სხვადასხვა სახის არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 3 მარტს, სომხეთის მოქალაქე ა.ბ.-ისბარგში. მგზავრს, რომელიც რეისით შარჯა-თბილისი ჩამოფრინდა თბილისში, საბაჟო გამშვები პუნქტის „თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა აღმოუჩინეს მობილური ტელეფონები: (Samsung Galaxy A5 – 4 ცალი, Samsung Galaxy A3 – 4 ცალი, Samsung Galaxy Alpha – 2 ცალი, Samsung Galaxy S5 duos – 1 ცალი) და მედიკამენტები (Atarax 25mg Hydroxyzine hydrochloride – 142 კოლოფი (3550 აბი), Dilatrend Carvedilol 6.25mg – 8 კოლოფი (240 აბი), Rennie Peppermint – 24 კოლოფი (2304 - აბი).
საქონლის საერთო ღირებულებამ შეადგინა 8137,89 ლარი. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, პირს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 8137,89 ლარის ოდენობით.