შემოგვიერთდით facebook-ზე

წმ. ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი-სალოსი (ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე; დ. 26 აგვისტო,1929 — გ. 2 ნოემბერი, 1995) — ქართველი საეკლესიო მოღვაწე — არქიმანდრიტი, ბერი. ქართველი წმინდანი.საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 2012 წლის 20 დეკემბერს შერაცხა წმინდანთა რიგებში და მისი ხსენების დღედ დააწესა 2 ნოემბერი.

26-08-2015, 14:00

ავტორი

ანა აფციაური

წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხელის მტევანი საქართველოში ჩამოაბრძანეს

წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხელის მტევანი საქართველოში ჩამოაბრძანეს ....

საქართველოში წმინდა ნაწილის ჩამობრძანება მოხდა იღუმენია ელისაბედ ზედგინიძის და ძმები-თენგიზ, ვახტანგ და ალექსანდრე ხარებავების ძალისხმევით. ორშაბათს 27 მაისს 10 საათზე, წმინდა ნაწილს მოაბრძანებენ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, სადაც შესრულდება პარაკლისი ... პარაკლისს დაესწრებიან სტუმრები საბერძნეთიდან კორფუსის მიტროპოლიტი ნექტარიუსი ბერძენ სასულიერო პირებთან ერთად.

28-05-2013, 20:46

წმიდა მოწამენი: ბიძინა ჩოლოყაშვილი და ორნი ძმანი, ქსნის ერისთავნი ელიზბარი და შალვა

 

XVII საუკუნეში საქართველო სპარსელთა სათარეშო ასპარეზად იქცა. შაჰ-აბას I-მა და მისმა ძემ, შაჰ-აბას II-მ განსაკუთრებული სისასტიკით კახეთი ააოხრეს. მამა და შვილი საბედისწეროდ, ყორნებივით დასჩხაოდნენ თავს ივერიასა და ცეცხლის ალში ხვევდნენ ეკლესია-მონასტრებს და ციხე-სიმაგრეებს, ათასობით ქართველს მშობლიური მიწიდან ჰყრიდნენ, სპარსეთში მიერეკებოდნენ და მათ ნაცვლად სპარსელებს ასახლებდნენ.

ხალხი ილტვოდა მტარვალთაგან და იხიზნებოდა. "ქართლის ცხოვრების" მემატიანე მოგვითხრობს, რომ –"აღარა სადა იხსენებოდა სახელი ქრისტესი, თვინიერ მცირეთა ოდენ მთით კერძო თუშთა, ფშავთა და ხევსურთა შორის".

5-02-2013, 21:11

ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი-სალოსი  და უმაღლესი ჯილდო უწმინდესს და უნეტარესს

 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით, უახლოეს პერიოდში ბერი გაბრიელის ცხედარს სამთავროს მონასტრის ეზოდან ტაძარში გადაასვენებენ. ეს გადაწყვეტილება სინოდმა მამა გაბრიელის წმინდანად შერაცხვის შემდეგ მიიღო. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კიდევ რამდენიმე საკითხზე იმსჯელა. 

კომუნისტური რეჟიმის დროს სარწმუნოებისთვის შეწირული სასულიერო პირებისა და ერისკაცთა ცხოვრების მასალები კანონიზაციის კომისიამ შემდგომი კანონიზაციისთვის სინოდს უნდა წარუდგინოს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, წმინდანად შერაცხული არქიმანდრიტი გაბრიელის (ურგებაძე) საფლავი მალე გაიხსნება. წმინდა სინოდის წევრებმა სხდომაზე არქიმანდრიტი გაბრიელის წმინდანად შერაცხეს. მას ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი-სალოსი ეწოდა და მისი ხსენების დღედ გარდაცვალების დღე, 2 ნოემბერი, დაწესდა.

საქართევლოს კათოლიკოს-პატრიარქის დაბადების 80 და აღსაყდრების 35 წლისთავთან დაკავშირებით, სინოდის განჩინებით, ილია მეორე საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი _ წმინდა გიორგის ოქროს ორდენით დააჯილდოვა.

"მრავალი ადამიანია მომსწრე არქიმანდრიტ გაბრიელის (ურგებაძე) ცხოვრების დროინდელი და მისი გარდაცვალების შემდგომ აღსრულებული სასწაულების. მათ მიმართეს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს არქიმანდრიტ გაბრიელის კანონიზაციის საკითხზე. წმინდა სინოდმა იმსჯელა და დაადგინა: წმინდა სინოდი ითვალისწინებს მის ცხოვრებას, სასწაულებს, რომლებიც აღესრულება მის საფლავზე და საყოველთაო სიყვარულსა და აღიარებას და ერთხმად ადგენს: არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) აღიარებულ იქნას წმინდანად", _ ნათქვამია განჩინების ტექსტში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახური ავრცელებს.

დაიწერება წმ. არქიმანდრიტის ხატი, მისი ცხოვრება და ტროპარ-კონდაკი.

განჩინებაში ასევე აღნიშნულია, რომ წმინდა სინოდში საზოგადოებიდან შემოვიდა XIX-XX ს.ს. მოღვაწე რამდენიმე სასულიერო პირის ცხოვრების ამსახველი მასალა და თხოვნა, მათი კანონიზაციის საკითხის განხილვაზე. კანონიზაციის კომისიას ასევე დაევალა შესაბამისი მასალის შესწავლა და წმ. სინოდზე განსახილველად დასკვნის წარდგენა.

1-02-2013, 14:16

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა