შემოგვიერთდით facebook-ზე
განმარტება ეკლესიაში დამკვიდრებული წესების შესახებ, რომლებზეც ბიბლიაში არ წერია
13-11-2014, 21:43  /  ნახვა: 2992

ხშირად ისმევა კითხვები, იმ დამკვიდრებული წესების შესახებ, რაც ეკლესიებშია. მით უმეტეს, რომლებზეც ბიბლიაში საუბარი არ არის.
ცხადია, ყველაფერი, რაც უფალმა ასწავლა მოციქულებს და რაც სულთმოფენობის შემდეგ სული წმიდამ გამოუცხადა მათ, ისევე როგორც მათ მემკვიდრეებს, ვერ იქნებოდა წმიდა წერილში ჩაწერილი. ეკლესიაში დღეს არსებულ წესთაგან ნაწილი გადმოგვეცა მოციქულთა გადმოცემით, ნაწილი მათმა მემკვიდრეებმა, სული წმიდის მადლით განბრძნობილმა ეკლესიის დიდმა მოძღვრებმა დააწესეს ეკლესიის საჭიროების მიხედვით. მაგალითად, წმ. ბასილი დიდი ამბობს, რომ მოციქულთა გადმოცემიდან მომდინარეობს პირჯვრის გამოსახვა, აღმოსავლეთით ლოცვა, ნათლობის წყლის კურთხევა, კვირას და ზატიკის პერიოდში მუხლმოდრეკის გარეშე ლოცვა და სხვ.[1]
[1] წმ. ბასილი დიდი, სული წმიდის შესახებ, ამფილოქე იკონიელის მიმართ, თ.27.

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა