დაკავებული ივანე ბეგიაშვილის დედა ფოტოკორესპონდენტ ირაკლი გედენიძეს ემუქრება
|
ფოტოკორესპონდენტი ირაკლი გედენიძე საკუთარ ფეისბუქზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც ჩანს, თუ როგორ ემუქრება დაკავებული ივანე ბეგიაშვილის დედა თეა კუპრეიშვილი. ივანე ბეგიაშვილმა, რომელიც 1994 წელსაა დაბადებული, გუშინ ფოტოკორესპონდენტი ირაკლი გედენიძე აქციაზე სცემა. გედენიძე ,,ვარდების მოედანზე" აქციას აშუქებდა, როდესაც ერთ-ერთი ავტომანქანიდან გადმოსულმა აქციის მონაწილემ ის ,,პროვოკაციაში დაადანაშაულა", ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ფოტოკამერა დაუმტვრია. პოლიციამ ბეგიაშვილი ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დააკავა. ,,მეგობრებო, არ ვიცი რა ვთქვა, ჯერ კიდევ დღეს დილით 6 საათზე სახლში პოლიციიდან მიმავალს სხვა აზრი მქონდა გადაწყვეტილების გამოსატანად, ეხლა კი ჩემს გვერდზე ეს შეტყობინება დამხვდა აბა რაღა უნდა გადავწყვიტო ამ ტექსტის შემდეგ? ერთს კი გამომგზავნისთვის დავამატებ, მესმის დედა ხართ, გამწარებული, აღელვებული მაგრამ იქით სხვის განსჯას და საკითხის ასეთი ფორმით გადაწყვეტას ნამდვილად არ გირჩევდით...", - წერს ფოტოკორესპონდენტი ირაკლი გედენიძე. ,,ირაკლი გედენიძე, შენ ხარ არაადამინი, სუფთა პროვოკატორი წამოიკიდე 20 წლის ბიჭი პროვოკაციაზე და ხარ ახლა კმაყოფილი, არ შეგრჩება ამ ბავშვის გაუბედურება, რომ გამოჭიმეთ ტელევიზიით კარგი კრიმინალივით, ის არც პარტიის წევრია და საერთოდ პოლიტიკა არც აინტერესებდა და არც აინტერესებს, შემთხვევით მოხვდა იმ ადგილზე შენ კი მისი უფლება დაარღვიე
უკან დაბრუნება |