შემოგვიერთდით facebook-ზე

ავტორი
მეგი მაჭარაშვილი
,,დიოგენეში“ ნიკა ჩერქეზიშვილის პოეზიის საღამო გაიმართა

წიგნის მაღაზია  „დიოგენეში“ თანამედროვე პოეტის ნიკა ჩერქეზიშვილის საღამო გაიმართა.
პოეზიის საღამოს უამრავი ადამიანი ესწრებოდა, ძირითად ნაწილს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები შეადგენდნენ.
პოეზიის საღამოს ორგანიზატორი გახლდათ ზურა ჯიჯიაშვილი.
,,გამომცემლობა „დიოგენე“ ოცდამესამე წელია, ყოველ პარასკევს, მოწვეულ სტუმართან ერთად ლიტერატურულ საღამოს აწყობს. ნიკა ჩერქეზიშვილის პოეზიის საღამოებზე ყოველთვის ხალხმრავლობაა. აქამდე ნიკა ჩევნთან შეხვედრას ვერ ახერხებდა. ძალიან ბევრი ადამიანისგან იყო მოთხოვნა, რომ მოგვეწვია.“ – განაცხადა პოეზიის საღამოს ორგანიზატორმა.
,,მოგესალმებით ყველას, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მინდა გითხრათ, რომ სულ არ ვგრძნობ თავს ისე, როგორც თევზი წყალში. არაფრის თქმა შემიძლია, გარდა იმისა , რომ  პოეზია ჩემთვის ყველაფერია.“ - აღნიშნა პოეტმა ნიკა ჩერქეზიშვილმა.

 

 

3-12-2013, 17:32

ავტორი

თინათინ რეხვიაშვილი

სამოთხე დედამიწაზე

პოეტი, დიპლომატი და საქველმოქმედო ფონდ ,,კეთილსოფლის“ პრეზიდენტი მიხეილ ტყებუჩავა,  ლექსებს 22 წლის ასაკიდან წერს. ახლა ცხრა კრებულის ავტორია, მათგან  ერთ-ერთი ათას სტროფიანი პოემაა, რომელსაც ,,წამის ათასწლეული“ ჰქვია. პირველი ლექსი მთა-თუშეთიდან ჩამოსვლის შემდეგ დაწერა, მაშინ, როცა ,,ივერის ღვთისმშობლის“ ხატის ასლი მთელ საქართველოში მოგზაურობდა. მისპირველ ლექსს სახელად ,,სამოთხე დედამიწაზე" ჰქვია.

- რატომ გადაწყვიტეთ, საკუთარი სახლის სადარბაზოში, სამლოცველოს და ბიბლიოთეკის გაკეთება?
- ეს ისტორია 7 წლის წინ დაიწყო. ყველაფერი ლიფტში ჩამსხვრეული სარკით დაიწყო, რომელიც ჩემს სადარბაზოში მოხდა. ამას მავნებელი ცელქი ბავშვები ჩადიოდნენ. ერთ დღეს, ექსპერიმენტისთვის, ჩამსხვრეული სარკის ადგილას, ათი მცნება ჩამოვკიდე, რის შემდეგაც მას ხელი აღარავინ მოკიდა. ათი მცნების გვერზე პატარა ამონარიდები დავკიდე და ბაგრატიონთა გენეოლოგია, სადარბაზო მუზეუმად გადაიქცა. შემდეგ პატარა სამლოცველო გავაკეთე, რომელიც 24 საათი ღიაა. კვირაში ერთხელ პარაკლისი ტარდება და სამლოცველო ექვთიმე ღვთისკაცის (თაყაიშვილის) სახელს ატარებს. ასევე, გავაკეთე ბიბლიოთეკა, სადაც უკვე 2000-მდე წიგნია დაცული, ბიბლიოთეკა ილია მართლის (ილია ჭავჭავაძის) სახელობისაა. რაც ყველაზე სასიხარულოა, წიგნები არ იკარგება, კითხულობენ და ისევ უკან აბრუნებენ. ჩვენ სრულ ნდობას ვუცხადებთ ხალხს, იმიტომ, რომ კეთილ ადამიანებს, არაერთი საინტერესო წიგნი უჩუქებიათ ბიბლიოთეკისათვის.

22-10-2013, 17:23

ავტორი
სოფო ხვიბლიანი
პოეზიით გაჭირვებულებს ვეხმარებით
გიორგი მოსიაშვილი: ყველა ადამიანი ღვთის შემოქმედია, ღმერთი კი სიყვარული. ჩემთვის პოეზია   მთელი ცხოვრებაა და არა უბრალოდ გატაცება. პოეზია ყველა ადამიანს აღამაღლებს,  ლექსის წერის ნიჭი ნებისმიერ ადამიანში ბუდობს, უბრალოდ, მისი პოვნა და გაღვივებაა საჭირო.

31-05-2013, 17:40

 

ესეების კონკურსი აზერბაიჯანში კახისა და ბელაქნის რაიონებში

 

2013 წლის 28 თებერვალს დაიწყო საზოგადოება ქურმუხელის კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი, სახელწოდებით - "ესეების კონკურსი", რომელიც ჩატარდა აზერბაიჯანში კახისა და ბელაქნის რაიონებში მოქმედ შვიდ ქართულ საშულო სკოლაში. სპეციალურად ამ კონკურსისათვის შექმნილმა კომისიამ 20-მდე თემა შეარჩია. თითოეულ სკოლაში შევიდა სამი თემა, საიდანაც ბავშვებს უნდა აერჩიათ ერთი სასურველი თემის სათაური და სათაურში მოცემული სტრუქტურის მიხედვით დაეწერათ თემა. აღნიშნულ პროექტში 100-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

6-03-2013, 12:00

დრო საათზე იყურება,

რადგან დროში იწურება,

ცოტა ხშირად უნდა სცადო, 

რომ ცხოვრება გამოსცადო. 

ამ სიტყვების ავტორი ახალგაზრდა პოეტი - ბაჩო ზაქაიძეა, რომელიც დიდი ხანი არ არის, რაც წერს. თუმცა  უკვე წარმატებებს მიაღწია. რაც მისმა ორიგინალურმა სტილმა და კითხვის მანერამ მოუტანა. ვნახოთ  რა გეგმები აქვს...

25-02-2013, 16:02

უკან1 2 წინ


მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა