შემოგვიერთდით facebook-ზე

სამართალდამცველებმა წყალტუბოში უცნობი მამაკაცი იპოვეს
2013 წლის 3 ოქტომბერს, შსს-ს საპატრულო დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვენეთის სამხარეო მთავარი სამმრთველოს წყალტუბოს რაიონული სამმრთველოს თანამშრომლებმა, წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანებში გამავალ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, დაახლოვებით 35-დან 45 წლამდე ასაკის უცნობი მამაკაცი იპოვეს, რომელიც ვერ ასახელებს თავის ვინაობას, სავარაუდოდ სმენის და მეტყველების პრობლემა აქვს.
გარეგნობის აღწერილობა: ,,ქართული იერსახის, თხელი აღნაგობის, სუსტი პირისახის, დაახლოებით 1,80 მ სიმაღლის, ჭაღარაშერეული შავი, მოკლე, შეთხელებული თმით, შავი წვრილი რკალისებრი წარბებით, სწორი ცხვირით, თაფლისფერი თვალებით.
განსაკუთრებული ნიშნები: არ აღენიშნება.
ტანთ აცვია: მოთეთრო ფერის სპორტული ფეხსაცმელი, თეთრი ფერის შარვალი, ლურჯი ფერის თეთრზოლიანი გრძელსახელოიანი პერანგი და შავი ფერის ტყავის ქურთუკი ელვაშესაკრავით.“
აღნიშნული პიროვნების ამოცნობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ წყალტუბოს რაიონულ სამმართველოს შემდეგ ნომრებზე: 577 526618, 577 529897.

9-10-2013, 15:17

პოლიციამ ორი ძებნილი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობისთვის ძებნილი, 1981 წელს დაბადებული მირზა მ. და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და ყაჩაღობისთვის ძებნილი, 1987 წელს დაბადებული ირაკლი მ. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში დააკავეს.
დაკავებულები საქართველოში უკრაინის რეისით ჩამოფრინდნენ. ორივე ბრალდებული ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, 2008 წლიდან იძებნებოდა. სასამართლომ მირზა მ-ს 4 წლისა და 9 თვის ვადით, ხოლო ირაკლი მ-ს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.
ორივე მსჯავრდებული, ამ დროისთვის სასჯელაღსრულების მე-2 დაწესებულებაშია მოთავსებული.

9-10-2013, 12:30

„ქურდული სამყარო“-ს წევრობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მე-2 მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 1990 წელს დაბადებული ბექა თ. ე.წ. „ქურდული სამყარო“-ს წევრობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული აღიარებს ე.წ. „ქურდულ სამყარო“-ს და მისი აქტიური წევრია. მას ურთიერთობა ჰქონდა პატიმრობაში და საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. „ქურდული სამყარო“-ს წევრებთან.

20-09-2013, 12:34

შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შსს-ს ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1957 წელს დაბადებული სულიკო ლ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ქობულეთში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ქობულეთის რაიონის სოფელ ალამბარში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს: „მაკაროვი“-ს სისტემის მაყუჩიანი პისტოლეტი, 3 ხელნაკეთი პისტოლეტი, „ა-კა-ემ“-ის მოდელის ავტომატის 4 მჭიდი, „ერ-გე-დე“-ს ტიპის ერთი ხელყუმბარა, „ეფ 1“-ის ტიპის ერთი ხელყუმბარა, დენთის 234 ცალი ფეთქებადი ჩხირი და სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღის 199 საბრძოლო ვაზნა.

20-09-2013, 12:30

საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა მოქალაქე სიკვდილს გადაარჩინა
პატრულ-ინსპექტორმა ილია სულაკაძემ 1985 წელს დაბადებული გოდერძი იობიძე სიკვდილს გადაარჩინა. გოდერძი იობიძე ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე, რესტორან ,,რივერ საიდთან” მდებარე ხიდიდან მდინარე რიონში თვითმკვლელობის მიზნით გადახტა. ამ ფაქტს პატრულ-ინსპექტორი ილია სულაკაძე შეესწრო. ის დაუყოვნებლივ მივიდა შემთხვევის ადგილზე და მდინარე რიონიდან მოქალაქე ამოიყვანა.
ადგილზე გამოცხადდა სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ბრიგადა. გოდერძი იობიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

18-09-2013, 14:03

შინაგან საქმეთა მინისტრმა „არჩევნების პერიოდში შსს-ს მოსამსახურეთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია“ დაამტკიცა
2013 წლის 27 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. ამასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა „არჩევნების პერიოდში შსს-ს მოსამსახურეთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის“ დამტკიცების შესახებ ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა. ბრძანება ძალაში შევიდა ხელმოწერისთანავე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო პატივს სცემს თითოეული ადამიანის კონსტიტუციურ უფლებას, განახორციელოს თავისუფალი არჩევანი. ძალზე მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეებმა თავიანთი საარჩევნო უფლება გამოიყენონ უსაფრთხო და მშვიდობიან გარემოში, სადაც არ იქნება არავის, მით უმეტეს, შსს-ს მოსამსახურეების მხრიდან ზეწოლა და ძალადობა. შსს-ს თითოეული თანამშრომელი უნდა აცნობიერებდეს, რომ არჩევნების პროცესისთვის ნებისმიერი ფორმით ხელის შეშლა ისჯება კანონით. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საარჩევნო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს იმ გარემოებას, რომ საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შემთხვევებში მოთხოვნილი და გამოყენებული სანქციები დარღვევის პროპორციული იყოს.

13-09-2013, 13:54

ძებნილი სერგო გოგოლაძე ესპანეთში დააკავეს
თბილისის და მადრიდის ინტერპოლის ბიუროების თანამშრომლობის შედეგად საქართველოს მოქალაქე სერგო გოგალაძე ესპანეთში დააკავეს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მიერ სხეულის განზრახ მძიმე და მსუბუქი ხარისხის დაზიანებისთვის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის იძებნებოდა.

11-09-2013, 16:20

საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები
საზოგადოებრივი ინტერესის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ პირთა შესახებ სტატისტიკური მონაცემების ყოველთვიურ განსაჯაროებას.
2013 წლის აგვისტოს თვე 770 608 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2012 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 28,2 %-ით მეტია.
რაც შეეხება მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს ინტერვალს, დასახელებულ შუალედში ჯამურმა რაოდენობამ 3 568 518 ვიზიტი შეადგინა, რაც 26,4%-ით მეტია 2012 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, მონაცემთა ურთიერთმიმართება შემდეგია:

11-09-2013, 13:42

ქობულეთში პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
შსს-ს ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული, წარსულში, რამდენჯერმე ნასამართლევი კორნელი მ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა, კორნელი მ. ქობულეთის რაიონის სოფელ ცეცხლაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ოპელი“-ს მარკის ავტომანქანით გადაადგილებისას დააკავეს. ავტომანქანის ჩხრეკისას „ა-კა-ემ“-ის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი მჭიდი და 29 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე (სსსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით) მიმდინარეობს.

11-09-2013, 13:32

პოლიციამ მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს ადიგენის რაიონული სამმართველოს და დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1970 წელს დაბადებული გენადი გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა, ადიგენის რაიონის სოფელ ხევაშენში, ფერსათის მთის ფერდობზე მდებარე საზაფხულო საძოვარზე, წარსულში, არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1970 წელს დაბადებულ ჯემალ სულაბერიძეს, სანადირო თოფიდან გასროლით თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ადგილზე გარდაიცვლა.

11-09-2013, 13:23

პოლიციამ სხვადასხვა ტიპის უკანონო ცეხლსასროლი იარაღი და საბრძლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1961 წელს დაბადებული დიმიტრი ჩ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

10-09-2013, 15:48

ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქობულეთის რაიონის მუნიციპალიტეტის სამხედრო გაწვევის, აღრიცხვისა და მობილიზაციის სამსახურის თანამშრომელი, 1956 წელს დაბადებული ლევან სურმანიძე, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ლევან სურმანიძემ, მასზე კანონით მინიჭებული უფლებამოსილების დარღვევით და პირადი გამორჩენის მოტივით, ამავე რაიონში სამხედრო აღრიცხვაზე მყოფ მოქალაქეს, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების სანაცვლოდ მოსთხოვა და ქრთამის სახით გამოართვა 200 ლარი.

10-09-2013, 15:42



მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა