შემოგვიერთდით facebook-ზე

იუსტიციის სასწავლო ცენტრში ხუთდღიანი ტრენინგი „მოწმის გამოკითხვა“ დაიწყო

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში ხუთდღიანი ტრენინგი „მოწმის გამოკითხვა“  დაიწყო.  ღონისძიება  იუსტიციის
მინისტრის მოადგილე -ალექსანდრე ბარამიძემ  გახსნა. 

პროგრამის მიზანი პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის − „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ − განსაზღვრული მოწმის დაკითხვის ახალი პროცედურების ამოქმედებამდე საჭირო ტრენინგების განხორციელებაა. სასწავლო პროგრამა სახელმწიფო წარმომადგენელთა ეფექტიანი კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარებას   შეუწყობს ხელს და,  კანონით დადგენილი წესის შესაბამისად,  პოტენციურ მოწმეებთან  პროფესიულ კომუნიკაციას უზრუნველყოფს.

ტრენინგს ამერიკელი ექსპერტები უძღვებიან. პროგრამის პირველი ეტაპის ფარგლებში 140-მდე სახელმწიფო წარმომადგენელი გადამზადდება. მათ შორის,  პროკურატურის,   შსს-სა და ფინანსთა სამინისტროს გამომძიებლები. პროგრამის მეორე ეტაპზე გადამზადების დროს შერჩეული 40 ტრენერი მოწმეთა გამოკითხვის ახალ პროცესთან დაკავშირებით შესაბამის სტრუქტურებში დასაქმებული   გამომძიებლების  გადამზადებას უზრუნველყოფს.

მოწმეთა გამოკითხვის პროგრამის პირველი ეტაპის ფარგლებში ტრენინგები აპრილის ბოლომდე გაგრძელდება, ხოლო მეორე ეტაპი − 2014 წლის ბოლომდე.

იუსტიციის სასწავლო ცენტრი მოწმეთა გამოკითხვის პროგრამის ადმინისტრირებასა და კოორდინაციას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროსა და ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით უზრუნველყოფს.
 

21-10-2013, 14:17

უშიშროების საბჭოს აპარატის განცხადება გაყალბებულ ელექტრონულ მიმოწერასთან დაკავშირებით
სოციალურ ქსელებში გავრცელდა  ელექტრონული ფოსტის "სქრინშოტები", რომლებიც თითქოსდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიასა და ავტორიტეტული ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია Greenberg Quinlan Rosner Research-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯერემი როზნერის მიმოწერას ასახავენ. ამასთან დაკავშირებით გვინდა განვაცხადოთ, რომ აღნიშნული მიმოწერა გაყალბებულია, ხოლო მიმოწერაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართები არც ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს და არც ჯერემი როზნერს არ ეკუთვნით.
 

 

21-10-2013, 13:55

ავტორები

თეონა ამბროლიანი

ვერიკო ბუბუტეიშვილი

ამნისტიით გათავისუფლებულს ქურდობისთვის ისევ ასამართლებენ

თბილისის საქალაქო სასამართლომ, მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას თავჯდომარეობით, გიორგი ქვაჭრელიშვილის საქმე განიხილა, რომელიც სსკ-ს 177 მუხლის II ნაწილის „ა, ბ“ ქვ/პ და III ნაწილის „დ“ ქვ/პ სამართლდება. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს, ქურდობის ფაქტს, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. განსასჯელმა, ასევე ჩაიდინა სსკ-ს 125 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, ცემის  ან სხვაგვარი ძალადობის ფაქტი, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი  გამოიწვია და ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასოციდან ასოთხმოც საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტ თვემდე, ანდა ტუსაღობით ვადით ორ თვემდე.

განსასჯელის ადვოკატმა გელა ტყეშელაშვილმა, ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ განსასჯელი ახლადგაცნობილ მეგობართან ერთად, თბილისის ერთ-ერთ პარკში წავიდა, სადაც სვამდნენ და მოუვიდათ უთანხმოება. შემდეგ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა დაზარალებულს სცემა, შემთხვევის ადგილიდან კი საფულე და ტელეფონი წამოიღო, სადაც 280 ლარის ოდენობით თანხა იყო. დაკავების დროს არ აღმოაჩნდა მას არც საფულე და არც ტელეფონი, რადგან ფულის მითვისების შემდეგ ორივე ნივთმტკიცება გაანადგურა. მან დაკავებისთანავე აღიარა დანაშაული.

19-10-2013, 21:24

პრობაციონერები კონცერტს დაესწრნენ
წრნენთელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატული თეატრის მიწვევით, კახეთის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფი არასრულწლოვანი პირობით მსჯავრდებულები კლასიკური მუსიკის კონცერტს დაესწრნენ. თელავში, კულტურული კვირეულის, „შემოდგომის ფესტივალის“ ფარგლებში გამართულმა წარმოდგენამ, რომელშიც პიანისტი ელისო ვირსალაძე და სხვა ცნობილი მუსიკოსები მონაწილეობდნენ, მოზარდების დიდი მოწონება დაიმსახურა.

თეატრის დირექციამ პრობაციონერები წარმოდგენებზე სამომავლოდაც მიიწვია.

პრობაციის ეროვნული სააგენტო არასრულწლოვანი პრობაციონერებისთვის ხშირად მართავს კულტურულ-შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებებს, რაც მათ ღირებულებათა გადაფასებასა და რესოციალიზაციაში ეხმარება.
 

 

16-10-2013, 16:07

შსს-მ საბრძოლო მასალა ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, 1974 წელს დაბადებული ზაზა ქ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან „ჩე-ზე“-ს ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის 65 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე (სსსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით) მიმდინარეობს.

16-10-2013, 15:37

თეა წულუკიანი: „საზღვრისპირა სოფლებში მიწების დარეგისტრირება სწრაფი ტემპით მოხდება“ 
იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, საზღვრისპირა სოფლებში  მიწების დარეგისტრირების პროცესი სწრაფი  ტემპით წარიმართება. მინისტრმა განცხადება გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირებისათვის შექმნილი დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.
„ჩვენ ამ პროცესებში დროებითი კომისიის შექმნამდე, მავთულხლართების მოწყობის მომენტიდან, ვართ ჩართული, როგორც ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილე ერთ-ერთი უწყება, მაგრამ ახლა კიდევ უფრო მეტი აქტივობით ჩავერთეთ. ყველა უწყებას საერთო საქმეში თავისი წვლილი შეაქვს. ჩვენი წვლილი კი მდგომარეობს იმაში, რომ საჯარო რეესტრმა მიიღოს გადაწყვეტილება, საზღვრისპირა სოფლებში, იქ, სადაც მოსახლეობას დარეგისტრირებული არ აქვს საკუთარი მამაპაპისეული მიწები, სწრაფი ტემპით აღვრიცხოთ“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

16-10-2013, 14:54

საფრანგეთში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი დავით კეზერაშვილი დააკავეს
მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს, პარიზის და თბილისის ინტერპოლის ბიუროების თანამშრომლობის შედეგად, საფრანგეთში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი 1978 წელს დაბადებული დავით შოთას ძე კეზერაშვილი დააკავეს.
დავით კეზერაშვილს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ქვეპუნქტით, 214-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რაც გულისხმობს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ქრთამის აღებას, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საბაჟო წესების დარღვევას, რამაც განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ზარალი გამოიწვია, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ფულის გათეთრებას და უკანონო შემოსავლის მიღებას, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ დიდი რაოდენობით მითვისება-გაფლანგვას.
დავით კეზერაშვილს ჯერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის უფროსის, ხოლო შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ეკავა, რასაც ბოროტად იყენებდა, აღნიშნული დანაშაულების ჩადენის მიზნით.
ამჟამად საფრანგეთის პროკურატურის მიერ, დავით კეზერაშვილის მიმართ, კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს.

15-10-2013, 14:34

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ საჩივარზე გადაწყვეტილება 2014 წელს გამოცხადდება

სტრასბურგის სასამართლოში, საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ საჩივარზე, გადაწყვეტილება, 2014 წლის განმავლობაში გამოცხადდება. ეს პასუხი იუსტიციის სამინისტრომ, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს წარმოადგენს სტრასბურგის სასამართლოში, მას შემდეგ მიიღო, რაც იუსტიციის მინისტრი საჩივრის ბედით დაინტერესდა და სტრასბურგის სასამართლოს შეახსენა, რომ საქმეზე ზეპირი განხილვა, ჯერ კიდევ 2012 წლის ივნისში იყო დასრულებული. სტრასბურგის სასამართლოს წერილში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ რატომ დაგვიანდა გადაწყვეტილების გამოქვეყნების პროცესი.

რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივ დეპორტაციასთან დაკავშირებით, საქართველომ სახელმწიფოთაშორისი საჩივარი რუსეთის წინააღმდეგ, სტრასბურგში 2007 წლის მარტში შეიტანა. 2009 წლის 16 აპრილს, გაიმართა ზეპირი განხილვა საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, რომელშიც ქართული და რუსული მხარეები მონაწილეობდნენ. 2009 წლის 30 ივნისს, სასამართლომ, საქართველოს საჩივარი დასაშვებად ცნო და საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ის განსახილველად  სასამართლოს დიდ პალატას გადასცა.

15-10-2013, 14:21

თბილისში ნარკორეალიზატორები დააკავა
თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1969 წელს დაბადებული მალხაზ ნ. და 1965 წელს დაბადებული გიორგი ე. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები სისტემატურად ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას. სამართალდამცველებმა მათი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, რეალიზაციის შედეგად მიღებული ორი ათასი ლარი, შვიდასი დოლარი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება ,,ბუპრენორფინი“-ს შემცველი ნარკოტიკი ამოიღეს.
ექსპერტიზის დასკვნით, სულ ამოღებულია 52 აბი და 55 ნატეხი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც 0,6283 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება „ბუპრენორფინ“-ს შეიცავს.
ნარკოლოგიური შემოწმებით ორივე დაკავებულს ,,ბუპრენორფინის" მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს).

15-10-2013, 14:05

პატრულმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.
სამართალდამცველებმა „მიცუბიში“-ს მარკის ავტომანქანა, წერეთლის გამზირზე მოძრაობის წესების დარღვევისთვის გააჩერეს, რომელსაც 1988 წელს დაბადებული გიორგი გ. მართავდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, მძღოლის ქმედება საეჭვოდ მიიჩნიეს და მას ავტომანქანიდან გადმოსვლა მოსთხოვეს. მანქანიდან გადმოსულმა გიორგი გ-მ საეჭვო ნივთი ქუჩაში გადააგდო.
სამართალდამცველებმა, ადგილზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, „ვალტერი“-ს ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი მჭიდი და 6 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე (სსსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით) მიმდინარეობს.

15-10-2013, 14:01

ქმარმა ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, 1968 წელს დაბადებული კობა თ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ქუთაისში, ეჭვიანობის ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლე - 1975 წელს დაბადებული მედეა ა. დანით სასიკვდილოდ დაჭრა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. გარდაცვლილს ზურგის არეში ორი შემავალი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
სამართალდამცველებმა, ბრალდებული ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად ქუთაისში დააკავეს.
დანაშაულის იარაღი – დანა, ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე (სსსკ–ის 108–ე მუხლით) მიმდინარეობს.

14-10-2013, 15:22

სამართალდამცველებმა წყალტუბოში უცნობი მამაკაცი იპოვეს
2013 წლის 3 ოქტომბერს, შსს-ს საპატრულო დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვენეთის სამხარეო მთავარი სამმრთველოს წყალტუბოს რაიონული სამმრთველოს თანამშრომლებმა, წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანებში გამავალ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, დაახლოვებით 35-დან 45 წლამდე ასაკის უცნობი მამაკაცი იპოვეს, რომელიც ვერ ასახელებს თავის ვინაობას, სავარაუდოდ სმენის და მეტყველების პრობლემა აქვს.
გარეგნობის აღწერილობა: ,,ქართული იერსახის, თხელი აღნაგობის, სუსტი პირისახის, დაახლოებით 1,80 მ სიმაღლის, ჭაღარაშერეული შავი, მოკლე, შეთხელებული თმით, შავი წვრილი რკალისებრი წარბებით, სწორი ცხვირით, თაფლისფერი თვალებით.
განსაკუთრებული ნიშნები: არ აღენიშნება.
ტანთ აცვია: მოთეთრო ფერის სპორტული ფეხსაცმელი, თეთრი ფერის შარვალი, ლურჯი ფერის თეთრზოლიანი გრძელსახელოიანი პერანგი და შავი ფერის ტყავის ქურთუკი ელვაშესაკრავით.“
აღნიშნული პიროვნების ამოცნობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ წყალტუბოს რაიონულ სამმართველოს შემდეგ ნომრებზე: 577 526618, 577 529897.

9-10-2013, 15:17



მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა