შემოგვიერთდით facebook-ზე

სასჯელაღსრულების სისტემაში C ჰეპატიტით დაავადებული პაციენტების მკურნალობა დაიწყო

პენიტენციურ სისტემაში C ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამის ფარგლებში პეგილირებული ინტერფერონის პირველი ინექცია გაკეთდა.

სპეციალურად მომზადებულმა პერსონალმა პაციენტებს მათთვის გასაგებ ენაზე აუცილებელი ინფორმაცია მიაწოდა, ეროვნული სტანდარტით გათვალისწინებული გამოკვლევები ჩაუტარა და მკურნალობისთვის მოამზადა. პროგრამის პირველი პაციენტი უვადო პატიმარია. მკურნალობის შედეგები 24 კვირაში გახდება ცნობილი.

პროგრამის კომიტეტმა, რომელშიც ექიმები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შედიან, პირველ სხდომაზე 9 პაციენტის მკურნალობაში ჩართვაზე მიიღო გადაწყვეტილება. უახლოეს პერიოდში იგეგმება კიდევ 100-125 პაციენტის ჩართვა მკურნალობაში. მკურნალობაში ჩართვა სპეციალური, ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე ხდება, რომელიც ჯანდაცვის და სასჯელაღსრულების მინისტრების მიერ არის დამტკიცებული და გამორიცხავს პროგრამის განხორციელების დროს უსამართლობას და სისტემაში ინფიცირებულ პირთა ხელოვნურად შემოდინებას მკურნალობის მიზნით.

პარალელურად სასჯელაღსრულების დაწესებულებებში C ჰეპატიტის ვირუსზე მასობრივი ტესტირება მიმდინარეობს, რომელიც 1 წლის განმავლობაში 10 000-ზე მეტ პატიმარს ჩაუტარდება.

C ჰეპატიტის პროგრამა სასჯელაღსრულების სისტემის ყველა დაწესებულებაში ხორციელდება და მკურნალობის დასაწყებად დაწესებულების შეცვლა საჭირო არ არის. 

 

 

 

10-03-2014, 17:12

სახალხო დამცველის განცხადება 

2013 წელი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის წლად გამოცხადდა, რამაც დიდი მოლოდინები და შესაბამისად ბევრი გამოწვევა მოიტანა. ყველაზე დიდი მიღწევა ამ მიმართულებით იყო გაეროს 2006 წლის  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის (UN CRPD) რატიფიცირება. კონვენციას საქართველომ ხელი მოაწერა 2009 წელს და მას შემდეგ სახალხო დამცველის არაერთი გამოსვლისა თუ ანგარიშის მოთხოვნა სწორედ მისი რატიფიცირება იყო. 2013 წლის 26 დეკემბერს პარლამენტმა 91 ხმით, ერთხმად მოახდინა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“, თანდართული დეკლარაციის გათვალისწინებით, რატიფიკაცია. 

გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის 33-ე მუხლის თანახმად, „მონაწილე სახელმწიფოები, მათი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი სისტემის შესაბამისად, ქვეყნის შიგნით ინარჩუნებენ, აძლიერებენ, ასახელებენ ან აყალიბებენ წინამდებარე კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და განხორციელების მონიტორინგისათვის აუცილებელ სტრუქტურას, რომელიც საჭიროების მიხედვით მოიცავს ერთ, ან რამდენიმე დამოუკიდებელ მექანიზმს. ასეთი სახის მექანიზმის დასახელებისა ან შექმნის შემთხვევაში, მონაწილე ქვეყნები მხედველობაში იღებენ ადამიანის უფლებების დაცვისა და პოპულარიზაციის ეროვნული ინსტიტუტების სტატუსსა და ფუნქციონირების პრინციპებს.“ 

22-01-2014, 12:43

პოლიციის თანამშრომელთა უფლებამოსილების გადამეტებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, არაერთ საქმეს განიხილავს , რომლებშიც ფიქსირდება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მიერ, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე წარმოებული, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები, გამოსაძიებლად  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისთვის იქნა გადაცემული. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადიგენის რაიონული სამმართველოს ცალკეული თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სისხლის სამართლის საქმე მამუკა მიქაუტაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტთან დაკავშირებით და სხვა. 
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 35-ე და 36-ე მუხლების თანახმად, საგამოძიებო და ტერიტორიულ საგამოძიებო ქვემდებარეობას საქართველოს მთავარი პროკურორის წარდგინებით განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დღეის მდგომარეობით, სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 07 ივლისის „სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე“ N34 ბრძანებით. აღნიშნული ბრძანების დანართის მე-2 პუნქტის თანახმად, პოლიციელის მიერ ჩადენილ დანაშაულთა თაობაზე სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება პროკურატურის გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას განეკუთვნება. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ხსენებული ბრძანების ამოქმედებამდე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 29 სექტემბრის ,,სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე“ N178 ბრძანება  პოლიციის თანამშრომლის მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას, ანალოგიურად, პროკურატურის გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიაკუთვნებდა.

17-09-2013, 15:44

კახეთში ადამიანის უფლებათა დამცველებმა პროექტის პრეზენტაცია გამართეს

გურჯაანში, პროექტის - „სახალხო დამცველის წარმომადგენლობის გაფართოება კახეთის რეგიონში სახალხო დამცველის საკონტაქტო პირის დანიშვნის გზით“ - პრეზენტაცია გაიმართა.  პროექტს, არასამთავრობო ორგანიზაცია - „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დაფინანსებით ახორციელებს.  პროექტის მიზანია, კახეთის რეგიონში, სახალხო დამცველის წარმომადგენლობის გაფართოება და სახალხო დამცველის ცენტრალურ ოფისთან ერთად, რეგიონში, ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა რეკომენდაციების მომზადება. 
პრეზენტაციას სახალხო დამცველის მოადგილე პაატა ბელთაძე,  ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის, ადამიანის უფლებათა ცენტრისა და კახეთის რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

12-09-2013, 12:10

 

 

უჩა ნანუაშვილი პიტერ ლანგენბერგს შეხვდა

 

2013 წლის 5 მარტს, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და სახალხო დამცველის მოადგილე პაატა ბელთაძე, ნიდერლანდების სამეფოს ელჩს პიტერ ლანგენბერგს შეხვდნენ.

 

5-03-2013, 17:54

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა