სომხეთის მოქალაქეებს თბილისის აეროპორტში უკანონოდ შემოტანილი ტექნიკა ჩამოართვეს
|
სხვადასხვა სახის არადეკლარირებული საქონლის მოზრდილი პარტიის შემოტანის ფაქტი გამოავლინეს საბაჟო გამშვები პუნქტის, "თბილისის აეროპორტის" მებაჟე ოფიცრებმა. რეისით შარჯა - თბილისი ჩამოფრინდნენ სომხეთის მოქალაქეები ა.ვ. და ე.ა., რომელთაც დათვალიერების შედეგად აღმოაჩნდათ დიდი რაოდენობით არადეკლარირებული საქონელი. კერძოდ, ა.ვ.-ის ბარგში აღმოჩნდა 3885,43 ლარის ღირებულების შემდეგი საქონელი: მობილური ტელეფონი SAMSUNG GALAXY (ჩინური) – 3 ცალი, iPhone 5ს (ჩინური) – 1 ცალი, IPHONE 6 (ჩინური) 5 ცალი, მეხსიერების ბარათი SANDISK - 55 ცალი, მეხსიერების ბარათი (ჩიპი) - 150 ცალი, ფოტოაპარატი SAMSUNG – 1 ცალი, ფოტოაპარატი CANON – 1 ცალი. ე.ა.-ის ბარგში კი შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, კერძოდ: მობილური ტელეფონი SAMSUNG GALAXY (ჩინური) – 3 ცალი, IPHONE 5ს (ჩინური) – 1 ცალი, IPHONE 6(ჩინური) - 5 ცალი, მეხსიერების ბარათი SANDISK - 60 ცალი, მეხსიერების ბარათი (ჩიპი) – 149 ცალი, ფოტოაპარატი შAMშUNG - 1 ცალი, ფოტოაპარატი CANON – 1 ცალი, ტელევიზორი SAMSUNG – 1 ცალი. საქონლის ღირებულებამ შეადგინა 7101,38 ლარი. უკან დაბრუნება |