იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არჩევნებთან დაკავშირებიოთ განმარტებას აკეთებს
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არჩევნების წინ, განმარტებებს, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის, უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციის კვალდაკვალ, იუსტიციის სისტემის თანამშრომელთათვის, შემდეგი სახის განმარტებას აქვეყნებს:
არჩევნები 2013
განმარტებები
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და შესაბამისი სსიპ-ების თანამშრომლებისათვის
არჩევნების დღე - 27 ოქტომბერი, 2013 წ.
არჩევნების დღეს კენჭისყრა არის ფარული. არჩევანის თავისუფლება უზრუნველყოფილია ყველა თანამშრომლისათვის.
არჩევნებში ყველა კანდიდატი რომ თანასწორი იყოს, აკრძალულია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება:
მენეჯერულ პოზიციაზე მომუშავე თანამშრომლები (მაგ., დეპარტამენტის, სამმართველოს უფროსი, განყოფილების დირექტორი, და სხვ.), ასევე, პროკურატურის თანამშრომლები არ შეიძლება აირჩნენ/დაინიშნონ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად.