ლევან ყიფიანმა მოჭიდავეები სამინისტროში მიიღო
|
31 იანვარს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლევან ყიფიანი და მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე ჭიდაობის ფედერაციაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სამინისტროს სათათბირო დარბაზში ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს - ლუკა კურტანიძეს, მწვრთნელებს და ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრას ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი - ლერი ხაბელოვი, ოლიმპიური ჩემპიონი -ზურაბ ზვიადაური და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული, ახალგაზრდული და ჭაბუკთა ნაკრების ყოფილი მწვრთნელები - ზაზა თურმანიძე, ნუგზარ სხირელი და თემურ ბენდიანიშვილი, ასევე ედიშერ მაჩაიძე, მარლენ ოსიყმაშვილი და ლევან თედიაშვილი დაესწრნენ.
მასალა მოგვაწოდა http://msy.gov.ge-მა უკან დაბრუნება |