სოციალურ ქსელში დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით ინფორმაცია გავრცელდა, რომელიც უჩიპო პირადობების მოთხოვნის თაობაზე გაიმართება, ორგანიზატორები მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ: ,,კვირას, 28 ივნისს 16:00 სთ-ზე თბილისში პარლამენტის წინ (9 აპრილის მემორიალთან) გაიმართება შემაჯამებელი და მნიშვნელოვანი აქცია - ალტერნატიული პირადობის მოწმობების მოთხოვნის თაობაზე!!! ამ დღეს 100 000 ხელმომწერთა წერილზე მოხდება სასულიერო პირების, იურისტების და მოქალაქეების გაერთიანებული აქცია - უჩიპო მოწმობების თაობაზე, რომელსაც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა აქტიურად დაუჭირა მხარი რეკომენდაციის სახით და მიუხედავად წინააღმდეგობებისა სწორედ ეხლა გვმართებს მტკიცედ დგომა! ყურადღება- აქციის შემდეგ მოხდება დედაქალაქის მცირე შემოლოცვა ანჩისხატისა და ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლებით - ბოროტ ძალთაგან დასაცავად! (მოგეხსენებათ ამ მოთხოვნით მე-5 წელია მიმდინარეობს პერმანენტული აქციები და მუდმივი ლოცვა საკითხის კეთილად აღსასრულებლად, ა/წ 9 ივნისიდან ამ აქციებმა კვლავ ყოველდღიური სახე მიიღო...) გულშემატკივარნი შემოუერთდით - ეს საზოგადო საქმეა და დასწრება მნიშვნელოვანია!"
უკან დაბრუნება
|