უამინდობაა აჭარაში. შავ ზღვაზე 5 ბალიანი შტორმ დაფიქსირდა, ქარის სიმძლავრემ ბათუმში კი ღამით 20 მეტრ წამს მიაღწია. სტიქიას მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი ზიანი არ მოუყენებია.
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ტყიბულის მუნიციპალიტეტი იყო. მისი სიმძლავრე 3,7 მაგნიტუდას შეადგენდა. მიწისძვრა თბილისის დროით 16:36 საათზე მოხდა. წინასწარი მონაცემებით, მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია. ბოლოდროინდელი მონაცემებით მიწისძვრები საქართველოში იშვიათობას აღარ წარმოადგენს.