უკვე რამდენიმე დღეა ლარის კურსი მკვეთრად ეცემა. ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, ერთი დოლარის ღირებულება 1 ლარსა და 82 თეთრს შეადგენს. ბოლო ერთ კვირაში, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 3,2%-ით გაუფასურდა.
შარშან, წლის ბოლოს, ლარის კურსის ვარდნა ასევე დაფიქსირდა, თუმცა ეროვნულმა ბანკმა გასულ წელს კურსის ვარდნის პროცესი 1,79 მეასედის მიდამოებში შეაჩერა. შარშან ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად ეკონომიკის დაბალი ტემპი და წლის ბოლოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფულის ერთბაშად ხარჯვა დასახელდა. ოფიციალური ვერსია, რამ გამოიწვია წლევანდელი ვარდა, უცნობია, ეროვნულ ბანკს ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია. ექსპერტების თქმით, დღევანდელი კურსი ყველაზე მაღალია 2010 წლის შემდეგ, როდესაც 1 დოლარის ღირებულებამ 1 ლარსა 88 თეთრს გადააჭარბა.