შემოგვიერთდით facebook-ზე
კახეთში ადამიანის უფლებათა დამცველებმა პროექტის პრეზენტაცია გამართეს
12-09-2013, 12:10  /  ნახვა: 2573

გურჯაანში, პროექტის - „სახალხო დამცველის წარმომადგენლობის გაფართოება კახეთის რეგიონში სახალხო დამცველის საკონტაქტო პირის დანიშვნის გზით“ - პრეზენტაცია გაიმართა.  პროექტს, არასამთავრობო ორგანიზაცია - „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დაფინანსებით ახორციელებს.  პროექტის მიზანია, კახეთის რეგიონში, სახალხო დამცველის წარმომადგენლობის გაფართოება და სახალხო დამცველის ცენტრალურ ოფისთან ერთად, რეგიონში, ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა რეკომენდაციების მომზადება. 
პრეზენტაციას სახალხო დამცველის მოადგილე პაატა ბელთაძე,  ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის, ადამიანის უფლებათა ცენტრისა და კახეთის რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

სახალხო დამცველის მოადგილემ პაატა ბელთაძემ, დამსწრე საზოგადოებას სახალხო დამცველის საკონტაქტო პირი ლია ხუროშვილი და მისი თანაშემწე ნათია მინაშვილი წარუდგნა. თან ზემოაღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ რეგიონში საკონტაქტო პირის არსებობა გაცილებით ეფექტურს გახდის კახეთში სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობას და  გაზრდის მოსახლეობის ხელმისაწვდომობას ადამიანის უფლებების შესახებ ინფორმაციის მიღებისა და დარღვევებზე რეაგირების კუთხით.

კახეთის რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, დადებითად შეაფასეს, რეგიონში, სახალხო დამცველის საკონტაქტო პირის დანიშვნის ფაქტი და თანამშრომლობლობის სურვილი გამოთქვეს. როგორც ინფორმაციის გაცვლის, ასევე უფლებადარღვევის ფაქტებზე ერთობლივი რეაგირების მიმართულებით.
 

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა