ავტომობილები ქალებისათვის - Daewoo Matiz, Nissan Micra და Audi A1 Audi A1
თანამედროვე ქალს სურს იყოს მამაკაცის თანასწორი, მისგან დამოუკიდებელი ნებისმიერ სფეროში. თუნდაც იყოს ეს ავტომობილი. ადრე ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ქალი საჭეს მიუჯდებოდა და გახდებოდა საგზაო მოძრაობის სრულუფლებიანი წევრი.
ქალები დღეისათვის ყველანაირ ავტომობილს ერგებიან. მათი არჩევანი საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანია. პირადი მოხმარებისათვის ირჩევენ უფრო ქალურ, ნაზ ავტომობილებს. ამ მანქანების დიზაინი ხშირად გამოირჩევა ტალღოვანი, ნაზი ხაზებით და ორიგინალური გარეგნობით. აქსესუარები კი მთლიანად დამზადებულია ქალის მოთხოვნილებების სრული გათვალისწინებით.
რას ნიშნავს ქალური ავტომობილი?