რუსები რომ ყველაფერში გამორჩეულად ,,მაგრები" არიან, ამ ვიდეოდანაც ჩანს... დაქორწინდნენ, იქეიფეს და სანახაობაც აჩვენეს... მოკლედ ჩხუბიც კი სახალისო და ,,განსაკუთრებული" აქვთ!!!
ახლახანს, მეტროსადგურ ,,ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორია მგზავრებს სასწრაფოდ დაატოვებინეს. მოარული ხმებით პრობლემა მეტროსადგურ ,,სამას არაგველსა“ და ,,ავლაბრის“ ტერიტორიაზე არსებობს, თუმცა ზუსტ ინფორმაციაზე არავინ საუბრობს. ბოლოდროინდელი გახშირებული შემთხვევებით, ფაქტია, რომ მეტრო მგზავრებისთვის არასაიმედო გადაადგილების საშუალებად იქცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები ქალაქ ქუთაისში დევნას ახორციელებდნენ ქურდობის ფაქტზე მხილებული მირზა ბ-ს მიმართ. აღნიშნული პირი არ დაემორჩილა სამართალდამცველების მოთხოვნას, მათ წინააღმდეგობა გაუწია და საკუთარი ავტომობილით სცადა პოლიციელებს დაჯახებოდა. ამის შემდეგ პოლიციის თანამშრომელმა მირზა ბ-ს მანქანის მიმართულებით გასროლა მოახდინა, რასაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოჰყვა. მირზა ბ. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
ღირსი მამა არსენ იყალთოელი XI-XII საუკუნეების მიჯნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მოღვაწე, მთარგმნელი, ენციკლოპედისტი, ჰიმნოგრაფი და ფილოსოფოსი იყო. დავით რექტორი წერს: "ესე არსენ იყო გვარად ვაჩნაძე, იბადის ძე, კაცი ბრძენი და მეცნიერი და ელინურისა ენისა ზედმიწევნილი. აქუნდა შკოლა იყალთოს მონასტერსა და იყო მოძღვარი სამეცნიერო დავით აღმაშენებლისა მეფისა". ღირსი მამის ცხოვრება დაწვრილებით არ შემონახულა, ვიცით მხოლოდ, რომ ის იყო უმცროსი თანამედროვე ღირსი ეფრემ მცირისა.
მას საფუძვლიანი და ღრმა განათლება კონსტანტინე მონომახის მიერ დაარსებულ მანგანის აკადემიაში მიუღია, სადაც უთარგმნია თავისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თხზულება, გიორგი ჰამარტოლის "ხრონოგრაფი", რომელიც ცხრა წიგნისაგან შედგება და მოგვითხრობს ისტორიას ადამიდან თეოდოსი დიდის (379-395) მეფობამდე. აქვე, მანგანის მონასტერში თარგმნა არსენმა დოგმატურ-პოლემიკური ხასიათის კრებული, რომელსაც ქართულ მწერლობაში "დოგმატიკონი" ეწოდება. შემდეგ არსენი შავ მთაზე წავიდა და მოღვაწეობა ღირსი ეფრემ მცირის ხელმძღვანელობით დაიწყო. ეფრემის გარდაცვალების შემდეგ არსენმა დატოვა შავი მთა, ისევ მანგანის მონასტერში დაბრუნდა და გააგრძელა მთარგმნელობითი მოღვაწეობა.
ღირსი შიო მღვიმელი (VI), ცამეტ ასურელ მამათაგანი, ანტიოქიელი იყო. მისმა მშობლებმა, ღვთისმოსავმა აზნაურებმა, მშვენიერი განათლება მისცეს ერთადერთ შვილს. თავმდაბალ, კეთილსა და ღვთისმოყვარე შიოს განსაკუთრებით უყვარდა საღმრთო წერილის კითხვა. ოცი წლის შიომ გაიგო დიდი მოღვაწის, იოანეს ამბავი, რომელიც თავის მოწაფეებთან ერთად უდაბნოში ცხოვრობდა და მშობლებისგან ფარულად წავიდა მის სანახავად. წმიდა იოანემ, რომელიც წინასწარჭვრეტის მადლით იყო დაჯილდოებული, სიხარულით მიიღო შიო, აკურთხა, მოწაფეებს უთხრა:"იყოს ჭაბუკი ესე შვილი ღმრთისა და მამა მრავალთა მონაზონთა, რამეთუ ღმერთსა გამოურჩევიეს", შიოს კი აღუთქვა მოწაფეთა შორის ჩარიცხვა იმ პირობით, რომ შინ დაბრუნებულს, მშობლებისაგან ნებართვა აეღო.
ღირსი სერგი რადონეჟელი როსტოვის მახლობლად, სოფელ ვარნიცაში მცხოვრები კეთილმსახური ბოიარების, კირილესა და მარიამის ოჯახში დაიბადა 1314 წლის 3 მაისს. მისი ღვთივრჩეულობა ადრევე გაცხადდა: ჯერ კიდევ შვილის შობამდე საღვთო ლიტურგიის დროს დედამ და მისმა თანამლოცველებმა ცხადად გაიგონეს ჩვილის სამგზისი წამოძახილი მშობლის საშოში: წმიდა სახარების წაკითხვამდე, „ქერუბიმების“ გალობისას და ასამაღლებელზე „წმიდაა წმიდათა“. უფალმა ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარს ძე უბოძა. ახალშობილს ბართლომე დაარქვეს. ყრმამ სიცოცხლის პირველივე დღეებიდან ყველა გააოცა თავისი მარხვით: ოთხშაბათსა და პარასკევს დედის რძეს არ ეკარებოდა. ბავშვი არც მაშინ იღებდა დედისგან საკვებს, თუ მას ხორცი ჰქონდა ნაჭამი. როცა ეს შეამჩნია, მარიამმა საერთოდ აღიკვეთა ხორცეულის მიღება.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში, მიმდინარ ეკონტროლის ღონისძიების შედეგად აგადასახადო სამართალდარღვევის 44 ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, შემოსავლების სამსახური საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებისმიერ 650-მდე გადამხდელი შემოწმდა, რის შედეგადაც შემდეგი სამართალდარღვევები დაფიქსირდა; საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 25 შემთხვევა;
შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე "თავისუფალი ზონის" წევრი ფარნაოზ ჭ. დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა თანმხლებ პირებთან ერთად თბილისში, იოსებიძის და ბულაჩაურის ქუჩების გადაკვეთაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი ზაზა დავითაია სცემა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ექვსი წლის ასაკში ბებიამ მუსიკაზე შეიყვანა და სხვადასხვა ანსამბლში მღეროდა, რომელთა ხელმძღვანელებიც მისი ნათლიები იყვნენ. ფიქრობს, რომ ახლა მისი სცენაზე ყოფნა, სწორედ მათი დიდი დამსახურებაა. თბილისში ათი წლის ჩამოვიდა და პირველად ანსამბლ ,,დარიალში“ მღეროდა, შემდეგ ,,ებანში“, ახლი კი ჯგუფ ,,ბანის“ სოლისტია.