შემოგვიერთდით facebook-ზე
ძებნილი სერგო გოგოლაძე ესპანეთში დააკავეს
11-09-2013, 16:20  /  ნახვა: 2079

თბილისის და მადრიდის ინტერპოლის ბიუროების თანამშრომლობის შედეგად საქართველოს მოქალაქე სერგო გოგალაძე ესპანეთში დააკავეს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მიერ სხეულის განზრახ მძიმე და მსუბუქი ხარისხის დაზიანებისთვის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის იძებნებოდა.
გამოძიების მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებულმა 2008 წლის 18 ივლისს სოფელ ქვიშხეთში თანამზრახველთან ერთად, ურთიერთშელაპარაკებისას, „ტე-ტე“-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან ორ მოქალაქეს რამდენიმე გასროლით სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიაყენა.
ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და საქართველოს საზღვარი გადაკვეთა.
სამართალდამცველებმა ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნაში მყოფი სერგო გოგალაძე მიმდინარე წლის 10 სექტემბერს ესპანეთში დააკავეს. ამჟამად დაკავებულის მიმართ წინა საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა