ყველასათვის ცნობილი YOUTUBE-ს მამად წოდებული შოთო სიხარულიძე კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა, ერთ-ერთმა ემიგრანტმა აგენტობა დააბრალა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, მას ცოტა ხნის წინ ჩატარებული კონკურსის ,,მისტერ ვალენტინი"–ს ჩაწყობაც დააბრალეს , სადაც ლევან სოლოღაშვილმა გაიმარჯვა. ჟურნალი geoelite.ge შოთო სიხარულიძეს დაუკავშირდა და ამ ინფორმაციებზე კომენტარი სთხოვა
უკვე რამდენიმე დღეა ფესტივალი ,,მემკვიდრეობა" საბერძნეთში, კერძოდ ქალაქ სალონიკში ქართველი ემიგრანტებისთვის ღონისძიებებს მართავს. პროექტის ფარგლებში იქ იმყოფება უნიჭიერესი ახალგაზრდა პოეტი ნიკოლოზ ფუტკარაძე. ასევე მოხდება ორი ფილმის – გოდერძი შარაშიას "წერილი" და თინათინ ბეკოშვილის "მე ვარ გოდერძი ჩოხელი" ჩვენება. საბერძნეთიდან დაბრუნების შემდეგ, 7 ნოემბერს, ფესტივალი იგივე პროექტით ნორვეგიაში გაემგზავრება.
მოამზადა
გიორგი გაბაშვილმა
რუსეთის ეკლესია სოხუმსა და ტყვარჩელში ეკლესიებისთვის ადგილებს აკურთხებს
რუსული ინტერნეტ-პორტალ „ნეზავისიმაია გაზეტას“ ჟურნალისტი, მსოფლიო რელიიგის ახალ ამბებს განიხილავს. სტატია ეხება, როგორც კათოლიკურ, ასევე მართლმადიდუბლურ სამყაროს. სტატიის მიხედვით, ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, რუსულ მართლადიდებლურ ეკლესიას მოუწოდა, რომ არ აკურთხოს ახალი ეკლესიების ასაშენებელი ადგილები აფხაზეთში, სადაც ახლა რუსული ბაზებია განლაგებული. როგორც საპატრიარქოს პრეს-სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა დავით შარაშენიძემ გვაცნობა, ამ ადგილების კურთხევა, მხოლოდ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის პრეროგატივაა. ,,პრესსპიკერის ცნობით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები, აკურთხებენ ადგილებს ახალი ეკლესიებისთვის რუსულ ბაზებზე, სოხუმსა და ტყვარჩელში, რაც საეკლესიო კანონების უხეში დარღვევაა“ - წერს ავტორი.
ავტორი
ნინო ბოლქვაძე
ემიგრანტები და უმისამართო წერილი
ისინი ბევრნი არიან, ძალიან ბევრნი...
იმაზე მეტნი, ვიდრე ოდესმე ყოფილან. არიან საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, ამერიკაში... არიან რუსეთშიც. ყველგან, სადაც კი თვალი და ფეხი მიუწვდათ, გულმა გაუწიათ. საითაც ვიღაც ეგულებოდათ, თვისტომიდან. არიან ალალბედზე წასულები, ბედისა და ბედისწერას ბრმად აყოლილები. ზოგიც ღრმად დაფიქრების მერე წავიდა ბედის საძებნელად...
არიან ყველგან და ყოფნა-არყოფნის ფილოსოფიას ყოველდღიურად ეხებიან. ხეხავენ, აშენებენ - სძინავთ ხარაჩოებზე, იქაური შრომითა და ფიქრით გადაღლილებს, აქაურობაზე მონატრებულებს. სძინავთ, მაგრამ ,,ყოფნა-არყოფნის" ფილოსოფიის მსგავსად, არც მათ ძილს ჰქვია ძილი. დილა იწყება დაღლილი სხეულითა და აჩქარებული გულისცემით. იწყება შიშით... ,,პატრონს" - ქალბატონს, ან ბატონს ,,რაღაც" არ მოეწონება, არც პოლიციელს მოუვა თვალში...
ჯოჯოხეთს ჯოჯოხეთი ემატება, აქაურ დარდს, იქაური. კედლის მოშლილი საათივით წიკწიკებს და ჩერდება გონება, გადაღლილი... პროცენტის გადახდა გვიანდება, ბავშვის სწავლის ფულია გადასაგზავნი, დედის წამალია საყიდელი, მამის ორმოცი გადასახდელი... მეგობარსაც უნდა შეაშველო ხელი...
ისინი ბევრნი არიან, გასაოცრად, მტკივნეულად ბევრნი...