ქართული პოლიტიკური კვირები ერთმანეთს წვიმის წვეთებივით ჰგვანან. პოზიცია და ოპოზიცია ,,საქმიან–ენერგიულად" ჩხუბობენ, ხალხი კი უკეთეს მეოთხე წელს ელოდება. მოკლედ ბევრი არაფერი იცვლება, გარდა ლარის საგანგაშო კურსის დაცემისა და ქვეყნის ეკონომიკური დაქცევისა, რასაც ჩემი ,,პოეტურ–პოლიტ–ეკონომიკური შემოქმედების" მოზღვავებული ,,მუზა" ვერსად გაექცა...
უკვე რამდენიმე დღეა ლარის კურსი მკვეთრად ეცემა. ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, ერთი დოლარის ღირებულება 1 ლარსა და 82 თეთრს შეადგენს. ბოლო ერთ კვირაში, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 3,2%-ით გაუფასურდა.
შარშან, წლის ბოლოს, ლარის კურსის ვარდნა ასევე დაფიქსირდა, თუმცა ეროვნულმა ბანკმა გასულ წელს კურსის ვარდნის პროცესი 1,79 მეასედის მიდამოებში შეაჩერა. შარშან ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად ეკონომიკის დაბალი ტემპი და წლის ბოლოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფულის ერთბაშად
დეკლარირების პროცესის მიმდინარეობაზე დაკვირვება ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების პროცესისადმი არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე rs.ge შეიქმნა ახალი აპლიკაცია სახელწოდებით „დაუბეგრავი მინიმუმის რეგისტრირებული დეკლარაციების რაოდენობა“. აპლიკაციის მეშვეობით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება აქვს რეალურ დროში ადევნოს თვალყური დეკლარირების პროცესს და მიიღოს უახლესი ინფორმაცია დეკლარირებული განაცხადების რაოდენობის, ასევე დაუბეგრავი მინიმუმის ფარგლებში დაბრუნებული თანხის ოდენობის შესახებ. განაცხადების რაოდენობა ყოველ 5 წამში იცვლება, ინფორმაცია დაბრუნებული თანხის შესახებ კი ყოველ ნახევარ საათში ახლდება.