შემოგვიერთდით facebook-ზე
იური ვაზაგაშვილს ნაღმი საფლავზე ყვავილების ქვეშ დაუდეს, პროკურატურამ გამოძიება მკვლელობის ფაქტზე დაიწყო
20-01-2015, 18:05  /  ნახვა: 2003

იური ვაზაგაშვილს ნაღმი საფლავზე ყვავილების ქვეშ დაუდეს, პროკურატურამ გამოძიება მკვლელობის ფაქტზე დაიწყოიური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით (109-ე მუხლით) დაიწყო. ტარდება პირველადი და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები. მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება.
დღეს კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის სასაფლაოსთან მომხდარი აფეთქებისას ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი გარდაიცვალა. აფეთქების შესახებ ორი ვერსია ვრცელდება; რომ ვაზაგაშვილმა თავი აიფეთქა და ტერიტორია დანაღმული იყო, რის გამოც აფეთქება შედეგად მოხდა. ცხედარი ამ დრომდე პროზექტურაში გადასვენებული არ არის. გარდაცვალების ადგილას ჩავიდნენ მისი ახლობლები და ოჯახის წევრები, რომლებიც მის განზრახ მკვლელობაზე საუბრობენ, ისინი ამბობენ რომ ნაღმი ყვავილების ქვეშ, საფლავზე იყო დადებული.

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა