შემოგვიერთდით facebook-ზე

საყოველთაოდ ცნობილია, რომ 1994 წლიდან საქართველოში ყოველი წლის 15 აპრილი აღინიშნება როგორც სიყვარულის დღე, მისი დაარსებიდან 20 წელი გავიდა, მაგრამ ყველამ არ იცის ამ დღის ტრადიციად გადაქცევის ისტორია და მისი დამაარსებლის შესახებ, რომელიც რეალური ადამიანი, ჩვენი თანამემამულე, ქართველი ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძეა, რომელმაც 1993 წელს პირველ ქართულ დამოუკიდებელ ახალგაზრდულ გაზეთ „კოქტეილში“ გააკეთა განცხადება და დააფიქსირა საკუთარი იდეა, საქართველოში ერთი რომელიმე კონკრეტული დღე სიყვარულის დღედ აღნიშნულიყო, იდეა საზოგადოებას ამცნო და მთელი საქართველოდან შემოსული წინადადებების განხილვა საორგანიზაციო კომიტეტმა მაშინვე დაიწყო. როგორც ჩვენთან საუბარში ბ-ნი ბესო აცხადებს, რედაქციაში დღეში 100 სატელეფონო ზარი მაინც შემოდიოდა, უამრავი წერილი, ადამიანები პირდაპირ მოდიოდნენ ოპერას გვერდით ლაღიძის ქუჩაზე, სადაც ახალგაზრდული გაზეთის 20 კაციან კოლექტივს მაშინ რედაქცია ჰქონდა. ბესოს იდეა ხალხმა მაშინვე აიტაცა და კონკრეტული რიცხვის დასაფიქსირებლად, ადამიანები ყველანაირ ახსნას უძებნიდნენ შემოთავაზებულ დღეებს - 1 მარტი (როგორც გაზაფხულის პირველი დღე), 8 მარტი (ქალების დღე, რადგან ქალი ყველაზე მეტადაა სიყვარულის ობიექტი), 30 მაისი (როგორც გაზაფხულის უკანასკნელი დღე) და სხვა უამრავი, - რა თქმ აუნდა, შემოთავაზებებს შორის ყველაზე მეტად გაზაფხულის დღეები იყო. სწორედ ამ დროს გამოჩენილა იდეის ავტორთან პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, ჟურნალისტი და მაშინდელი „პირველი არხის" თანამშრომელი, ხანშიშესული მამაკაცი - გიგა მახვილაძე, რომელმაც სიყვარულის დღის დაარსების იდეის ავტორს 15 აპრილის არჩევა შესთავაზა, როგორც გაზაფხულის შუა თვის შუა რიცხვის, მაშინ როცა ყველაზე ძლიერია გაზაფხული, როცა ის პიკზეა... და ბატონმა გიგა მახვილაძემ არც კი იცოდა, რამდენად საინტერესო დამთხვევა იყო ეს ყველაფერი, რადგან მან საერთოდ არ იცოდა, რომ ბესო სწორედ 15 აპრილს იყო დაბადებული... მას შემდეგ 20 წელი გავიდა და საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იცის, რომ 15 აპრილს – გაზაფხულსი შუა თვის შუა რიცხვში სიყვარულის ლამაზ დღეს ავღნიშნავთ, ტრადიციის დამკვიდრებას მაშინ ხელი მაშინდელმა საქართველოს რეპუბლიკის პარლამენტმა და კულტურის კომისიამაც შეუწყო, 1994 წლის 8 აპრილის წერილით მათ ოფიციალურად აღიარეს 15 აპრილი სიყვარულის დღედ.

15-03-2014, 15:44

ავტორი

თიკო ბეკოშვილი 

რატომ დატოვა ჯგუფი ,,ბანი“ ლევან გულბათაშვილმა?! 

ცნობილი მომღერალი და რადიო წამყვანი ლევან (გულბათ) გულბათაშვილი ცნობილი გახდა დუეტით - ,,ვარსკვლავები“, რომელსაც მარიამ მაღრაძესთან ერთად ასრულებს. ბოლო თვეებია მათმა სიმღერებმა, როგორც რადიო, ასევე ინტერნეტ სივრცე დაიპყრო და MUS.GE-ს რეიტინგულ სიაშიც მოხვდა. თუმცა როგორც ყოველთვის, საზოგადოების კრიტიკას ვერც ისინი გადაურჩნენ... მასთან ინტერვიუს დროს შევიტყვე, რომ ფანდურასთან  ერთად სიმღერის ჩაწერას აპირებს. რითაც მსმენელს რულიად განსხვავებულ და ორიგინალურ მუსიკას შესთავაზებს. თუმცა, ამაზე ჯერ არ საუბრობს და პირველი ჩვენი  ჟურნალია, ვისაც ეს გაუმხილა. 

14-03-2014, 21:27

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა