსაზღვრელი ახალი რადარები დამონტაჟდა
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ქვეყნის ცენტრალურ მაგისტრალებსა და ქალაქებში სიჩქარის განმსაზღვრელი ახალი რადარების დამონტაჟებას აგრძელებს.
თბილისის შემდეგ სიჩქარის განმსაზღვრელი 11 ახალი რადარი აჭარის რეგიონში, ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალებზე განთავსდა: ბათუმში, ქობულეთში, ბობოყვათში, გონიოს ციხესთან, „გეზის“ ტერმინალთან, მახინჯაურსა და ხელვაჩაურში.
ახალი რადარები მიმდინარე წლის 15 ნოემბრიდან სრული დატვირთვით ამოქმედდება. მათი დამონტაჟება მიზნად ისახავს მაგისტრალებზე მძღოლთა და მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებას და მოძრაობისას გადაჭარბებული სიჩქარის მაქსიმალურად შემცირებას.
ასევე აღსანიშნავია, რომ თითოეული რადარის სიახლოვეს განთავსდა სიჩქარის შეზღუდვისა და რადარის მაჩვენებელი საგზაო ნიშნები, რომლებზეც გამოსახულია ვიდეოკამერა და დასაშვები სიჩქარე.
აქვე გაცნობებთ, რომ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მძღოლს შეუძლია დასაშვები სიჩქარის დადგენილ ზღვარს 15 კმ/სთ სიჩქარით გადააჭარბოს.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მოქალაქეების უკეთ ინფორმირების მიზნით აჭარის რეგიონში ახალი რადარების მდებარეობის ამსახველ რუკას აქვეყნებს:

15-11-2013, 15:06



მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა