შემოგვიერთდით facebook-ზე
ნეტარი მატრონა მოსკოველი
25-11-2014, 16:06  /  ნახვა: 8716

ბავშვობა
ნეტარი მატრონა დაიბადა რუსეთში, ტულის გუბერნიის სოფელ სებინოში. გოგონა დაბადებიდანვე ბრმა იყო. 8 წლის მატრონას უქვე ჰქონდა კურნების და ნათელმხილველობის სასწაულებრივი ნიჭი. ნიკონოვების პატარა სახლში უამრავმა ხალხმა დაიწყო სიარული; ჯერ ახლომახლო სოფლებიდან, შემდგომ კი სხვადასხა გუბერნიებიდანაც. ავადმყოფები ურმებითაც კი მოყავდათ სასწაულთმოქმედ გოგონასთან. მატრონა გულმხურვალე ლოცვებით ხალხს სასწაულებრივად კურნავდა. ადგილობრივი მემამულის ქალიშვილს ლიდია იანკოვას მატრონა სხვადასხვა მონასტრების მოსალოცად დაყავდა. მათ მოილოცეს კიევო-პეჩორის ლავრა, წმინდა სამებისსერგიევის ლავრა და ა.შ. 14 წლის იყო მატრონა, როდესაც ლიდიამ ქ. კრონშტანდტში წაიყვანა. ამ დროს ანდრეევის ტაძარში წირვას ატარებდა რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი წმინდანი იოანე კრონშტანდტელი. როდესაც წმ. იოანე ტაძრის ეზოში ხალხის საკურთხებლად გამოვიდა - მატრონა დაინახა და ხმამაღლა დაიძახა: "გაიწიეთ ხალხო, გაიწიეთ". წმ. იოანემ სიყვარულით მიმართა უსინათლო გოგონას: "მატრონუშკა, მოდი ჩემთან! აი მოდის ჩემი შემცვლელი - რუსეთის მერვე სვეტი!". ამ სიტყვების მნიშვნელობა მატრონას არავისთვის არ გაუმხელია, მაგრამ ყველა ხვდებოდა, რომ გოგონას უდიდესი ღვაწლი ექნებოდა რუსი ერისთვის. 1915 წელს მატრონამ შეკვეთით დააწერინა ღვთისმშობლის ხატი სახელწოდებით "დაღუპულთა მომძიებელი". მატრონა ამ ხატს არასდროს არ განშორებია და ყველგან თან დაქონდა. ნათელმხილველი გოგონა გრძნობდა რევოლუციის მოახლოებას და უამრავი ხალხის დაღუპვას წინასწარ განიცდიდა. უსინათლო მატრონას 16 წლის ასაკში ფეხებიც წაერთვა და მას შემდეგ აღარასდროს უვლია. 1925 წ. მატრონა მოსკოვში გადავიდა, სადაც გარდაცვალებამდე ცხოვრობდა. ავადმყოფობათაგან განსაკურნებლად და სულიერი რჩევების მისაღებად მატრონას მოსკოვშიც მრავალი ადამიანი აკითხავდა. ნეტარი მატრონა ყველას ეუბნებიდა, რომ თვითონ კი არ იყო მკურნალი, არამედი მისი ლოცვებით და შუამდგომლობით თავად უფალი ქრისტე კურნავდა ადამიანებს. ნეტარი მატრონა ყველას მოუწოდებდა, რომ ერწმუნათ ღმერთი და ცოდვებს განშორებოდნენ. ზოგიერთს აინტერესებდა წმინდანის ცხოვრების დეტალები და უთვალთვალებდნენ, თუ რას აკეთებდა იგი ღამით: ნეტარი მატრონა მთელი ღამე ლოცულობდა და მეტანიებს ასრულებდა.ნეტარი მატრონა მოსკოველი
დევნა
საბჭოთა მილიცია მატრონას დაპატიმრებას რამდენიმეჯერ ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ. ბევრი მისი ახლობელი დააპატიმრეს და გაასამართლეს (მათ შორის ზინაიდა ჟდანოვა). მილიციის მოსვლას მატრონა წინასწარ გრძნობდა და ყოველთვის დროულად გადადიოდა სხვა ბინაში. ნეტარმა მატრონამ დევნის პერიოდში მრავალი საცხოვრებელი ადგილი გამოიცვალა. ნეტარი მატრონას დევნა გრძელდებოდა მეორე მსოფლიო ომამდე. გადმოცემის თანახმად, ომის დროს მასთან რჩევის მისაღებად მივიდა თვით სტალინიც.
ცხოვრების ბოლო წლები
1940 წ. წმ. მატრონამ იწინასწარმეტყველა მომავალი სამამულო ომი; ყველას ურჩევდა არ დაეტოვებინათ მოსკოვი და დაბეჯითებით ამბობდა: "მოსკოვში მტერი ვერ შემოვა". სიცოცხლის ბოლო წლები მატრონამ შორეული ნათესავის სახლში, სადგურ სხოდნაიას მახლობლად (კურგანოვის ქ. № 23) გაატარა. ნეტარ მატრონას აქაც უამრავი ხალხი აკითხავდა. სიცოცხლის ბოლო დღეებშიც კი, ძლიერ დასუსტებული და უკვე მომაკვდავი მატრონა მაინც აგრძელებდა მნახველთა მიღებას; მას არ შეეძლო უარი ეთქვა მასთან მოსულ ადამიანებისთვის დახმარებაზე. ნეტარი მატრონა ბოლო ზიარების შემდეგ მალევე გარდაიცვალა. თავისი სიკვდილი მან 3 დღით ადრე იწინასწარმეტყველა. ნეტარი მატრონა დაასაფლავეს დანილოვის სასაფლაოზე, მოსკოვში. 1998 წ. წმინდა ნაწილები გადაასვენესპოკროვის მონასტერში. კანონიზირებულია 1999 წ. სახელწოდებით: ნეტარი მატრონა მოსკოველი.ნეტარი მატრონა მოსკოველი
სწავლებანი
ომის შემდეგ ამხანაგები ჯერ სტალინს მოიშორებენ. შემდგომში ამხანაგები საზღვარგარეთ იმოგზაურებენ, იქ ნახავენ სხვა ცხოვრებას და გაიგებენ რა არის კარგი და რა არის ცუდი. ზოგიერთი იტყვის, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება. ამ დროს გამოჩნდება მიხეილი, რომელიც მოინდომებს ყოველივეს შეცვლას და გარდაქმნას. ერთი პარტია დაუპირისპირდება მეორე პარტიას. სახლებში დაიწყებენ სიარულს და გამოკითხვას, თუ ვინ ვისი მომხრეა. გაჩაღდება ხოცვა-ჟლეტა.
ჩვენ მორწმუნე ხალხი ვართ. ვისაც უფალი მოგვცემს, ის იქნება ჩვენი უფროსი. ასე გაგრძელდება მცირე ხანი. ყველაფერი იქნება, ლოცვაც და წითელ მოედანზე რუსეთის ღვთისცხებული მეფის ნიკოლოზის და მისი ოჯახის წევრების პანაშვიდებიც. შემდეგ მოვლენ ძველები და ცხოვრება უფრო უარესი გახდება.
ოჰ, როგორ მეცოდებით ყველანი. უკანასკნელ ჟამამდე იცოცხლებთ. ცხოვრება თანდათან გაუარესდება. დადგება ჟამი, როდესაც თქვენ წინაშე დადებენჯვარსა და პურს და გეტყვიან: ამოირჩიეთ. ჩვენ ავირჩევთ ჯვარს. ავიღებთ მიწის გუნდას, დავამრგვალებთ, უფლის მიმართ ვილოცებთ, შევჭამთ და მაძღარნი ვიქნებით.
მსოფლიო ბოროტებაში და ხიბლშია ჩაფლული. სულთა მოხიბვლა აშკარა იქნება. მოერიდეთ.
ეკლესიებში ლოცვის დროს ადამიანებს ნუ შეხედავთ ხოლმე. თვალები დახუჭეთ, ან რომელიმე ხატს უყურეთ.
აუცილებლად უნდა ილოცოთ და ჯვარი ხშირად გარდაისახოთ. ჯვარი ისეთივე საკეტია, როგორც კარებზე.
მკითხავებთან ნუ ივლით. სულს დაგიზიანებენ.
ჯადოქრები იცნობენ ღმერთს. ნეტავ თქვენც ისე ლოცულობდეთ, როგორც ისინი - ჩადენილი ბოროტებისგან შენდობას რომ ითხოვენ ბოლოს უფლისაგან.
ადრე ბოროტი სულები ტყეებში და ჭაობებში დაძრწოდნენ, რადგან ხალხი ეკლესიაში დადიოდა, პირჯვარს ხშირად იწერდა და სახლში ხატები და ჩაუქრობელი კანდელი ეკიდათ. ახლა კი დემონები მრავალ ადამიანში დამკვიდრდნენ მათივე ურწმუნობისა და ღვთის უარყოფის გამო...
აუცილებლად გარდასახეთ ჯვარი საჭმელს. ჯვრის ცხოველმყოფელი ძალით დაიცავით თავი.
მოგონებები
ერთხელ, ბავშვობაში დედამ უსინათლო გოგონას მოფერებისას უთხრა "ეჰ, ჩებო უბედურო შვილო". მატრონამ წამსვე უპასუხა: "მე არ ვარ უბედური".
მატრონას მეგობარი ზინაიდა ჟდანოვა (1993 წ. გამოსცა წიგნი " ნეტარი მატრონას ცხოვრება") თავის მოგონებებში იხსენებს მატრონასთან ერთ-ერთ საუბარს: "მატრონუშკა, რა საწყენია, რომ ვერ ხედავ სამყაროს სილამაზეს!". მატრონამ უპასუხა: " უფალმა ერთხელ ამიხილა თვალები და დამანახა სამყარო და მისი ქმნილება".
ზჟდანოვა იხსენებს, რომ აბსოლუტურად უსწავლელი მატრონა მას არქიტექტურაში დიპლომის დაცვაში დაეხმარა, რამაც ის ძლიერ გააკვირვა.
მატრონასთან ერთხელ საბჭოთა გენერლის ქალიშვილი მოიყვანს, რომელიც, როგორც გაირკვა ავი სულისგან იყო შეპყრობილი. გოგონა ყეფდა და ინერწყვებოდა. თავდაპირველად, ურწმუნო კომუნისტს გაგონაბაც კი არ უნდოდა მატრონასი, მაგრამ შვილის სიყვარულით დათანხმდა. გოგონა მატრონას დანახვისთანავე გაშეშდა; ნეტარი მატრონას ლოცვის და სამდღიანი ძილის შემდეგ კი სრულებით განიკურნა.

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა