შემოგვიერთდით facebook-ზე

 

 

რა წესები მოქმედებს მხარეებს შორის სასამართლო ხარჯების გადანაწილებისას 

 

 

გარდა სახელმწიფო ბაჟისა, სასამართლო პროცესის ჩატარება გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რომლის გადახდაც საქმის განხილვის სხვადასხვა ეტაპზე ერთ-ერთ ან ორივე მხარეს ევალება.

5-03-2013, 18:57

შემიძლის თუ არა სასამართლოსგან იურიდიული კონსულტაციის მიღება?

- სასამართლო არ არის უფლებამოსილი იურიდიული კონსულტაცია გაუწიოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რადგან აღნიშნული მოქმედებით დაირღვევა მხარეთა შეჯიბრობითობისა და სასამართლო მიუკერძოებლობის პრინციპები. შესაბამისად, აღნიშნული შინაარსის მოთხოვნით მიმართვა დაუშვებელია.

 

- შეიძლება თუ არა, რომ შევსებული სასამართლო ფორმა ჩემს ნაცვლად სასამართლოში ახლობელმა შეიტანოს?

- სასამართლო ფორმის სასამართლოში წარდგენისას არ არის აუცილებელი, შემომტანი და ფორმის ავტორი ერთმანეთს ემთხვეოდეს. მთავარია, რომ სასამართლო ფორმა უფლებამოსილი პირის მიერ იყოს ხელმოწერილი.

 

- რის თუ არა სასამართლო ვალდებული განმიმარტოს სასამართლო გადაწყვეტილება?

- სამოქალაქო და ადმინისტრაციულ პროცესში გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზულიციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.

სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას. გადაწყვეტილების განმარტების შესახებ განცხადებას სასამართლო განიხილავს შეტანიდან ერთი თვის ვადაში.

გადაწყვეტილების განმარტების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე, ასევე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანაც.

კითხვა-პასუხი

 

4-02-2013, 13:46

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა