ახლახანს, გავრცელებული ინფორმაციით, დიღომში 213-ე საბავშვო ბაღში საპატრულო პოლიციაა. პოლიციის მისვლის მიზეზი იარაღის არსებობა გახდა. ამბობენ, რომ ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა,შვილს იარაღი მისცა და მოუწოდებდა, რომელი ბავშვიც აბრაზებდა მისთვის ესროლა.
შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შალვა ს. ოჯახში მომხდარი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს - 1965 წელს დაბადებულ ლალი თ-ს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი ქალბატონი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების, ამავე დეპარტამენტის აჭარის ა/რ სამმართველოს, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით პრეგაბალინის შემცველი ფსიქოტროპული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში საქართველოს მოქალაქეები - 1989 წელს დაბადებული სანხან მ. და 1974 წელს დაბადებული ელმარ დ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა სანხან მ-ს და ელმარ დ-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანების ჩხრეკისას, სპეციალური სამალავიდან 19 488 აბი პრეგაბალინის შემცველი ფსიქოტროპული საშუალება ამოიღეს. დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.
ფოტოკორესპონდენტი ირაკლი გედენიძე საკუთარ ფეისბუქზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც ჩანს, თუ როგორ ემუქრება დაკავებული ივანე ბეგიაშვილის დედა თეა კუპრეიშვილი. ივანე ბეგიაშვილმა, რომელიც 1994 წელსაა დაბადებული, გუშინ ფოტოკორესპონდენტი ირაკლი გედენიძე აქციაზე სცემა. გედენიძე ,,ვარდების მოედანზე" აქციას აშუქებდა, როდესაც ერთ-ერთი ავტომანქანიდან გადმოსულმა აქციის მონაწილემ ის ,,პროვოკაციაში დაადანაშაულა", ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ფოტოკამერა დაუმტვრია. პოლიციამ ბეგიაშვილი ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსი 1972 წელს დაბადებული ჯოკია ბოდოკია დააკავეს.
შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს გონიოს პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული, თურქეთის მოქალაქე ოზგურ რ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 50 აბი ნარკოტიკული საშუალება "ექსტაზი" ამოიღეს, რომლის საერთო წონა ექსპერტიზის დასკვნით 14,836 გრ-ია და 0,6 გრ მეტამფეტამინს შეიცავს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ასევე ამოღებულია 20,481 გრ გამომშრალი მარიხუანა.
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული ზეზვა უ. ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე ამხილეს.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ კასპის რაიონის სოფელ ყარაფალაში იური ვაზაგაშვილმა სავარაუდოდ თავი აიფეთქა, ან ააფეთქეს. ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ვაზაგაშვილმა მრავლობითი დაზიანებები მიიღო. აღნიშნული ფაქტი ვაზაგაშვილის შვილის საფლავზე მოხდა. აფეთქების შესახებ ორი ვერსია ვრცელდება. ადგილობრივების ინფორმაციით, ვაზაგაშვილმა თავი აიფეთქა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტერიტორია დანაღმული იყო და აფეთქება ამის შედეგად მოხდა.
ვარკეთილში, შეყვარებულმა გოგონამ 19 წლის ბიჭი სახლიდან გამოიყვანა და თავის ახლობლებს მოაკვლევინა. გარდაცვლილი დავით ხარაზიშვილია, რომელიც ზურგის არეში არსებული ჭრილობებით საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მკვლელობა შურისძიების ნიადაგზე მოხდა.
თბილისის მერიაში პროკურატურა თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებული შესყიდვის საქმეზე გამოძებას აწარმოებს, რის შესახებაც მერია განცხადებას ავრცელებს.
,,მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები იმყოფებიან თბილისის მერიაში და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები "თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებული შესყიდვის დოკუმენტაციის ამოღების მიზნით, სიმართლეს არ შეესაბამება.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ხუთი პირი, რომელთაც იძულებით გადაადგილებულთა საცხოვრებელი კორპუსებისთვის გამოყოფილი თანხის მითვისებაში ედებათ ბრალი, პასუხისგებაში მისცა.
დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა თეა შაიშმელაშვილმა, ჟურნალ geoelite.ge–სთან საუბარისას განაცხადა, რომ სოფელ ტბეთის (ხადიკი) მოსახლეობას, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ თაღლითურად მითვისებული თევზსაჭერით სარგებლობის უფლება აღარ აქვს. სოფლის მცხოვრებლების მძიმე სოციალური ფონი კი ამ ფაქტის შემდეგ უფრო დამძიმდა, რადგან ისინი არსებული თევზსაჭერით ყოველთვის სარგებლობდნენ.