თიბისი გალერიაში ბექა ჯავახიშვილის პერსონალური გამოფენა ,,ანარეკლი" გაიმართება
|
13 დეკემბერს 19:00 საათზე თიბისი გალერეაში, ფოტოგრაფ ბექა ჯავახიშვილის პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით "ანარეკლი" გაიმართება. ეს არის თბილისის სხვადასხვა უბნებში გადაღებული ფოტოები, რომელსაც აერთიანებს ერთი თემა - ანარეკლი, - ყველგან და ყველაფერში. ამ ფოტოსერიაზე ბექა ჯავახიშვილი მთელი 8 თვის მანძილზე მუშაობდა, წვიმის კადრებში ანარეკლები და პარალელური სამყარო დაინახა. ასე განისაზღვრა გამოფენისთვის ფოტოგრაფის ხედვა და კონცეფცია. ავტორი ამბობს, რომ მისთვის ეს სერია "მოგზაურობაა სხვა სივრცეში". პერსონალურ ექსპოზიციაზე ფოტოებთან ერთად წამოდგენილი იქნება ბექა ჯავახიშვილის ვიდეოკოლაჟიც.
უკან დაბრუნება |