შემოგვიერთდით facebook-ზე
სომხეთის მოქალაქეებს თბილისის აეროპორტში უკანონოდ შემოტანილი ტექნიკა ჩამოართვეს
26-01-2015, 17:09  /  ნახვა: 2777

სხვადასხვა სახის არადეკლარირებული საქონლის მოზრდილი პარტიის შემოტანის ფაქტი გამოავლინეს საბაჟო გამშვები პუნქტის, "თბილისის აეროპორტის" მებაჟე ოფიცრებმა. რეისით შარჯა - თბილისი ჩამოფრინდნენ სომხეთის მოქალაქეები ა.ვ. და ე.ა., რომელთაც დათვალიერების შედეგად აღმოაჩნდათ დიდი რაოდენობით არადეკლარირებული საქონელი. კერძოდ, ა.ვ.-ის ბარგში აღმოჩნდა 3885,43 ლარის ღირებულების შემდეგი საქონელი: მობილური ტელეფონი SAMSUNG GALAXY (ჩინური) – 3 ცალი, iPhone 5ს (ჩინური) – 1 ცალი, IPHONE 6 (ჩინური) 5 ცალი, მეხსიერების ბარათი SANDISK - 55 ცალი, მეხსიერების ბარათი (ჩიპი) - 150 ცალი, ფოტოაპარატი SAMSUNG – 1 ცალი, ფოტოაპარატი CANON – 1 ცალი. ე.ა.-ის ბარგში კი შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, კერძოდ: მობილური ტელეფონი SAMSUNG GALAXY (ჩინური) – 3 ცალი, IPHONE 5ს (ჩინური) – 1 ცალი, IPHONE 6(ჩინური) - 5 ცალი, მეხსიერების ბარათი SANDISK - 60 ცალი, მეხსიერების ბარათი (ჩიპი) – 149 ცალი, ფოტოაპარატი შAMშUNG - 1 ცალი, ფოტოაპარატი CANON – 1 ცალი, ტელევიზორი SAMSUNG – 1 ცალი. საქონლის ღირებულებამ შეადგინა 7101,38 ლარი.
საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, ორივე მგზავრს, სანქციის სახით, შეეფარდა ფულადი ჯარიმა, შესაბამისად, 3885,43 ლარისა და 7101,38 ლარის ოდენობით

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა