შემოგვიერთდით facebook-ზე

დეკლარირების პროცესის მიმდინარეობაზე დაკვირვება ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი

დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების პროცესისადმი არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე rs.ge შეიქმნა ახალი აპლიკაცია  სახელწოდებით „დაუბეგრავი მინიმუმის რეგისტრირებული დეკლარაციების რაოდენობა“. აპლიკაციის მეშვეობით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება აქვს რეალურ დროში ადევნოს თვალყური დეკლარირების პროცესს და მიიღოს უახლესი ინფორმაცია დეკლარირებული განაცხადების რაოდენობის, ასევე დაუბეგრავი მინიმუმის ფარგლებში დაბრუნებული თანხის ოდენობის შესახებ. განაცხადების რაოდენობა ყოველ 5 წამში იცვლება, ინფორმაცია დაბრუნებული თანხის შესახებ კი ყოველ ნახევარ საათში ახლდება.

15-04-2014, 14:33

იუსტიციის სახლის შესაკეთებლად იტალიური კომპანიის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ
როგორც ცნობილია, 3 დეკემბერს 15 საათისთვის თბილისის იუსტიციის გარე სახურავის ერთი ნაწილი ჩამოიშალა.

საბედნიეროდ, ამ ინციდენტის შედეგად არავინ დაზიანებულა. მოხდა შენობის ევაკუაცია, ხოლო პერიმეტრს ახლაც იცავს პატრული გარე სახურავის იმ ადგილებში, რომელთა უსაფრთხო ხასიათიც ჯერ ბოლომდე უზრუნველყოფილი არ არის.

3 დეკემბრის ღამეს, თბილისში ჩამოფრინდა იტალიური კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც შენობის სახურავის მშენებლობაში მონაწილეობდა. მან იუსტიციის მინისტრთან ერთად ინციდენტის ადგილი დაათვალიერა და სახურავის კონსტრუქციის შეფასებით სამუშაოებს შეუდგა. ეს სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს და მათი დასრულების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას.

4 დეკემბერს, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, იუსტიციის სახლის დარბაზი (ე.წ. წინა ხაზი), მოქალაქეთა და იქ მომუშავე თანამშრომელთა უსაფრთხოების მიზნით, დახურულად გამოცხადდა.

მიუხედავად ამისა, სსიპ საჯარო რეესტრსა და სსიპ სერვისების განვითარების სააგენტოს (ე.წ. უკანა ხაზი) მუშაობა არ შეუწყვეტიათ. სერვისების განვითარების სააგენტოს ბეჭდვითმა ცენტრმა გააგრძელა მუშაობა, ხოლო, საჯარო რეესტრის თანამშრომლების უშუალო ძალისხმევით, ამ სსიპ-ის პერსონალი სხვადასხვა შენობაში გადანაწილდა. არც ერთ ამ სსიპ-ს დაგვიანებული სამუშაო არ აქვს.

5-12-2013, 14:24

ვაჭრობის ხელშეწყობისა და კავკასიის სატრანზიტო დერეფნის განვითარების მესამე რეგიონალური კონფერენცია

დღეს, ბათუმში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს შემოსავლების სამსახური, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო, საერთაშორისო სარკინგზო ტრანსპორტის კომიტეტის მხარდაჭერით, სასტუმრო შერატონში, ვაჭრობის ხელშეწყობისა და კავკასიის სატრანზიტო დერეფნის განვითარების მესამე რეგიონალურ კონფერენციას უმასპინძლებენ.

ორდღიან ღონისძიებას დაეწრებიან სამთავრობო უწყებების, კერძოდ, სამინისტროების, საბაჟოების, სატრანსპორტო სააგენტოების, რკინიგზებისა და ნავსადგურების წარმომადგენლები საქართველოდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და ყაზახეთიდან, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის წევრები. მონაწილე მხარეები ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას რეგიონალური ვაჭრობის განვითარების შესახებ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში საერთაშორისო სტანდარტების ხელშეწყობისთვის. კონფერენცია მიზნად ისახავს კავკასიის სატრანზიტო დერეფნის ცნობადობის ამაღლებას, ერთი ფანჯრის მექანიზმისა და სატრანსპორტო დერეფნის განვითარების საკითხში მიღწეული შედეგების შეფასებას.

24-06-2013, 13:09

სარეკლამო წარწერა ქართულ ენაზე სავალდებულო გახდება

საქართველოს პარლამენტში, უკვე შევიდა პროექტი, რომლის მიხედვით -,,რეკლამის შესახებ" კანონში ცვლილებები შევა. პროექტის ინიციატორი და ავტორი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტია.  ცვლილების მიხედვით, ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი იქნებიან, საკუთარი აბრა, მხოლოდ ქართულ ენაზე გაავრცელონ. ეს მოთხოვნა არ ეხება წარწერას საქონლის გამოსახულებაზე, გარდა სასაქონლო ნიშნისა. ხოლო საქართველოში განთავსებული, სხვა ენაზე რეგისტრირებული სასაქონლო  (მომსახურების) ნიშნის (ლოგოტიპის) მფლობელს ევალება, მისი ტრანსლიტერაციის წესით გადმოცემა ქართულ ენაზე მოხდეს. ცვლილება არ გამორიცხავს, რომ წარწერა ქართულ ენასთან ერთად, სხვა ენაზეც შესრულდეს.

7-03-2013, 16:25

უკან1 2 წინ


მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა